Mac mini, Apple M1 (8C CPU, 8 GB, 256 GB SSD

    art: MGNR3RU/A
    ახალი
    2 699 ლარი

    წინასწარი შეკვეთა

    Apple M1 ჩიპს Apple-ის ყველაზე მრავალმხრივი, ყოვლისშემძლე სამაგიდო კომპიუტერი სრულიად ახალ განზომილებაში გადაჰყავს. ცენტრალური პროცესორის სიმძლავრე 3x-მდე გაიზარდა. გრაფიკის დამუშავების სისწრაფე კი — 6x-მდე. ხოლო Apple-ის მოწინავე Neural Engine სისტემის წყალობით მანქანური სწავლება 15x-მდე უფრო სწრაფია. Mac mini გთავაზობს ახალ რესურსებს მუშაობის, თამაშისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, აქამდე წარმოუდგენელი სიჩქარითა და სიმძლავრით.

    ეს არის Apple-ის პირველი ჩიპი, რომელიც სპეციალურად Mac-ისათვის შეიქმნა. Apple M1 ჩიპის სისტემა 16 მილიარდ ტრანზისტორს იტევს და აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, Neural Engine სისტემას, I/O კონტროლერებს და მრავალ სხვა კომპონენტს. Apple M1 ჩიპი უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს დაუჯერებელ პროდუქტიულობას და ინდუსტრიაში საუკეთესო ენერგოეფექტიანობას.¹ ეს უბრალოდ წინგადადგმული ნაბიჯი არ არის Mac-ისთვის — ეს შესაძლებლობების სრულიად ახალი საფეხურია.

     
    ცენტრალური პროცესორი
     


    Apple M1 ჩიპი გასაოცარ სისწრაფეს და სიმძლავრეს ანიჭებს Mac mini-ს. 8-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი უზრუნველყოფს 3x-მდე უფრო სწრაფ წარმადობას, წინა თაობასთან შედარებით² — ამასთან, შენარჩუნებულია მისი ცნობილი, 7.7-დუიმიანი კვადრატული დიზაინი.
     

     
    გრაფიკული პროცესორი
     

    8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი M1 ჩიპში — ყველაზე მძლავრია მათ შორის, რაც Apple-ს ოდესმე შეუქმნია. და მისი წყალობით, Mac mini წარმოუდგენლად სწრაფი, ინტეგრირებული გრაფიკითაა აღჭურვილი, გიგანტური, 6-ჯერ გაზრდილი გრაფიკული წარმადობით. ეს წარმოუდგენელი სიმძლავრეა — საოცრად კომპაქტურ მოწყობილობაში.

     
    მანქანური სწავლება

    16-ბირთვიანი Neural Engine სისტემა. ინტელექტი, რომელიც ყველა ოპერაციას ასრულებს.

    მანქანური სწავლება უზრუნველყოფს მუშაობის გრანდიოზულ სისწრაფეს და ავტომატიზაციის შესაძლებლობებს ვიდეოს ანალიზის, ხმის ამოცნობის, გამოსახულების დამუშავებისა და უამრავი სხვა ამოცანისათვის. M1 ჩიპი აღჭურვილია 16-ბირთვიანი Neural Engine სისტემით და აქვს მრავალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა მანქანური სწავლების ბაზაზე, რაც Mac mini-ს უმძლავრეს მანქანად აქცევს.

     
    macOS Big Sur
     

    ოპერაციული სისტემა macOS Big Sur შექმნილია Apple M1 ჩიპის პონტენციალის მაქსიმუმის გამოსავლენად. მნიშვნელოვნად განახლებული აპლიკაციები. შესანიშნავი ახალი დიზაინი. და მონაცემთა დაცვის წამყვანი ფუნქციები — ახალი ოპერაციული სისტემა, ეს არის ყველაზე მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა Apple-ის ყველაზე მოწინავე მოწყობილობისათვის.

    მაღალი სიჩქარე და სწრაფი უკურეაქცია


    M1 ჩიპი და macOS Big Sur მწყობრად მუშაობენ ერთად და უზრუნველყოფენ კომპიუტერის სწრაფ რეაგირებას. Mac mini თითქმის მომენტალურად გამოდის ძილის რეჟიმიდან. ნაკლები დრო იხარჯება ყოველდღიურ ამოცანებზე: ფოტოები და გვერდები Safari-ში მყისიერად იტვირთება. ყველაზე მძლავრი აპლიკაციებისთვისაც კი რესურსები ყოველთვის საკმარისია.

    აპლიკაციების ყველაზე დიდი კოლექცია


    გამოიყენე სპეციალურად Apple M1 ჩიპისთვის შექმნილი აპლიკაციები. ნაცნობი აპლიკაციები ტექნოლოგია Rosetta 2-ის წყალობით იმუშავებს. და კიდევ, ახლა უკვე შეგიძლია ისარგებლო iPhone-ის და iPad-ის შენი საყვარელი აპლიკაციებით პირდაპირ macOS Big Sur-ზე. საბოლოო ჯამში, წვდომა გექნება აპლიკაციების ყველაზე ფართო არჩევანზე Mac-ის ისტორიაში.

     
    კომპაქტური დიზაინი


    Apple M1 ჩიპში ინტეგრირებული ტექნოლოგიებით Mac mini გაცილებით დიდ კომპიუტერებსაც უტოლდება — ის უმკლავდება ინტენსიურ დავალებებს და მოიხმარს 60 პროცენტამდე ნაკლებ ენერგიას, წინა თაობასთან შედარებით.⁵
    გაერთიანებული მეხსიერება

    ერთი ოპერატიული მეხსიერება ყველაფრის სამართავად.

    M1 ჩიპს 16 გბ-მდე ზესწრაფი გაერთიანებული მეხსიერება აქვს, რომელიც მაღალი გამტარუნარიანობითა და მოთხოვნაზე რეაქციის მინიმალური დაყოვნებით გამოირჩევა. ამ მეხსიერების წყალობით ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები და Neural Engine სისტემა მომენტალურად იღებენ მონაცემებს და ცვლიან ერთმანეთში. ამიტომ ყველაფერი მუშაობს სწრაფად და შეუფერხებლად.

     
    SSD საცავი


    Mac mini აღჭურვილია შთამბეჭდავი მოცულობის ფლეშსაცავებით — 2 ტბ SSD საცავი ყველა შენი ფოტოს, ვიდეოს, ფაილებისა და აპლიკაციებისთვის.⁶ ხოლო 3.5 გბ/წმ-მდე სიჩქარით აპლიკაციები და ფაილები მომენტალურად იხსნება.⁷
    უსაფრთხოება


    Apple M1 ჩიპი და macOS Big Sur უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მოწინავე ფუნქციების მუშაობას Mac mini-ზე და აუმჯობესებს სისტემური თუ პირადი მონაცემების დაცვის ხარისხს.

    კომპაქტური ზომით, ბრწყინვალე წარმადობითა და პორტების მრავალფეროვნებით, Mac mini იდეალურია უამრავი მიმართულებით, მათ შორის, თამაშებისა და ციფრული შემოქმედებისათვის. მძლავრი Apple M1 ჩიპით, 7.7-დუიმიანი კვადრატული ჩარჩოთი, არასდროს იცი, სად შეგხვდება სამუშაოთი დატვირთული Mac mini — სახლის ოფისში, მუსიკალურ სტუდიაში თუ სხვაგან.

    გასაგიჟებელი სისწრაფის ორი Thunderbolt/USB 4 პორტით, ორი USB-A პორტით, HDMI 2.0 პორტით, Wi-Fi 6-ისა და Gigabit Ethernet-ის მხარდაჭერით — Mac mini ყველაფრისთვის მზადაა.

    Thunderbolt/USB 4 პორტები


    გადაიტანე მონაცემები 40 გბ/წმ-მდე სიჩქარით.⁸ დატენე კომპიუტერი და გარე მოწყობილობები. დაუკავშირე ერთი 6K-მდე გარე მონიტორი და მეორე — 4K-მდე HDMI 2.0 პორტით.
    Wi-Fi 6


    და კიდევ ერთი სიახლე Mac mini-სთვის, Wi-Fi 6 უზრუნველყოფს მთლიანობაში უკეთეს წარმადობას და 1.2 გბ/წმ-მდე გამტარობას — ფაილების ელვის სისწრაფით გადასატანად და Time Machine-ის სარეზერვო ასლის შესაქმნელად.

     

     

    მოწყობილობის ცალკეული ფუნქციების, კომპლექტაციებისა და კონფიგურაციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და/ან რეგიონზე.კონტენტის და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა გარანტირებული არ არის.

    1. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები, Apple M1 ჩიპითა და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. წარმადობა ერთ ვატზე დადგინდა ცენტრალური პროცესორის უმაღლესი წარმადობის მაჩვენებლის შეფარდებით გამოყენებული ენერგიის საშუალო მაჩვენებელთან, ინდუსტრიის რამდენიმე სტანდარტული ნიშნულის გამოყენებით. შედარებისთვის შეირჩა იმ დროისათვის გაყიდვაში არსებული ნოუთბუქები და სამაგიდო კომპიუტერები ყველაზე მაღალი წარმადობის ცენტრალური პროცესორებით. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

    2. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა Mac mini-ის საცდელი ნიმუშები, Apple M1 ჩიპით და 4-ბირთვიან 3.6 გგჰც პროცესორით Intel Core i3. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდები ჩატარდა Final Cut Pro 10.5-ის საცდელი ვერსიით. გამოიყენებოდა 55-წამიანი პროექტი Apple ProRes RAW 4K ვიდეოთი, რომლის გაფართოება იყო 4096×2160 პიქსელი, ხოლო სიხშირე — 59.94 კადრი წამში. ვიდეო ტრანსკოდირდა Apple ProRes 422 ფორმატში. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს Mac mini-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

    3. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა Mac mini-ის საცდელი ნიმუშები, Apple M1 ჩიპითა და 4-ბირთვიანი 3.6 გგჰც პროცესორით Intel Core i3 და პროცესორით Intel Iris UHD Graphics 630. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდები ჩატარდა Final Cut Pro 10.5-ის საცდელი ვერსიით. გამოიყენებოდა 2-წუთიანი კომპლექსური პროექტი, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა ვიდეოს 4K-მდე გაფართოებით. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს Mac mini-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

    4. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა Mac mini-ის საცდელი ნიმუშები, Apple M1 ჩიპით და 4-ბირთვიან 3.6 გგჰც პროცესორით Intel Core i3. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. Pixelmator Pro 2.0 Lynx-ის საცდელი ვერსიის ცდები ჩატარდა 216 კბ გამოსახულების გამოყენებით. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს Mac mini-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

    5. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა Mac mini-ის საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით, 2 ტბ SSD საცავით და LG UltraFine 5K მონიტორით, ასევე გაყიდვაში არსებული Mac mini-ს ნიმუშები 6-ბირთვიანი Intel Core i7 პროცესორით, 8 გბ მეხსიერებით, 512 გბ SSD საცავით და LG UltraFine 5K მონიტორით. ენერგიის მოხმარება გაიზომა უსადენო ინტერნეტით პოპულარული ვებგვერდების დათვალიერებისას.

    6. 1 ტბ = 1 ტრილიონ ბაიტს; ფაქტობრივი მოცულობა დაფორმატების შემდეგ ნაკლებია.

    7. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა Mac mini-ის საცდელი ნიმუშები, Apple M1 ჩიპით, 16 გბ მოცულობის მეხსიერებით და 2 ტბ SSD საცავით. გამოიყენებოდა ტესტი FIO 3.23 შემდეგი პარამეტრებით: მოთხოვნის მოცულობა — 1024 კბ, საცდელი ფაილის მოცულობა — 150 გბ, რიგის სიღრმე — 32-ის ტოლი. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს Mac mini-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

    8. სიჩქარე დადგენილია თეორიულ გამტარუნარიანობაზე დაყრდნობით და განსხვავდება ადგილობრივი პირობებისა და კავშირგაბმულობის კომპანიების მიხედვით.

     

    მახასიათებლები

    Speaker
    Audio Output Mode
    Mono
    Other
    Date of Entry
    2020
    System
    System Type
    Desktop Computer
    System Form Factor
    Ultra Compact Form Factor
    Built-in Devices
    Text to Speech
    Reduce Motion
    Siri and Dictation
    Switch Control
    Closed Captions
    Voice Control
    VoiceOver
    Zoom
    Increase Contrast
    Processor
    CPU
    Apple M1
    CPU Core Quantity
    8
    Chipset
    System on Chip (SoC)
    Features
    Supports 5 nm Processors
    Memory
    Installed System Memory Storage Capacity
    8 GB
    Storage
    Storage Type
    SSD
    Storage Capacity
    256 GB
    Video Output
    Video Controller Form Factor
    Integrated
    Video Memory Type
    Shared Video Memory
    2D/3D Features
    8-core GPU
    16-core Neural Engine
    Audio Output
    Audio Controller Form Factor
    integrated
    Networking Specifications
    Networking Form Factor
    Integrated
    LAN
    Gigabit Ethernet
    Wi-Fi
    IEEE 802.11ac Wi-Fi 5
    IEEE 802.11ax Wi-Fi 6
    IEEE 802.11b
    IEEE 802.11a
    IEEE 802.11g
    IEEE 802.11n Wi-Fi 4
    Bluetooth
    Bluetooth 5.0
    Data Link Protocol Supports
    Gigabit Ethernet/Fast Ethernet/Ethernet
    Software
    Name of OS
    Apple macOS Big Sur
    Power
    Power Device Type
    Power Supply
    Power Device Location
    Internal
    Input Voltage
    AC 100-240 V
    Input Frequency
    50/60 Hz
    Power Device Installed Quantity
    1;
    Power Device Maximum Quantity Supports
    1
    Miscellaneous
    External Color
    Silver
    Date of Entry
    2020
    Audio/Video Features
    HDMI 2.0 port supports multichannel audio output
    Support DVI output using HDMI to DVI Adapter (sold separately)
    Support one display with up to 4K resolution at 60Hz connected via HDMI 2.0
    Support one display with up to 6K resolution at 60Hz connected via Thunderbolt
    VGA, DVI, and Thunderbolt 2 output supported using adapters (sold separately)
    Support native DisplayPort output over USB‑C
    Support Thunderbolt 3 digital video output
    In the Box
    Mac mini
    Power Cord
    User Guide
    Environment
    Maximum Operating Ambient Temperature
    35 °C
    Minimum Operating Ambient Temperature
    10 °C
    Max. Altitude Operating
    5000 m
    Dimensions & Weight Device
    Height (mm)
    36 mm
    Depth (mm)
    197 mm
    Width (mm)
    197 mm
    Nominal Weight
    1.2 kg
    Warranty
    Warranty Products Returnable
    Yes
    Warranty Term (month)
    12 month(s)
    Warranty validation Criteria
    Serial Number
    Interface Provided
    USB 3.0
    2 (USB 3.0 (type A))
    Thunderbolt 3
    2 (USB Type-C)
    LAN
    1 (RJ-45)
    HDMI
    1 (HDMI (Type A))
    Headphones
    1 (3.5-mm minijack)

    შეფასება

    შეფასება

    0

    რეკომენდაცია

    0%

    Mac mini, Apple M1 (8C CPU, 8 GB, 256 GB SSD
    2 699 ლარი