Apple-ის თანახმად, 2021 წელს მისმა მიწოდების ჯაჭვმა სუფთა ენერგიის გამოყენებით 13.9 მილიონი ტონა ნახშირბადის გამოყოფა აიცილა.
ისეთი მეთოდით, როგორიცაა მსოფლიოში პირველი დაბალი ნახშირბადშემცველი ალუმინის გამოყენება iPhone SE-ში, Apple აგრძელებს პროგრესირებას სუფთა ენერგიის მიმართულებით და 2030 წლისთვის გეგმავს სრულიად ნახშირბად–ნეიტრალური გახდეს.
Apple-ის თქმით, მისი მომწოდებლების ძალისხმევა განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით გზებიდან 3 მილიონი ავტომობილის ამოღებას უდრის.
“ვამაყობთ, რომ ჩვენმა ინიციატივამ განახლებადი ენერგიის გამოყენების მიმართულებით ასეთი გამოხმაურება იპოვა ჩვენს მწარმოებლებსა და პარტნიორებს შორის.”
– ლიზა ჯექსონი, ვიცე-პრეზიდენტი, გარემოს დაცვა, პოლიტიკა და სოციალური ინიციატივები.
“სუფთა ენერგია კარგია ბიზნესისთვის და კარგია პლანეტისთვის. ჩვენ ვაზიარებთ საკუთარი გამოცდილებით მიღებულ ცოდნას, რითიც ხელს ვუწყობთ ბიზნესების მიერ მწვანე მომავლის შენებას.” – აცხადებს ლიზა ჯექსონი, Macrumors-თან ინტერვიუში.
– ლიზა ჯექსონი, ვიცე-პრეზიდენტი, გარემოს დაცვა, პოლიტიკა და სოციალური ინიციატივები.
Apple-ის თქმით, მისი 213 მთავარი მწარმოებელი ჩაერთო ინიციატივაში რათა განახლებადი ენერგიით უზრუნველყოს წარმოება 25 ქვეყნის მასშტაბით. ეს განცხადება საოცრად დააჩქარებს Apple-ის მიზანს 2030 წლისთვის გახდეს სრულად ნახშირბად ნეიტრალური.
ამ მწარმოებლემს შორის არის 11 ახალი მომწოდებელი ევროპაში, მათ შორის უსადენო ჩიპების ფირმა Infineon, რომელიც იყენებს მზის ენერგიას გერმანიასა და ავსტრიაში. DSM Engineering Materials კი მხარს უჭერს ქარის პროექტს ნიდერლანდებში, სადაც განთავსებულია Apple-ის Viborg მონაცემთა ცენტრი.
მათ შორის, Apple-ს ახლა ჰყავს 25 ევროპელი მიმწოდებელი, რომლებიც მზად არიან სუფთა ენერგიაზე გადასვლისათვის. ამასთან ერთად, Apple მხარს უჭერს დანიის განახლებადი ენერგიის პროექტებს.
213 უშუალო მწარმოებელთან მუშაობის პარალელურად, Apple გეგმავს მთელი მსოფლიოს მასტაბით ინვესტირებას სუფთა ენერგიის პროექტებში. მათ შორისაა “დაახლოებით 500 მეგავატი მზის ენერგიის და სხვა განახლებადი პროექტები ჩინეთსა და იაპონიაში, რათა დაბალანსდეს ემისიების ზრდის ტენდენციები.”
ამერიკული ინვესტიცია სუფთა ენერგიის მიმართულებით
Apple ახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციას(ზუსტი თანხა უცნობია) ტეხასის შტატის ბრაუნის ოლქში 2300 ჰექტარზე დაგეგმილ მზის ენერგიის პროექტში. ობიექტი დასრულდება 2022 წლის ბოლოსთვის და Apple-ის თქმით, შეძლებს 300 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას.
Apple-ის თქმით ამ პროექტის უპირველესი მიზანია „იმ რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოება, რასაც Apple მომხმარებლები იყენებს მოწყობილობების დასამუხტად, რაც კომპანიის ნახშირბადის წარმოქმნის 22%-ს შეადგენს.
Apple-ის უახლესი განცხადება ასევე იუწყება, რომ Dupont in Wilmington, Delaware, და Micron Technology of Boise, Idaho, შეუერთდნენ სუფთა ენერგიის ინიციატივას.
განვითარება ჩინეთსა და იაპონიაში
Apple ასევე იტყობინება, რომ 23 ახალი მომწოდებელი ჩინეთიდან შეუერთდა განახლებადი ენერგიის პროგრამას 2021 წელს. დეტალები მითითებული არ არის თუმცა, კომპანია ირწმუნება, რომ Apple-ის თითქმის ყველა წამყვანი ჩინური მომწოდებელი ჩაერთო სუფთა ენერგიის ინიციატივაში.
იაპონია კი ნერგავს სუფთა ენერგიის ახალ ვარიანტებს ბიზნესისთვის, რაც ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. Apple–ის თქმით კორპორატიული ენერგიის მყიდველები შეზღუდულები იყვნენ ელექტრო ენერგიის ე.წ. rooftop მზის სისტემებიდან შესყიდვით, რაც უახლოეს მომავალში შეიცვლება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.