2025 წელს საკულტო AirPods-ს 9 წელი უსრულდება. ამ დროის განმავლობაში ისინი Apple ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და სრულიად შეცვალა წარმოდგენები უკაბელო მოსმენაზე. მინიმალისტურ დიზაინს მიღმა იმალება უამრავი საინტერესო ფუნქცია. გთავაზობთ 8 ნაკლებად ცნობილ ფუნქციას, რომლებზეც შესაძლოა აქამდე არც გსმენიათ.

  • მუსიკის ან ფილმის მეგობრებთან ერთად მოსმენა და ყურება

მგზავრობთ ან რიგში დგახართ მეგობართან ერთად? მოუსმინეთ მუსიკას ან უყურეთ ფილმს ერთად! Audio Sharing ფუნქციით iPhone ან iPad–თან ერთდროულად ორი წყვილი ყურსასმენის დაკავშირება შეგიძლიათ.

როგორ გავაკეთოთ: დააკავშირეთ AirPods ან Beats iPhone/iPad-თან, შეეხეთ AirPlay სიმბოლოს და აირჩიეთ Audio Sharing. შემდეგ მეგობრის ყურსასმენის ღია ქეისი მიაახლოვეთ თქვენს მოწყობილობასთან და მიჰყევით ინსტრუქციებს.

  • ხმა იკლებს, როცა საუბარს იწყებთ

AirPods ავტომატურად ამცირებს ხმას საუბრის დაწყებისას და დასრულების შემდეგ ისევ საწყის დონეს უბრუნდება.

როგორ: iPhone-ში გახსენით AirPods პარამეტრები და ჩართეთ საუბრის ამოცნობა Conversation Awareness. ასევე ჩართეთ Personalized Volume. ხელმისაწვდომია AirPods Pro 2 და AirPods 4 (ANC-ით).

  • მოუსმინეთ, რა ხდება კარის მიღმა ან სხვა ოთახში

Live Listen ფუნქციით თქვენი iPhone მიკროფონად იქცევა, რომელიც აძლიერებს ხმას და პირდაპირ AirPods-ში გადმოსცემს. შეგიძლიათ უკეთ გაიგოთ ლექტორის ხმა, გამოიყენოთ როგორც ბეიბი მონიტორად ან მოუსმინოთ საუბარს გვერდით ოთახში.

როგორ: iPhone-ზე Control Center-ში დაამატეთ Live Listen, შემდეგ ჩართეთ AirPods, შეეხეთ მიკროფონის სიმბოლოს და დადეთ iPhone თქვენთვის სასურველ ადგილას.

  • წაიკითხეთ შეტყობინებები Siri-ს გამოყენებით

თუ საჭესთან ხართ ან ხელები დაკავებული გაქვთ, Siri შეძლებს შეტყობინებების წაკითხვას პირდაპირ AirPods-ში.

ამისათვის: გახსენით iPhone > Settings > Notifications > და ჩართეთ Announce Notifications ფუნქცია.

  • მოუსმინეთ მუსიკას AirPods-ით iPhone-ის გარეშე

სავარჯიშოდ მიდიხართ? დატოვეთ iPhone სახლში და გამოიყენეთ მხოლოდ Apple Watch.

როგორ: iPhone-დან ჩამოტვირთეთ სასურველი სიმღერები და Watch აპიდან დაასინქრონეთ საათთან. AirPods ავტომატურად დაუკავშირდება Apple Watch-ს, ან ხელით აირჩევთ Control Center-დან.

  • გამოიყენეთ ერთი ყურსასმენი როგორც ჰედსეტი

თუ მხოლოდ ერთ ყურსასმენს იყენებთ, ხმის ნაწილი შეიძლება დაიკარგოს. გამოსავალია Mono Audio.

როგორ: iPhone > Settings > Accessibility > Audio/Visual და ჩართეთ Mono Audio.

  • უპასუხეთ ზარს თავის მოძრაობით

AirPods 4 და AirPods Pro 2 ზარების თავის გამოძრავებით მართვის საშუალებას გვაძლევს: ზარის მისაღებად დააქნიეთ თავი, გასათიშად კი გააქნიეთ.

როგორ: iPhone-ში AirPods-ის პარამეტრებში გახსენით Head Gestures და ჩართეთ.

  • შეამოწმეთ სმენა AirPods Pro 2-ით

H2 ჩიპის წყალობით AirPods Pro 2 არა მხოლოდ მუსიკას უკრავს, არამედ სმენას ამოწმებს.

როგორ: შეარჩიეთ შესაბამისი ბალიშები და გაიკეთეთ AirPods, iPhone > Settings > AirPods > Hearing Test და მიჰყევით ინსტრუქციებს. ტესტის შედეგები გამოჩნდება Health აპში.

ბონუსი: AirPods როგორც ესთეტური ბრელოკი

AirPods Pro 2-ს აქვს სპეციალური სამაგრი, რომლითაც მისი ტარება ბრელოკის მსგავსად შეიძლება სხვა მოდელებისთვის გამოიყენეთ დამატებითი ქეისი გამძლე კარაბინით.

ახლა უკვე იცით AirPods-ის ყველაზე ჭკვიანური და ნაკლებად ცნობილი ფუნქციები. გამოსცადეთ ისინი iSpace-ში სხვადასხვა მოდელზე და შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური აქსესუარები.

წაიკითხეთ ასევე

საუკეთესო AirPods 2025 წელს — როგორ აირჩიოთ სწორი მოდელი?

გიყვართ სპორტი? საუკეთესო Apple მოწყობილობები ვარჯიშისთვის

TOP 5 iPhone აქსესუარი 2025 წელს

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *