iOS 14.2 და მომდევნო ვერსიებში, Apple-მა განახორციელა Shazam Music Recognition-ის ინტეგრაცია. მუსიკის ამოცნობა ახლა პირდაპირ საკონტროლო ცენტრიდან არის შესაძლებელი. ეს კი iPhone, iPad და iPod touch–ის მომხმარებლებს საოცრად უმარტივებს ფუნქციის გამოყენებას.

  • გახსენით Settings აპლიკაცია iPhone/iPad-ზე;
  • ჩამოსქროლეთ და გახსენით Control Center;
  • ჩამოსქროლეთ More Controls სიამდე და შეეხეთ Music Recognition-ს;
  • ამის შემდეგ გახსენით საკონტროლო ცენტრი;
  • შეეხეთ Music Recognition სიმბოლოს მუსიკის საპოვნელად.

! თუ ფუნქცია ვერ ამოიცნობს მუსიკას, მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას. ხოლო თუ ამოიცნობს მიიღებთ შეტყობინებას ეკრანის ზედა ნაწილში, სადაც მითითებული იქნება შემსრულებლის და მუსიკის სახელი.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *