iSpace-ში შესაძლებელია Apple-ის თითოეული აქტუალური კომპიუტერის შეძენა: MacBook Air, MacBook Pro, Mac Mini და iMac. მოწყობილობები წარმოდგენილია სტანდარტული კონფიგურაციებით, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი პერსონალურად თქვენს მოთხოვნებზე მორგება.

რა საჭიროა Custom MacBook?

Custom იგივე კონფიგურირებადი MacBook, მაქსიმალურად ერგება თქვენი სამუშაო სპეციფიკის მოთხოვნებს. შექმენით ინსტრუმენტი ეკსლუზურად თქვენთვის და შეცვალეთ მახასიათებლები სურვილისამებრ.

მაგალითად, თუ გსურთ რომ თქვენს ლეპტოპს ჰქონდეს სტანდარტულზე მეტი ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი, თუმცა არ გჭირდებათ სუპერ მძლავრი პროცესორი – შეიძენთ Custom Mac-ს და აღარ გადაიხდით ზედმეტს High-end მოწყობილობაში.

Custom Mac-ები პოპულარულია პროგრამისტებში, დიზაინერებში, ფოტოგრაფებში, ტექნიკურ და კრეატიულ სტუდენტებში და მოთამაშეებშიც კი.

რომელი Mac მოდელებია კონფიგურირებადი?

  • MacBook Air;
  • MacBook Pro;
  • iMac;
  • Mac Mini.

რომელი ნაწილების კონფიგურაციაა შესაძლებელი?

  • RAM – ოპერატიული მეხსიერება;
  • GPU – გრაფიკული ბარათი;
  • CPU – ცენტრალური პროცესორი;
  • კლავიატურის განლაგება (აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.).

გარეგნულად, Custom Mac არ განსხვავდება სტანდარტულისაგან. თუ გჭირდებათ ყველაზე თანამედროვე, სწრაფი და მძლავრი კომპიუტერი, აირჩიეთ MacBook Pro M1 Pro ან M1 Max ჩიპებზე დაფუძნებული ვერსია და ჩაანაცვლეთ ნაწილები სურვილისამებრ.

თუ გჭირდებათ დიდი ეკრანი, დააკონფიგურირეთ 14.2″ ან 16.2″ ლეპტოპები. Custom Mac მოდელებიც Apple-ის სტანდარტული გარანტიით სარგებლობენ.

კონფიგურირებადი Mac-ების მიწოდების საშუალო დრო 8-დან 12 კვირამდე შეადგენს. თუ თქვენი სასურველი კონფიგურაცია არის ჩვენს მარაგში, მას რამდენიმე სამუშაო დღეში მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

რა ღირს Custom Mac?

Custom MacBook-ები და iMac-ები მზადდება შეკვეთით. ზუსტი ღირებულების შესახებ ინფორმაციას ჩვენი კონსულტანტი მას შემდეგ მოგაწვდით, რაც თქვენ აირჩევთ სასურველ მოდელსა და მის მახასიათებლებს.

Custom მოდელების სანახავად, რომლებიც ამჟამად iSpace-ის მარაგშია, ეწვიეთ ჩვენს ონლაინ კატალოგს – https://ispace.ge/mac/macbook-air

Trade-in

სასურველი მოწყობილობის შეძენა ასევე შესაძლებელია Trade-in აქციის ფარგლებში. ჩაგვაბარეთ თქვენი მოწყობილობა, რომლის საფასურიც გამოაკლდება ახალ მოდელს. აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გახსენით ბმული.

Custom Mac-ების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ iSpace-ის ნებისმიერ ფილიალში ან დაგვირეკეთ ნომერზე – (+995) 322 23 53 23

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *