Apple-მა ივნისში WWDC22-ზე წარმოგვიდგინა iPhone და iPad-ის შემდეგი თაობის ოპერაციული სისტემები iOS/iPadOS16.

iOS 16 გვთავაზობს სრულად გადაკეთებულ Lock Screen-ს ფუნქციებისა და ვიჯეტების პერსონალიზაციის მხარდაჭერით. სისტემა ასევე მოიცავს Focus რეჟიმის ახალ ფილტრებს, პასკოდებს, Safari Shared Tab Groups-ს, ახალ iCloud Shared Photo Library-ს და სხვა.

iPadOS 16 როგორც იქნება მიიღებს Weather აპლიკაციას და შემოგვთავაზებს ფართო Pro ფუნქციონალს, რომელიც მხოლოდ M1 ჩიპის მქონე iPad-ებზე იქნება ხელმისაწვდომი.

iOS 16 და iPadOS 16 ასევე იზიარებენ უამრავ ახალ ფუნქციას და ცვლილებას, როგორიცაა Notes, Mail და Messages, Live Text, Visual Look Up და Dictation Enhancements განახლებები.

iOS 16 და iPadOS 16 თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდა Apple-ის დეველოპერული პროგრამის რეგისტრირებული წევრებისთვის WWDC კონფერენციის შემდეგ 7 ივნისს. საჯარო ბეტა კი 11 ივლისს ჩაეშვა პირველად.

Apple-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ iOS 16 და iPadOS 16 ოფიციალურად 2022 წლის შემოდგომაზე ჩაეშვებოდა, ზუსტი თარიღის დაზუსტების გარეშე.

გასულ წელს, 14 სექტემბერის iPhone 13-ის პრეზენტაციიდან 6 დღის შემდეგ შემდეგ ჩაეშვა iOS/iPadOS15.

iOS 16 და iPadOS 16 სავარაუდოდ iPhone 14 სერიის პრეზენტაციიდან მალევე ჩაეშვება. პრეზენტაცია შედგება ოთხშაბათს, 7 სექტემბერს. ეს ნიშნავს, რომ 7 სექტემბრიდან უკვე ყოველდღიურად უნდა ველოდოთ ახალი ოპერაციული სისტემების ჩაშვებას.

iOS 16 თავსებადია iPhone 8 და უფრო ახალ მოდელებთან, ხოლო iPadOS 16 – მე-5 თაობის iPad და უფრო ახალ მოდელებთან, მე-5 თაობის iPad mini-სთან და უფრო ახალ მოდელებთან, მე-3 თაობის iPad Air-თან და უფრო ახალ მოდელებთან და ყველა iPad Pro მოდელთან.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *