AirPods 3 მალე iSpace-ში – დატოვე ნომერი და გაიგე პირველმა წინასწარი შეკვეთების შესახებ.

2021 წლის 18 ოქტომბერს Apple-მა ოფიციალურად წარმოგვიდგინა AirPods 3, სრულიად ახალი ყურსასმენი სივრცული აუდიოს ფუნქციით. დღევანდელ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ უახლეს AirPods 3-ს. https://www.youtube.com/embed/-5y2YqrlOr4?rel=0&showinfo=0


ხმა ყველა მხრიდან

მე-3 თაობის AirPods სცილდება ტრადიციულ სტერეო ხმას და გვთავაზობს სივრცულ აუდიოს მხარდაჭერას, რაც აცოცხლებს მუსიკას და ქმნის საოცარ გამოცდილებას. მოსმენისას აღარ გაქვთ შეგრძნება რომ ხმა მარცხენა და მარჯვენა ყურსასმენიდან მოდის, შეგრძნება ისეთია თითქოს ხმა ყველა მხრიდან ისმის, რაც ნამდვილად საოცარი გრძნობაა.

სივრცული აუდიო არა მხოლოდ მუსიკის მოსმენას უჭერს მხარს. ფუნქცია ასევე მუშაობს ფულმების, სატელევიზიო შოუების და სხვა ქონთეთის ყურებისას. Dynamic Head Tracking ფუნქცია გვაწვდის შთამბეჭდავ ხმას მოძრაობისას, რაც უზრუნველყოფს მოსმენის სამგანზომილებიან ეფექტს. შეგრძნება ისეთია თითქოს თქვენც ხართ ეკრანზე განვითარებული მოვლენების მონაწილე. 

თქვენს ყურზე მორგებული მუსიკა

თითოეულ ადამიანს ყურის უნიკალური ფორმა აქვს, რაც მნიშვნელოვნად გარდაქმნის მოსმენილ ხმებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, Apple–მა შეიმუშავა ინოვაციური დიზაინი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დატკბეთ ორიგინალი ხმით.

AirPods 3-ის ანატომიური ფორმა უზრუნველყოფს ყურსასმენის სწორი კუთხით მოთავსებას, რაც ხმას პირდაპირ ყურისაკენ გადასცემს და უნარჩუნებს მას მკაფიო ჟღერადობას.

ადაპტირებადი ექვალაიზერი ითვალისწინებს თქვენი ყურის სტრუქტურის თავისებურებებს და არგებს მას ხმის პარამეტრებს.

მკვეთრი ხმა, თუნდაც ქუჩაში საუბრისას

AirPods 3 აერთიანებს H1 ჩიპის ძალას და Apple-ის მოწინავე დინამიკების სისტემას. ახალი დრაივერის საშუალებით, ბასი კიდევ უფრო მძლავრი ხოლო, მაღალი ნოტები კიდევ უფრო მკაფიოა.

მიკროფონი დაფარულია აკუსტიკური ბადით, რაც ამცირებს ხმაურს ქუჩაში საუბრისას. საუბრის დროს თქვენი ხმა უფრო მკვეთრი და ხმამაღალი იქნება. FaceTime-ის დროს კი ხმის Full HD ფორმატს უზრუნველყოფს AAC-ELD კოდეკი.

ნუ შეგაშინებთ ოფლი და წვიმა

წვიმა არ არის მიზეზი იმისათვის, რათა უარი თქვათ თქვენს საყვარელ მუსიკაზე. ყურსასმენებსაც და MagSafe-ის დამტენ ქეისსაც აქვს IPX4 რეიტინგის დაცულობა. ამიტომ, ინტენსიური ვარჯიშის დროს მათ არ აშინებთ ოფლი და წყლის წვეთები.

მთელი დღე დამუხტვის გარეშე

მე-3 თაობის AirPods ელემენტი საოცრად დიდხანს ძლებს: 6 საათამდე მოსმენის და 4 საათამდე სასაუბრო დრო. მხოლოდ 5 წუთანი დამუხტვით ამ დროის გახანგრძლივება კიდევ 1 საათით არის შესაძლებელი. ქეისი კი უზრუნველყოფს 4 სრულ დამუხტვის ციკლს, რაც საერთო ჯამში 30 საათამდე სამუშაო დროს იძლევა.

ამასთან ერთად, ყურსასმენის დამუხტვა კიდევ უფრო მარტივი გახდა. Apple-მა ახალი AirPods 3 აღჭურვა MagSafe ტექნოლოგიით და უსადენო დამუხტვის ფუნქციით.

AirPods 3

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *