Mac mini განახლებული თაობა ყველაზე საიმედოა, Apple-ის დესკტოპ კომპიუტერების სერიაში. მომხმარებლები უკვე სამი წელია ელოდება Mac mini-ს ახალ ვერსიას და ლოდინს უაზროდ ნამდვილად არ ჩაუვლია. უახლესი Mac mini აღჭურვილია M2 და M2 Pro ჩიპებით, რაც მას Apple დესკტოპ მომხმარებლების ნომერ პირველ არჩევნად აქცევს.
ვიზუალურად, Apple-ის ახალი კომპიუტერი არ განსხვავდება Intel Core i7 და M1 ვერსიებისგან. წონაც (1,2 კგ და 1,28 კგ) და ზომებიც იგივე კი იგივე დარჩა – ალუმინისგან დამზადებული ფორმა 19.7 x 19.7 x 3.58 სმ.
თუმცა სერიოზულად გაუმჯობესდა ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების სიჩქარე, მეხსიერების გამტარუნარიანობა და მულტიმედიური ძრავა. ეს უზრუნველყოფს მაღალ შესრულებას და შთამბეჭდავ ენერგოეფექტურობას.
Mac mini M2 სპეციფიკაციები
Mac mini-ს M2 აქვს 8 ბირთვიანი CPU, რომელსაც აქვს 4 მაღალმწარმოებლური და 4 ენერგოეფექტური ბირთვი, ასევე 10 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. Mac mini M2-ის შესრულება 5-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე იგივე კლასის Windows-ზე დაფუძნებული Intel Core i5.
კომპიუტერი ადვილად უმკლავდება ნებისმიერ ყოველდღიურ დავალებას – ბრაუზერში გვერდების დათვალიერებიდან დაწყებული, რამდენიმე აპლიკაციაში მუშობით დასრულებული. მაგრამ ის უფრო ინტენსიურ დატვირთვასაც უმკლავდება – მითუმეტეს, თუ იყენებთ მაქსიმალურ კონფიგურაციას – 24 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება 100 გბ/წამში გამტარუნარიანობით და 2 ტბ SSD მეხსიერებით.
M2 ჩიპს შეუძლია ერთდროულად ჩართოს 8K ProRes ვიდეო 2 ნაკადი 30 fps ან 12 ნაკადი 4K ProRes 30 fps ვიდეო. Mac mini M2 22-ჯერ უფრო სწრაფია მანქანური სწავლების ამოცანებზე Pixelmator-ში და 10-ჯერ უფრო სწრაფია კომპლექსურ რენდერირებაზე Final Cut Pro-ში.
პრეზენტაციაზე Apple-მა განაცხადა, რომ ახალი Mac mini შეძლებს AAA კლასის თამაშების გაშვებასაც, როგორიცაა No Man’s Sky და Resident Evil Village. წინა M1 ჩიპთან შედარებით M2-ზე თამაშის გამოცდილება 35%-ით უფრო სწრაფია.
Mac mini-ის პორტები: Ethernet, HDMI, 2 USB-A, ორი Thunderbolt 4 და ყურსასმენის მინიჯეკი.
M2 ჩიპმა, ისევე როგორც მისმა უფროსმა ძმამ M2 Pro-მ, მიიღო Wi-Fi 6E მოდული 2.4 Gbps-მდე გამტარუნარიანობით და Bluetooth 5.3 სწრაფი კავშირისთვის. რადგან, უახლესი სტანდარტი Wi-Fi 6E უკაბელო ქსელებისთვის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
Mac mini M2 Pro სპეციფიკაციები
Mac mini M2 Pro უფრო მძლავრია, ვიდრე სტანდარტული მოდელი – ცენტრალური პროცესორი 12-მდე ბირთვი (8 მაღალმწარმოებლური და 4 ენერგოეფექტური) და გრაფიკული პროცესორი – 19 ბირთვი. 16 ბირთვიანი ნერვული ძრავით, ფოტო დამუშავება და ვიდეო ანალიზი 40%-ით უფრო სწრაფი, ვიდრე საბაზისო M1 ჩიპში.
Mac mini M2 Pro დესკტოპს აქვს 32 GB ოპერატიული მეხსიერების და 8 ტბ-მდე მეხსიერების მხარდაჭერა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ის ორჯერ უფრო სწრაფად უმკლავდება Photoshop ფილტრებს, ვიდრე Mac mini M1 და 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე Mac mini Intel.
M2 Pro ვერსიის კონექტორები: 4 Thunderbolt პორტი გაუმჯობესებული გამტარობით – 200 GB წამში. დანარჩენი კონექტორები იგივე რაც M2-ში.
ძნელი წარმოსადგენია ასეთი სიმძლავრე ასეთ კომპაქტურ ფორმაში. მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, Mac mini M2 Pro-ს მფლობელებს შეეძლებათ მართლაც რთული პროცესების შესრულება: მუსიკის შექმნა, სურათების დამუშავება, ვიდეორედაქტირება, პროგრამების წერა და თამაშიც კი.
თამაშების წარმადობა 15-ჯერ გაუმჯობესდა Mac mini Intel-თან შედარებით და თითქმის 3-ჯერ M1-თან მიმართებაში. ვიდეოს დაკვრის თვალსაზრისით, 5-მდე ნაკადი 8K ProRes-ში ან 23-მდე ნაკადი 4K ProRes-ში ერთდროულად.
როდის იწყება Mac mini 2023-ის წინასწარი შეკვეთა?
უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება Mac mini M2 ან M2 Pro წინასწარ. გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამი და თვალი ადევნეთ სიახლეებს საიტზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.