უმაღლესი შესრულება, უკიდურესად კომპაქტური დიზაინი, გაუმჯობესებული კავშირი — ახალი Mac mini ნამდვილად უპრეცედენტო მაჩვენებლებს გვთავაზობს. Apple-მა ეს M4 და M4 Pro ჩიპების მქონე ინოვაცია Apple Intelligence მხარდაჭერით შემოგვთავაზა. დღევანდელ ბლოგში განვიხილოთ, თუ რით გამოირჩევა და რა შეუძლია ამ მოწყობილობებს.
მინიატურული დიზაინი
Mac mini არის პატარა ფორმატის(small-form-factor) კომპიუტერი, რომელსაც მონიტორები და სხვა მოწყობილობები ცალ-ცალკე უკავშირდება.
2024 წლის Mac mini დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვალა — ახლა ის კიდევ უფრო კომპაქტურია და მისი ზომა მხოლოდ 12.7×12.7×5 სმ-ია. ზომით Apple TV-ს, ხოლო ვიზუალურად Mac Studio-ს წააგავს. მოწყობილობა არის კომპაქტური და მსუბუქი. მისი მოთავსება მტევანშიც შეიძლება. პროპორციების გამო მარტივია მისი ჩანთით ტარებაც და არც მაგიდაზე იკავებს დიდ ადგილს.
Apple-მა ასევე განაახლა გამაგრილებელი სისტემა. სავენტილაციო ღიობები და ჩართვის ღილაკი ახლა ქვედა ზედაპირზეა დამალული.
ექვსჯერ სწრაფი, ვიდრე სხვა კომპიუტერები
მისი მინიატურული ზომის მიუხედავად, მოწყობილობა წარმოუდგენლად მძლავრი იქნება. M4 და M4 Pro ჩიპები ყველაზე ძლიერი პროცესორებია Apple-ის ხაზში, რომელთა დახმარებითაც მოწყობილობა ექვსჯერ უფრო სწრაფად იმუშავებს, ვიდრე კომპიუტერების უმეტესობა იმავე ფასის კატეგორიაში.
საბაზისო Mac mini M4 მოდელი გვთავაზობს 10 CPU და GPU ბირთვს, 16GB ერთიან ოპერატიულ მეხსიერებას და 256GB SSD-ს.
Mac mini M4 Pro მოდელი 2 ვერსიით არის ხელმისაწვდომი. პირველს აქვს 12-ბირთვიანი CPU და 16-ბირთვიანი GPU, ხოლო მეორეს 14-ბირთვიანი CPU და 20-ბირთვიანი GPU. ეს მოდელი ხელმისაწვდომია 24 GB ოპერატიული მეხსიერებით და 512 GB SSD. მეხსიერების საცავი შეიძლება გაიზარდოს 8 TB-მდე, ხოლო ოპერატიული მეხსიერება – 64 GB-მდე.
ორივე ვერსია ადვილად უმკლავდება კომპლექსურ დავალებებს: სტანდარტული საოფისე პროგრამები, 3D მოდელირება, გრაფიკული და აუდიო რედაქტირება, კოდების კომპილაცია. macOS Sequoia უზრუნველყოფს მარტივ და პროდუქტიულ ინტერაქციას მოწყობილობასთან.
Mac mini M4-ს აქვს 1.8-ჯერ უფრო სწრაფი CPU და 2.2-ჯერ უფრო სწრაფი GPU, ვიდრე M1 მოდელს.
მახასიათებელი | M4 სიმძლავრე M1-თან შედარებით |
Microsoft Excel მუშაობა | 1.7-ჯერ უფრო სწრაფი |
MacWhisper AI – სიტყვის ტექსტად გადატანა | 2-ჯერ უფრო სწრაფი |
Adobe Lightroom Classic-ში პანორამების დამუშავება | 4.9-ჯერ უფრო სწრაფი |
წინა მოდელებთან შედარებით, უპირატესობები კიდევ უფრო ცხადია.
მახასიათებელი | M4 სიმძლავრე Intel Core i7-თან შედარებით |
Logic Pro აუდიო პლაგინების რაოდენობა | 2.8-ჯერ მეტი |
გეიმინგ შესრულება (მაგალითად, World of Warcraft: The War Within) | 13.3-ჯერ მაღალი |
Photomator გამოსახულების მასშტაბირება | 33-ჯერ უფრო მაღალი |
M4 Pro არის კიდევ უფრო მძლავრია, რომელიც სპეციალურად პროფესიონალური, რესურსინტენსიური დავალებებისთვისაა განკუთვნილი.
მახასიათებელი | M4 Pro სიმძლავრე Intel Core i7-თან შედარებით |
Microsoft Excel მუშაობა | 4-ჯერ უფრო სწრაფი |
Adobe Premiere Pro სცენების რედაქტირება | 9.4-ჯერ უფრო სწრაფი |
MacWhisper AI ხმის რედაქტირება | 20-ჯერ უფრო სწრაფი |
დნმ-ის გამოყვანა Oxford Nanopore MinKNOW | 26-ჯერ უფრო სწრაფი |
ახალი მოდელი თავდაჯერებულად სჯობნის ახალ გამოშვებულ ვერსიებსაც.
მახასიათებელი | M4 Pro სიმძლავრე M2 Pro-თან შედარებით |
Logic Pro აუდიო პლაგინების რაოდენობა | 1.8-ჯერ მეტი |
Motion გრაფიკული რენდერინგი | 2-ჯერ უფრო სწრაფი |
Blende 3D რენდერინგი | 2.9-ჯერ უფრო სწრაფი |
M4 და M4 Pro პროცესორები უზრუნველყოფენ hardware-accelerated ray tracing-ს რეალისტური განათების, ჩრდილების და ანარეკლებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თამაშების გრაფიკას და 3D რენდერინგს.
ორივე ჩიპი უზრუნველყოფს გამორჩეულ წარმადობას Apple Intelligence-თან ერთად. M4 Pro-ში ნეირონული ბირთვები ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე M1-ში, ხოლო მეხსიერების გამტარუნარიანობა არის 273 გბ/წმ—ეს ნებისმიერი სხვა კომპიუტერული ჩიპის AI შესაძლებლობებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია. ასეთი გამტარუნარიანობა აძლიერებს ნეირონული ქსელების ამოცანებს და რთულ დავალებებს, როგორიცაა 3D რენდერინგი.
Apple Intelligence-ის საწყისი ფუნქციების ნაკრები უკვე ხელმისაწვდომია ინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვის macOS Sequoia 15.1-ში, ხოლო დამატებითი ფუნქციები დეკემბერში დაემატება.
დააკავშირეთ სამი ეკრანი და მეტი პერიფერიული მოწყობილობა
ახალ Mac mini-ს აქვს უფრო მეტი გარე მოწყობილობის დაკავშირების შესაძლებლობა, რაც მას სრულყოფილ დეკსტოპ კომპიუტერად აქცევს. უახლეს Mac mini-ზე ხელმისაწვდომი პორტებია:
- 2 USB-C პორტი USB 3 მხარდაჭერით (წინ);
- 3 Thunderbolt 4 პორტი M4 მოდელებისთვის და Thunderbolt 5 M4 Pro მოდელებისთვის (უკან);
- აუდიო ჯეკი ყურსასმენებისთვის;
- HDMI;
- Gigabit Ethernet მოდემის ან როუტერის დასაკავშირებლად, 10 Gbps-მდე განახლების შესაძლებლობით.
Thunderbolt 5 ინტერფეისი, 120 Gbps სიჩქარით (რომელიც ორჯერ სწრაფია Thunderbolt 4-თან შედარებით), აუმჯობესებს მონაცემთა გადაცემას და ვიდეო აუთფუთს.
Mac mini-ს HDMI ეკრანზე ან ტელევიზორზე დაკავშირება ადაპტერის გარეშეა შესაძლებელი. M4 მოდელი მხარს უჭერს ორ 6K ეკრანს და ერთ 5K ეკრანს, ხოლო M4 Pro ვერსია სამ 6K ეკრანს 60 Hz სიხშირეზე.
Gigabit Ethernet უზრუნველყოფს სწრაფ მონაცემთა ჩამოტვირთვას და სტაბილურ კავშირს, ხოლო Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3-ის მოწინავე სტანდარტების მხარდაჭერა უზრუნველყოფს შეუფერხებელ ქსელურ წვდომას და უსადენო მოწყობილობების კავშირებს.
ნახშირორჟანგის ნულოვანი კვალი
2024 წლის Mac mini არის Apple-ის პირველი ნახშირორჟანგნეიტრალური Mac, რომლის მასალების 50%-ზე მეტი ნაწარმოებია გადამუშავებული მასალისგან. მისი ალუმინის კორპუსი, მოოქროვილი სქემური დაფები და მაგნიტებში გამოყენებული იშვიათი ელემენტები სრულიად 100%-ით გადამუშავებული მეტალებისგან დამზადდა. შეფუთვა ბოჭკოვანია და არ შეიცავს პლასტმასას.
ენერგია, რომელიც წარმოების პროცესში გამოიყენება, მოდის განახლებადი რესურსებიდან. Apple ინვესტირებს სუფთა ენერგიის პროექტებში და გადაზიდვის ეკო-მეგობრულ გადაწყვეტილებებში. კომპანიის მისი მიზანია 2030 წლისთვის სრულ ნახშირორჟანგნეიტრალურობას მიაღწიოს.
ვისთვის არის 2024 წლის კომპაქტური Mac mini?
Mac mini-ის კომპაქტური დიზაინი, განსაცვიფრებელი შესაძლებლობები და მრავალფეროვანი პორტები მას იდეალურ არჩევნად აქცევს სტუდენტებისთვის, კრეატიული პროფესიონალებისთვის და IT სპეციალისტებისთვის. იმუშავეთ სახლში, ოფისში, კამპუსში ან საკლასო ოთახში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სახლის კომპიუტერი, მედია ფაილების სერვერი ან თუნდაც მედია ცენტრი და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი გეიმინგ კომპიუტერი.
სად ვიყიდოთ Mac mini M4/M4 Pro
გონივრული არჩევანია iSpace! გამოსცადეთ ახალი მოდელი და იხილეთ მისი საოცარი თვისებები. ჩვენ გთავაზობთ Trade-in სერვისს — მოიტანეთ თქვენი Apple მოწყობილობა და მიიღეთ ფასდაკლება ახალი Mac mini შეძენისას.
გამოგვყევით Instagram-ზე და არ გამოტოვოთ სიახლეები.
Mac mini რჩება მოწყობილობად, რომელსაც შესანიშნავი ფასის/ხარისხის თანაფარდობა აქვს, დაწყებული მხოლოდ 2 229 ლარიდან (საბაზო მოდელი). თუ გსურთ გადახვიდეთ macOS-ზე, გამოიკვლიოთ Apple Intelligence და უკვე გაქვთ ხარისხიანი აქსესუარები, ახალი Mac mini ნამდვილად ღირს ინვესტიციად. თუ გჭირდებათ ახალი აქსესუარები iSpace თქვენი უმთავრესი დანიშნულებაა. ჩვენ გთავაზობთ Magic Keyboard, Magic Trackpad და Magic Mouse-ს ორიგინალი გარანტიით.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.