მრავალწლიანი ჭორებისა და სპეკულაციების შემდეგ, 2021 წლის აპრილში Apple-მა წარმოგვიდგინა დიდი ხნის ნანატრი AirTag. მცირე ზომის, ღილაკის ფორმის ტრეკინგ მოწყობილობა, გამოიყენება ისეთ საგნებზე როგორიცაა გასაღები, საფულე და სხვა ყოველდღიური ნივთი თუ აქსესუარი.
AirTag–ის ადგილმდებარეობის შესამოწმებლად საკმარისია Bluetooth და Find My აპლიკაცია.
– რა ღირს AirTag?
AirTag–ის ფასია 129 ლარი, ხოლო ოთხი AirTag პაკეტის ღირებულება – 429 ლარი.
– რამდენად კომფორტულია ტარებისას?
AirTag–ის მცირე ზომა მის ტარებას აბსოლუტურად შეუმჩნეველს ხდის. AirTag ფორმა არაფრით განსხვავდება CR2032 ელემენტის ფორმისაგან, უფრო მეტიც სწორედ ამ ელემენტს იყენებს. ასეთი ფორმებიდან გამომდინარე, ნივთზე დასამაგრებლად AirTag საჭიროებს დამატებით აქსესუარს.

AirTag– ის დიამეტრი 1,26 ინჩს, ხოლო მისი სიმაღლეა 0,31 ინჩს შეადგენს. მისი წონა კი სულ რაღაც 11 გრამია.
– როგორ ვიყენებთ AirTag–ს?
AirTag–ის დამატება–მართვა ხორციელდება Find My აპლიკაციაში.
AirTag–ის დასამატებლად ჩართეთ Bluetooth და მიჰყევით მითითებულ ნაბიჯებს: Find My > Items > Add New Item. სხვა Apple მოწყობილობების მსგავსად, AirTag ნაჩვენებია რუქაზე Find My აპლიკაციაში.
– რა მოვიმოქმედო AirTag–ის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში?
AirTag–ის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში Find My ქსელი დაგეხმარებათ მოძებნაში. Find My ქსელში ჩართულია ასობით მილიონი iPhone, iPad და Mac მოწყობილობა, რაც საგრძნობლად ამარტივებს დაკარგული ტრეკერის მოძიებას. თუ რომელიმე მოწყობილობა აღმოაჩენს თქვენს AirTag–ს მის სიახლოვეს, ტრეკერის ადგილმდებარეობა პირდაპირ აისახება თქვენს რუქაზე.
თუ თქვენს AirTag–ს ვინმე აღმოაჩენს Lost Mode-ში, მოწყობილობა პირდაპირ გამოგიგზავნით შეტყობინებას. ასევე შესაძლებელია საკონტაქტო ინფორმაციის დამატებაც, რაც მპოვნელს საგრძნობლად გაუმარტივებს თქვენთან დაკავშირებას.

– რამდენად ზუსტია გეოლოკაცია?
გეოლოკაცია საკმაოდ ზუსტია, თუმცა გამორჩეულად მაღალი სიზუსტე აქვს iPhone 11 და iPhone 12 მოდელებს, რადგან ისინი აღჭურვილია U1 ჩიპით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს Precision Finding ფუნქციას, რომელიც იძლევა კონკრეტულ ინსტრუქციებს დაკარგულ AirTag–მდე მისასვლელად.

– როგორ ვიპოვოთ დაკარგული AirTag–ის მფლობელი?
დაკარგული AirTag-ის პოვნის შემთხვევაში დაასკანერეთ ის ნებისმიერი NFC-ით აღჭურვილი სმარტფონით და მიიღებთ მფლობელის საკონტაქტო ინფორმაციას. მუშაობს როგორც iPhone, ისე Android მოწყობილობებზე.
თუ გააქტიურებულია Lost Mode, AirTag ავტონომიურად მიაწვდის მფლობელს ინფორმაციას ადგილმდებარეობის შესახებ.
– როგორ მუშაობს AirTag–ის ელემენტი?
AirTag იყენებს შეცვლად CR2032 ელემენტს, რომლის ექსპლუატაციის ვადაც 1 წელს შეადგეს, რის შემდეგაც მიზანშეწონილია მისი შეცვლა. ელემენტის შეცვლა ძალიან მარტივია, უკანა პანელის მოსახსნელად დააწექით და დაატრიალეთ.

ელემენტი ავტომატურად გაცნობებთ თუ როდის არის მიზანშეწონილი მისი გამოცვლა.
– წყალგაუმტარია თუ არა?
AirTag–ს აქვს IP67 წყლისა და მტვრის წინააღმდეგობის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ ის უძლებს 1 მეტრამდე წყალში ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში (ლაბორატორიულ პირობებში). ეს ნიშნავს, რომ AirTag კარგად იკავებს წვიმის ან შემთხვევით დაღვრილი სითხის ზემოქმედებას.
– რა ლიმიტი აქვს Apple ID– ს?
თითოეული Apple ID შეიძლება ასოცირდეს 16 AirTag- თან, ასე რომ, ერთდროულად შეგიძლიათ გააკონტროლოთ 16 ერთეული.

– რამდენად დაცულია AirTag?
თითოეული AirTag უკავშირდება თქვენს Apple ID-ს და მას თვალყურს მხოლოდ თქვენ ადევნებთ. მონაცემები გეოლოკაციის შესახებ არ ინახება AirTag– ზე და მოწყობილობები, რომლებიც აღმოაჩენენ AirTag–ს რჩებიან ანონიმურად. ამ პროცესის ყოველი ნაბიჯი დაშიფრულია.
სხვა მოწყობილობის მიერ დაფიქსირებული დაკარგული AirTag აისახება თქვენს რუქაზე, თუმცა ვერ გაიგებთ მოწყობილობის მფლობელის ვინაობას. ასევე ვერც Apple ხედავს, თუ სად მდებარეობს AirTag.
– როგორ ავირიდოთ არასასურველი თრექინგი?
Apple–მა შექმნა უსაფრთხოების შეზღუდვები, რომლებიც მიზნად ისახავს AirTag–ის არასასურველი და ფარული თვალთვალის მიზნით გამოყენების თავიდან არიდებას.
AirTags–ს აქვს უნიკალური Bluetooth იდენტიფიკატორი, რომელიც საკმაოდ ხშირად ასკანერებს თქვენს გარემოცვას და გატყობინებთ თუ თქვენს სიახლოვეს არის აქტიური თრექინგ მოწყობილობა.
– შესაძლებელია თუ არა AirTag–ის გამოყენება ბავშვებზე ან შინაურ ცხოველებზე?
AirTag–ის შექმნის მიზანი ყოველდღიური აქსესუარებისა და ნივთების დაკარგვის თავიდან არიდებაა. მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისა თუ შინაური ცხოველების ადგილმდებარეობის დასადგენად.
ბავშვების ადგილმდებარეობის გასაგებად გირჩევთ Apple Watch-ს.
– რა აქსესუარებს შემოგვთავაზებთ AirTag–სთვის?
აქსესუარის არჩევანი დამოკიდებულია ნივთზე, უშუალოდ რისთვისაც შეიძინეთ AirTag – ტყავის საკიდი, გასაღების რგოლი და ა.შ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


