Apple მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მზად არის დაიცვას მომხმარებლების კონფიდენციალურობა. სწორედ ამიტომ ნერგავს და აუმჯობესებს უამრავ დაცვის მექანიზმს. თუმცა, კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ კომპიუტერების ტექნიკურად აღჭურვით. 

Apple თითოეული პროდუქტის შექმნისას ითვალისწინებს 4 პრინციპს:

1. მონაცემების მინიმალურად შეგროვება.

საიდუმლო არ არის, რომ ბევრი კომპანია მომხმარებლის ინფორმაციის გაყიდვით არის დაკავებული. Apple-თან ყველაფერი სხვაგვარადაა: კომპანია აგროვებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სერვისების ხარისხიანი მუშაობისა და ტრანზაქციების ეფექტურად დამუშავებისთვის. 

მაგალითად, ანგარიშის ინფორმაცია, საკონტაქტო ინფორმაცია, გადახდის დეტალები – ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთობთ Apple-თან. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რა მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენს შესახებ, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

2. მონაცემების დიდი ოდენობა მუშავდება პირდაპირ მოწყობილობაზე.

მონაცემების პირდაპირ თქვენს მოწყობილობაზე დასამუშავებლად, Apple გამუდმებით ქმნის ჩიპებს და აუმჯობესებს მანქანური სწავლების ალგორითმებს.

მაგალითად, ხმოვანი ასისტენტი Siri არ არის მიბმული Apple ID-თან და არ უზიარებს ინფორმაციას Apple-ს ან სხვა კომპანიებს. თქვენი ხმოვანი მოთხოვნები მუშავდება პირდაპირ მოწყობილობაზე – ეს შესაძლებელია ნეირონული ძრავის სისტემის წყალობით.

თუ Apple-ს სჭირდება მონაცემთა ნაწილის საკუთარ სერვერებზე გადაგზავნა (Siri-ს მუშაობის გასაუმჯობესებლად), ინფორმაციას ენიჭება შემთხვევითი იდენტიფიკატორები – ასოებისა და რიცხვების სტრიქონები, რომლებიც არ გადაეცემა მესამე მხარეს.

3. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი მონაცემების კონტროლი.

თქვენ შეგიძლიათ, მარტივად გაიგოთ, თუ როგორ იყენებს Apple თქვენს მონაცემებს. ასევე, შეგიძლიათ, ხელი შეუწყოთ ან შეუშალოთ ამის გაკეთებაში.

App Store-ის თითოეულ აპლიკაციის გვერდს აქვს განყოფილება, რომელიც განმარტავს ინფორმაციის დაცვის რა ტექნოლოგიებს იყენებს კონკრეტული პროგრამა. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ინფორმაციას აგროვებს ის (მათ შორის გეოლოკაცია, ბრაუზინგ ისტორია, კონტაქტები).

ინსტალაციის შემდეგ, Mac App Store-ის თითეული აპლიკაცია იზოლირებულია სისტემის ძირითადი შესაძლებლობებისგან, იქნება ეს კორპორატიული მონაცემები თუ სხვა აპლიკაციები. დამატებით ინფორმაციასთან და ფუნქციონალთან წვდომის მისაღებად თითოეული პროგრამა მოგთხოვთ ნებართვას.

ინტერნეტიდან აპლიკაციების უსაფრთხოდ ჩამოტვირთვისთვის MacOS იყენებს Gatekeeper ფუნქციას, რომელიც ამოწმებს პროგრამაში მავნე კოდების არსებობას და აღმოჩენის შემთხვევაში გატყობინებთ.

4. ჩაშენებული უსაფრთხოების მახასიათებლები.

Mac–ის ტექნიკური და პროგრამული მხარეები შექმნილია ისე, რომ შეავსონ ერთმანეთის მონაცემთა დაცვის შესაძლებლობები.

მაგალითად, კორპორატიულ მომხმარებლებს ხშირად უწევთ ინტერნეტ სერფინგი. ამის გაკეთების ყველაზე უსაფრთხო გზა ჩაშენებული Safari ბრაუზერის გამოყენებაა. ის გვაფრთხილებს პოტენციურად საშიში საიტებზე შესვლისას და ხელს უშლის გარე კომპანიებს/რეკლამის განმთავსებლებს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და მათ ქცევაზე თვალყურის დევნებაში.

ალბათ შეგიმჩნევიათ: მას შემდეგ რაც ინტერნეტში რაიმეს მოიძიებთ, დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ პროდუქტის რეკლამებს ხედავთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მესამე მხარის კომპანიები თვალყურს ადევნებენ თქვენს Cookie ფაილებს და პირდაპირ გიმიზნებენ რეკლამებს. Safari-ს აქვს ჩაშენებული ტრეკინგის პრევენცია, რომელიც მალავს თქვენს iP მისამართს ყოველგვარი ტრეკერისგან.

Apple-ის თითოეული აპლიკაცია აღჭურვილია მონაცემთა დაცვის ფუნქციებით. სისტემა დაცულია არაავტორიზებული წვდომისგან ისეთი ტექნოლოგიებით როგორიცაა: Touch ID, ორფაქტორიანი ავტორიზაცია და მონაცემთა დაცვა ონლაინ გადაგზავნისას.

macOS მხარს უჭერს WPA2 Enterprise, App Transport Security, Transport Layer Security (TLS) პროტოკოლებს და VPN–ს. მას ასევე აქვს ჩაშენებული firewall, რათა დაიცვას თქვენი Mac ქსელის წვდომისა და შეტევებისგან.

Find My აპის დაგეხმარებათ მონაცემების დისტანციურად დაცვაში თქვენი Mac–ის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაშიც. აპლიკაცია მოგაწვდით ინფორმაციას მოწყობილობის ამჟამინდელი ან/და ბოლო ნაცნობი ლოკაციის შესახებ რაც ზრდის მოწყობილობის პოვნის შანსებს.

მოწყობილობის ვერ დაბრუნების შემთხვევაში, შეგიძლიათ პერსონალური მონაცემების დისტანციურად წაშლა. Find My აპლიკაციას ასევე შეუძლია აქტივაციის ბლოკირება, რაც ნიშნავს, რომ თქვენი Apple ID-ს შეყვანის გარეშე შეუძლებელი იქნება მოწყობილობიდან მონაცემების წაშლა ან/და ხელახალი გააქტიურება.

ვერდიქტი?

Mac შექმნილია ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის მჭიდრო ინტეგრაციის პრინციპებით. უსაფრთხოების ფუნქციები მოიცავს ისეთ ქმედებებს როგორიცაა პროგრამების ჩამოტვირთვა, განახლებები და ასევე macOS-ის ყოვედღიური მუშაობა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს თქვენი კორპორატიული მონაცემების უსაფრთხოებას და მრავალშრიან დაცულობას.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *