iPhone-ების არაავტორიზებულ სერვის ცენტრებში შეკეთება აღარ არის მომგებიანი და შესაძლოა, რისკიანიც კი იყოს — Apple-მა განაახლა მოწყობილობის შეკეთების პოლიტიკა. iOS 18-ზე მომუშავე ყველა სმარტფონი ახლა აღჭურვილია Activation Lock-ით, ინსტრუმენტით, რომელიც ბლოკავს არაორიგინალ ნაწილებს. ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება მომხმარებლებზე და როგორ შეგიძლიათ თავი აარიდოთ არაორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებას.
როგორ იმოქმედებს iOS არაორიგინალი ნაწილის აღმოჩენისას?
მწარმოებელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოპარული სმარტფონების ნაწილების გამოყენებას. ამისთვის Apple-მა დანერგა Activation Lock — ფუნქცია, რომელიც არა მხოლოდ მოწყობილობას, არამედ მის კომპონენტებსაც აკავშირებს მომხმარებლის ანგარიშთან. თითოეულ ნაწილს აქვს უნიკალური სერიული ნომერი. ეს ახალი პოლიტიკა შეეხება iOS 18-ზე მომუშავე ყველა iPhone-ს.
რას იზამს Activation Lock, თუ აღმოაჩენს არაორიგინალ ნაწილს? მოწყობილობა მომხმარებელს მოსთხოვს იმ Apple ID-ის პაროლის შეყვანას, რომელიც დაკავშირებულია ნაწილების თავდაპირველ მოწყობილობასთან. თუ მომხმარებელს ამ პაროლის მიწოდება არ შეუძლია, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიბლოკოს. თუმცა, თავად ტელეფონი არ დაიბლოკება.
როგორ ავიცილოთ არაორიგინალი ნაწილების დაყენება?
არაავტორიზებული სერვის ცენტრები ხშირ შემთხვევაში არ გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ ტუ რა ნაწილებს იყენებენ ჩანაცვლებისას. ეს ნაწილები შესაძლოა იყოს არაორიგინალი, გამოყენებული ან უბრალოდ მოპარული iPhone-ის კომპონენტი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, როგორიცაა Apple-ის ცენტრები, იყენებენ ორიგინალ ნაწილებს.
ნაწილების დაბლოკვის თავიდან აცილებისა და მოწყობილობის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, საუკეთესო ვარიანტია ავტორიზებულ ცენტრში შეკეთება, მაგალითად, iSpace-ში.
გარდა ამისა, ავტორიზებულ ცენტრებში შეკეთებას აქვს დამატებითი უპირატესობა: საგარანტიო მომსახურება. მაგალითად, თუ წარმოების დეფექტს აღმოაჩენთ ერთ წელიწადში, iSpace-ის სერვისი ამ ნაწილს უფასოდ ჩაანაცვლებს, გარანტიის დაკარგვის გარეშე. ხოლო იმავე პრობლემით არაავტორიზებულ სერვის ცენტრში ვიზიტისას მოგიწევთ გადახდა და დარჩენილი გარანტიაც გაუქმდება.
iSpace — Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
მომხმარებლისთვის სარგებელი აშკარაა. iSpace-ის მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ Apple-ის პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტი, ხოლო ჩვენი ავტორიზებული სერვის ცენტრი მკაცრად იცავს მწარმოებლის სტანდარტებს.
თქვენი მოწყობილობა გარანტიის გარეშეა? არ არის პრობლემა. ნებისმიერი შეკეთება პროფესიონალურად შესრულდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ ორიგინალი ნაწილები, რაც იძლევა პრობლემების სრულად აღმოფხვრის გარანტიას.
დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, სერვისის ინჟინრები გაცნობებენ შეკეთების ვადებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სერტიფიცირებული ინჟინრების მომსახურება, რომლებიც სრულად ფლობენ Apple-ის პროდუქტების ტექნოლოგიას, იყენებენ პროფესიონალურ აღჭურვილობას და ხელსაწყოებს.
თითოეული მომსახურება გარანტიის ფარგლებში ხორციელდება. ამიტომ, როცა iSpace-ის სანდო ხელში ტოვებთ თქვენს iPhone-ს, სრულად ხართ დაცული და დარწმუნებული იქნებით სარემონტო მომსახურების ხარისხში.
სერვის ცენტრების მისამართები:
- სულხან ცინცაძე, 12
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.