Apple-ის ყოველწლიური საშემოდგომო პრეზენტაციის გარშემო ყოველთვის ბევრი ხმაურია. როგორც წესი, შემოდგომის ივენთზე კომპანია ახალ მოწყობილობებს წარმოგვიდგენს ხოლმე, რომლებიც თავის მხრივ ახალ სტანდარტებს აწესებენ ტექნოლოგიების სამყაროში. მომავალი ივენთის თარიღიც უკვე ცნობილია. დეტალებს გაეცანით აქ.

როდის ჩატარდება ახალი პრეზენტაცია?

შემოდგომის პრეზენტაცია ჩატარდება 2024 წლის 9 სექტემბერს. პრეზენტაცია დაიწყება 21:00 საათზე.

რას წარმოგვიდგენს Apple 2024 წლის პრეზენტაციაზე?

Apple-მა არ გაამჟღავნა დეტალები მომავალი ღონისძიების შესახებ. საინტერესოა, რომ პრეზენტაციის სლოგანია “It’s Glowtime”.

სად ვუყუროთ Apple-ის შემოდგომის პრეზენტაციას?

ივენთი კალიფორნიაში Apple-ის მთავარ ოფისში გაიმართება. ივენთის შესახებ ინფორმაციის თვალყურის დევნების საუკეთესო საშუალება ჩვენი iSpace Instagram არხია. ჩვენ შემოგთავაზებთ დროულ განახლებებს და ყველა ძირითადი განცხადების ანალიზს – დარწმუნდით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები.

Apple-ის შემოდგომის ივენთის ყურება შესაძლებელია Apple-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და YouTube არხზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *