სამშაბათს, 8 მარტს გამართულ Apple პრეზენტაციაზე, კომპანიამ წარმოგვიდგინა ისეთი სიახლეები როგორიცაა მესამე თაობის iPhone SE, M1 ჩიპის მქონე iPad Air 5 და სრულიად ახალი დესკტოპ კომპიუტერი Mac Studio ახალ Apple Studio Display-სთან ერთად. დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ Apple 8 მარტის ივენთის მიმოხილვას.
მწვანე iPhone 13
მიუხედავად იმისა, რომ iPhone 13 აღარ არის სიახლე, Apple–მა გამოიყენა შესაძლებლობა და 2021 წლის სმარტფონი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია. iPhone 13 სერიას დაემატა მწვანე ფერი.
iPhone 13 და iPhone 13 mini ახლა უკვე ხელმისაწვდომია საკმაოდ მუქ მწვანე ფერში, ხოლო iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max – შედარებით ღია ტონალობის მწვანეში(Alpine Green).
მე-3 თაობის iPhone SE A15 Bionic ჩიპით
Apple-მა დაანონსა მესამე თაობის iPhone SE. მოწყობილობამ შეინარჩუნა წინა სერიის დიზაინი Home ღილაკით, თუმცა მიიღო A15 Bionic ჩიპი, 5G მხარდაჭერა და გაუმჯობესებული კამერები.
გამოაცხადა დიდი ხნის ნანატრი მესამე თაობის iPhone SE. Apple-ის საწყისი დონის სმარტფონის მოდელის ახალი თაობა ინარჩუნებს iPhone-ის კლასიკურ დიზაინს Home ღილაკით. ახალი სმარტფონი აღჭურვილია უფრო მძლავრი A15 Bionic ჩიპით(რაც iPhone 13–ში), აქვს 5G მხარდაჭერა, გაუმჯობესებული კამერები და ბევრად უფრო გამძლე დამცავი მინა.
ახალი iPhone SE ელემენტი წინა თაობასთან შედარებით 2 საათით უფრო მეტს ძლებს. სმარტფონის გაუმჯობესებული 12 მეგაპიქსელიანი კამერა კი გვთავაზობს ისეთ განახლებებს როგორიცაა: Deep Fusion, Smart HDR და ფოტოგრაფიული სტილი.
უახლესი iPad Air 5 M1 ჩიპით
Apple-მა დაანონსა უახლესი iPad Air 5, რომელიც წინა თაობის A15 Bionic ჩიპიდან Apple Silicon-ზე გადავიდა. მოწყობილობამ შეინარჩუნა წინა თაობის დიზაინი, თუმცა დაემატა ორი ახალი ფერი: ვარდისფერი და Starlight.
iPad Air 5 დაახლოებით 50%-ით უფრო სწრაფია ვიდრე A15 Bionic და 70%-ით უფრო ძლიერი ვიდრე A14 Bionic iPad Air მოდელები.
iPad Air 5 ასევე გვთავაზობს გაუმჯობესებულ 12 მეგაპიქსელიან ფრონტალურ კამერას Center Stage ფუნქციით, UCB-C პორტს, რომელიც წინა მოდელთან შედარებით 2–ჯერ უფრო სწრაფია და 5G მხარდაჭერას.
M1 Ultra
Apple-მა დაანონსა ახალი ჩიპი სახელწოდებით M1 Ultra, რომელიც ყველაზე მძლავრ M1 Max-ზე უკეთეს პერფორმანსს გვთავაზობს.
ტექნიკური თვალსაზრისით, M1 Ultra არის ორი ერთმანეთთან დაკავშირებული M1 Max ჩიპი, რაც UltraFusion ტექნოლოგიის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
M1 Ultra–ს აქვს 20 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი (16 მაღალმწარმოებლური, 4 ენერგოეფექტური ბირთვი) და 64 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. უფრო მეტიც, Apple–ის თქმით ახალი ჩიპი 65%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე 16-ბირთვიანი დესკტოპ კომპიუტერი.
Mac Studio
Apple-მა ასევე შემოგვთავაზა ახალი დესკტოპ კომპიუტერი, სახელწოდებით Mac Studio, რომელიც ერთგვარი შუალედია Mac mini-ს და Mac Pro–ს შორის.
Mac Studio დიზაინი დაფუძნებულია Mac mini მოდელზე, თუმცა უფრო მაღალია და გვთავაზობს ბევრად უფრო მძლავრ აპარატურას და საგრძნობლად გაუმჯობესებულ გაგრილების სისტემას.
სტანდარტული ვერსია აღჭურვილია M1 Max ჩიპით – იგივე, რაც 2021 წლის MacBook Pro–ს მაღალი დონის მოდელებში გვხვდება. Mac Studio-ს მაღალი დონის ვერსია კი აღჭურვილია M1 Ultra ჩიპით.
ახალ Mac Studio-ს აქვს ოთხი Thunderbolt 4 პორტი, ორი USB-C პორტი, SD ბარათის წამკითხველი, 10GB Ethernet პორტი და 3.5Mm ყურსასმენის კონექტორი.
ასევე შესაძლებელია Mac Studio–ს კონფიგურიაცია – 128GB ოპერატიული მეხსიერება და 8TB SSD.
Apple Studio ეკრანი
Studio Display არის Apple-ის ახალი გარე მონიტორი, რომელიც Pro Display XDR სერიას შეუერთდა. Pro Display XDR–სგან განსხვავებით, რომელიც სუპერ პროფესიონალებისთვის არის შექმნილი, Studio Display გათვლილია მომხმარებლებზე, რომლებსაც სჭირდებათ ხარისხიანი ეკრანი სახლის/სამსახურის პირობებში გამოსაყენებლად.
Apple Studio Display-ს აქვს 27 ინჩიანი LCD პანელი 5K გარჩევადობით. მონიტორის ალუმინის კორპუსს აქვს თხელი ჩარჩოები და ინტეგრირებული სადგამი 30 გრადუსამდე დახრით. დახრისა და სიმაღლის რეგულირებადი სადგამი ასევე ხელმისაწვდომია როგორც დამატებითი შენაძენი.
Pro Display XDR-ისგან განსხვავებით, Apple Studio Display-ს აქვს ჩაშენებული 12 მეგაპიქსელიანი კამერა Center Stage მხარდაჭერით. ახალ ეკრანს ასევე აქვს სამი ჩაშენებული მიკროფონი და Dolby Atmos მხარდაჭერის მქონე ექვსი შიდა დინამიკი.
Studio Display ასევე აღჭურვილია სამი USB-C და ერთი Thunderbolt 4 პორტით ვიდეოსა და კვებისათვის.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.