Apple-მა WWDC23-ზე წარმოგვიდგინა Apple Vision Pro, რევოლუციური სივრცითი კომპიუტერი, რომელიც შეუფერხებლად აერთიანებს ციფრულ ქონთენთს ფიზიკურ სამყაროსთან. Vision Pro სცილდება ეკრანის ტრადიციულ საზღვრებს და წარმოგიდგენთ სრულად სამგანზომილებიან ინტერფეისს, რომელსაც აკონტროლებს ყველაზე ბუნებრივი და ინტუიციური საშუალებებით.
VisionOS მსოფლიოში პირველი სივრცითი ოპერაციული სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ციფრულ ქონთენთთან დაკავშირებაში, ზუსტად ისეთი გამოცდილებით როგორიცაა ფიზიკური შეხება.
Vision Pro-ის აქვს ულტრა მაღალი გარჩევადობის ეკრანის სისტემა, რომელიც აერთიანებს 23 მილიონ პიქსელს ორ ცალკეულ ეკრანზე და მორგებული Apple სილიკონი უნიკალური ორმაგი ჩიპით, რათა რეალურ დროში უზრუნველყოს უნაკლო გამოცდილება.
არაჩვეულებრივი გამოცდილება
Apple Vision Pro-ს ახალი განზომილება მოაქვს მძლავრ, პერსონალურ გამოთვლებში, ცვლის მომხმარებლის ურთიერთქმედებას საყვარელ აპებთან, აღბეჭდავს და აცოცხლებს მოგონებებს, გვაცნობს განსაცვიფრებელ სატელევიზიო შოუებს, ფილმებს და გვაკავშირებს სხვებთან FaceTime-ში.
უამრავი შესაძლებლობა როგორც სამსახურის ისე სახლის აპლიკაციებისთვის: visionOS-ს აქვს სამგანზომილებიანი ინტერფეისი, რომელიც ათავისუფლებს აპებს ეკრანის საზღვრებისგან, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გვერდიგვერდ გახსნა ნებისმიერი მასშტაბით. Apple Vision Pro-ს ასევე აქვს Magic Keyboard და Magic Trackpad მხარდაჭერა. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან სრულყოფილი სამუშაო სივრცე თავიანთი Mac-ის შესაძლებლობების Vision Pro-ში უსადენოდ მიერთებით.
განახლებული გართობის გამოცდილება: ორი ულტრა მაღალი გარჩევადობის დისპლეით, Apple Vision Pro-ს შეუძლია ნებისმიერი სივრცე გადააქციოს პერსონალურ კინოთეატრად, ეკრანით, რომელიც 30 მეტრის სიგანეზეა და გაფართოებული სივრცითი აუდიო სისტემით. Apple Immersive Video გვთავაზობს 180 გრადუსიანი მაღალი გარჩევადობის ჩანაწერებს Spatial Audio მხარდაჭერით.
საოცარი გარემო: Environments-ით, მომხმარებლის სამყარო შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური ოთახის განზომილებების მიღმა, დინამიური, ლამაზი პეიზაჟებით, რაც მათ დაეხმარება ფოკუსირებაში ან შეამცირებს არეულობას დატვირთულ სივრცეებში. ციფრული გვირგვინის გადახვევით მომხმარებელი მარტივად გააკონტროლებს გარემოს ინტენსივობას.
ცოცხალი მოგონებები: Apple-ის პირველი სამგანზომილებიანი კამერით Apple Vision Pro Spatial Audio-ს დახმარებით მომხმარებლებს საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ, გავაცოცხლოთ და ჩავეფლოთ საყვარელ მოგონებებში. ყოველი სივრცითი ფოტო და ვიდეო აბრუნებს მომხმარებლებს დროის გარკვეულ მომენტში, როგორიცაა დღესასწაული მეგობრებთან ერთად ან ოჯახური შეკრება.
სივრცითი FaceTime: Apple Vision Pro-ზე FaceTime ზარები იყენებს მომხმარებლის გარშემო არსებულ სივრცეს. საუბრის თითოეული მონაწილე ასახულია რეალური ზომებით(სივრცით აუდიოსთან ერთად). მომხმარებლები, რომლებიც ატარებენ Vision Pro-ს FaceTime ზარის დროს, აისახება როგორც Persona – მომხმარებლის ციფრული ვიზუალიზაცია, რომელიც რომელიც შექმნილია Apple-ის ყველაზე მოწინავე მანქანათმცოდნეობის გამოყენებით – რომელიც ასახავს სახის და ხელის მოძრაობებს რეალურ დროში.
კიდევ უფრო მეტი აპლიკაცია: Apple Vision Pro-ს აქვს სრულიად ახალი App Store, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ აპლიკაციები და კონტენტი დეველოპერებისგან და წვდომა მიიღონ ასობით და ათასობით ნაცნობ iPhone და iPad აპზე, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენ Vision Pro-ზეც.
რევოლუციური ოპერაციული სისტემა და მომხმარებლის ინტერფეისი
MacOS, iOS და iPadOS-ში ათწლეულების საინჟინრო ინოვაციების საფუძველზე აგებული visionOS შეიქმნა თავიდანვე სივრცითი გამოთვლის დაბალი შეყოვნების მოთხოვნების მხარდასაჭერად. შედეგი არის რევოლუციური ოპერაციული სისტემა, რომელიც აწვდის მძლავრ სივრცულ გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის გარშემო არსებული სივრცით, გახსნას ახალი შესაძლებლობები სამსახურში და სახლში.
visionOS აღჭურვილია სრულიად ახალი სამგანზომილებიანი ინტერფეისით, რომელიც ციფრულ კონტენტს მომხმარებლის ფიზიკურ სამყაროში ასახავს. ბუნებრივ შუქზე დინამიური რეაგირებით და ჩრდილების მიღებით, ის ეხმარება მომხმარებელს მასშტაბების და მანძილის გაზომვაში. მომხმარებლის ნავიგაციისა და სივრცით კონტენტთან ურთიერთქმედების გასააქტიურებლად, Apple Vision Pro წარმოგიდგენთ სრულიად ახალ შეყვანის სისტემას, რომელიც კონტროლდება ადამიანის თვალები, ხელებით და ხმით. მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ აპლიკაციები მათზე უბრალო შეხედვით, თითებით არჩევით მაჯაზე გადახვევით ან ხმის კარნახით.
Apple Vision Pro-ს ასევე აქვს EyeSight, არაჩვეულებრივი ინოვაცია, რომელიც მომხმარებლებს გარშემომყოფებთან კავშირში ყოფნას უწყობს ხელს. როდესაც ვუახლოვდებით ვინმეს, ვინც იყენებს Vision Pro-ს მოწყობილობა ამას გრძნობს და ეკრანი ხდება გამჭვირვალე, რათა გვაჩვენოს მომხმარებლის თვალები. სისტემა ასევე გვაძლევს ვიზუალურ მინიშნებებს, იმის შესახებ თუ რაზეა ორიენტირებული მომხამრებელი.
ულტრათანამედროვე დიზაინი
Apple Vision Pro ეფუძნება Apple-ის ინოვაციებს და გამოცდილებას მაღალი ხარისხის პროდუქტების დიზაინში, როგორიცაა Mac, iPhone და Apple Watch.
Apple Vision Pro აქვს გასაოცარი რაოდენობის ტექნოლოგია საკმაოდ კომპაქტურ დიზაინში. სამგანზომილებიანად ჩამოყალიბებული და ლამინირებული მინა გაპრიალებულია ოპტიკური ზედაპირის შესაქმნელად, რომელიც მოქმედებს როგორც ლინზა კამერებისა და სენსორების ფართო სპექტრისთვის.
მინა მოთავსებულია ალუმინის ჩარჩოში, რომელიც ნაზად ერგება მომხმარებლის სახეს. Light Seal დამზადებულია რბილი ტექსტილისგან და ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფორმებსა და ზომებში, ის ერგება მომხმარებლის სახეს მაქსიმალური კომფორტისთვის.
შეუდარებელი ინოვაცია აპარატურაში
Apple Vision Pro შექმნილია ფენომენალური გამოთვლებისათვის, რომელიც Apple-მა ყველაზე კომპაქტურ ფორმაში შემოგვთავაზა. Apple სილიკონის ჩიპზე აგებული ულტრა მაღალი გარჩევადობის დისპლეი იყენებს მიკრო OLED ტექნოლოგიას 23 მილიონი პიქსელის ორ ეკრანში. თითოეული ფართო ფერებითა და მაღალი დინამიური დიაპაზონით.
მოწინავე სივრცითი აუდიო სისტემა არის Apple Vision Pro გამოცდილების ძირითადი ნაწილი, რომელიც ქმნის განცდას, რომ ხმები ისმის მომხმარებლის გარშემო არსებული გარემოდან და შეესაბამება ხმას სივრცეში. ორი ინდივიდუალურად გაძლიერებული დრაივერი თითოეულ აუდიო პოდში აწვდის პერსონალიზებულ სივრცულ აუდიოს მომხმარებლის თავისა და ყურის გეომეტრიის გათვალსიწინებით.
დისპლეის და მოწინავე აუდიო გამოცდილების გარდა, უდნა აღინიშნოს მაღალი ხარისხის თვალის თრექინგის სისტემა, რომელიც იყენებს მაღალსიჩქარიან კამერებს და LED-ების რგოლს, რომლებიც ასახავს უხილავი სინათლის ნიმუშებს მომხმარებლის თვალებზე საპასუხო, ინტუიციური შეყვანისთვის.
ეს ინოვაციები იკვებება Apple-ის სილიკონით უნიკალური ორმაგი ჩიპით/ M2 უზრუნველყოფს შეუდარებელ დამოუკიდებელ შესრულებას, ხოლო სრულიად ახალი R1 ჩიპი ამუშავებს 12 კამერას, ხუთ სენსორსა და ექვს მიკროფონს. R1 გადასცემს გამოსახულებებს ეკრანებზე 12 მილიწამში – 8-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე თვალის დახამხამება. Apple Vision Pro-ს გამოყენება შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში, თუ ის დაერთებულია დენის წყაროზე და 2 საათი თუ იყენებთ უკაბელოდ.
ინდუსტრიის ლიდერი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
Apple Vision Pro აგებულია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უმაღლესი მოთხოვნების გათვალისწინებით და მომხმარებლებს უნარჩუნებს კონტროლს მათ მონაცემებზე.
Optic ID არის ახალი უსაფრთხო ავთენტიფიკაციის სისტემა, რომელიც აანალიზებს მომხმარებლის თვალის გუგას სხვადასხვა უხილავი LED სინათლის ზემოქმედებით და შემდეგ ადარებს მას რეგისტრირებულ Optic ID მონაცემებს, რომლებიც დაცულია Secure Enclave-ით, რათა მყისიერად განბლოკოს Apple Vision Pro. მომხმარებლის Optic ID მონაცემები სრულად არის დაშიფრული, მიუწვდომელია აპებისთვის და არასოდეს ტოვებს მოწყობილობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ინახება Apple სერვერებზე.
Apple Vision Pro-ში ნავიგაციისას კონფიდენციალურია თვალის მიდევნების ინფორმაცია და არ ზიარდება Apple-თან, მესამე მხარის აპებთან ან ვებსაიტებთან. გარდა ამისა, კამერისა და სხვა სენსორების მონაცემები მუშავდება სისტემის დონეზე, ამიტომ ცალკეულ აპებს არ სჭირდებათ მომხმარებლის გარემოს დანახვა სივრცითი გამოცდილების გასააქტიურებლად.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.