iOS 15.4 და watchOS 8.5-ის გამოსვლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა Apple Watch–ის აღდგენა iPhone-ის გამოყენებით.
განახლებებამდე Apple Watch-ის აღსადგენად საჭირო იყო მისი სერვის ცენტრში მიტანა. უახლესი სისტემების წყალობით კი Apple Watch–ის აღდგენა iPhone-ის გამოყენებით არის შესაძლებელი.
აღდგენის პროცესის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ iPhone განბლოკილია, განახლებულია iOS 15.4-მდე (Settings > General > Software Update), დაკავშირებულია Wi-Fi-სთან და ჩართული აქვს Bluetooth.
- iPhone და Apple Watch მოათავსეთ ერთმანეთის სიახლოვეს;
- შეაერთეთ Apple Watch დამტენზე;
- ორჯერ დააწკაპუნეთ Apple Watch-ის გვერდით ღილაკზე ციფრული გვირგვინის ქვემოთ;
- მიჰყევით ნაბიჯებს, რომლებიც გამოჩნდება თქვენს iPhone-ზე.
! თუ მითითებები შედეგს არ გამოიღებს, შეამოწმეთ თქვენი Wi-Fi კავშირი – Apple გვირჩევს, ვცადოთ 2.4GHz ქსელი 5GHz–ს ნაცვლად. ასევე რეკომენდებულია, თავიდან ავირიდოთ 802.1X ან ე.წ. Captive Wi-Fi ქსელები, რომლებიც სასტუმროებსა და მსგავს დაწესებულებებში გვხვდება.
! თუ Apple Watch–ის ეკრანზე ხედავთ წითელ ძახილის ნიშანს, ორჯერ დააჭირეთ გვერდით ღილაკს და შეასრულეთ ზემოთ მითითებული ნაბიჯები. თუ ძახილის ნიშანი არ გაქრა, Apple გირჩევთ, მიმართოთ ავტორიზებულ სერვის ცენტრს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.