Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა WWDC 2022 ღონისძიების და კონფერენციის თარიღები. ივენთი სრულად ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
წლევანდელი WWDC-სგან მოსალოდნელია სიახლეები ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებით: iOS 16, watchOS 9 და macOS 13.
WWDC 2022 უკვე ოფიციალურად დაანონსდა!
რას უნდა ველოდოთ WWDC 2022-ზე Apple–ის თანახმად:
“Apple-მა 5 აპრილს გამოაცხადა, რომ ყოველწლიურ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციას (WWDC) ონლაინ ფორმატში 6-დან 10 ივნისამდე ჩაატარებს, ყველა დეველოპერისთვის დასწრება უფასოა. ბოლო ორი წლის ვირტუალური ივენთების წარმატებების გათვალისწინებით, WWDC22 წარმოგვიდგენს ინოვაციებს iOS, iPadOS, macOS, watchOS და tvOS-ში, ხოლო დეველოპერებს მისცემს წვდომას Apple ინჟინრებსა და ტექნოლოგიებზე. ეს ყველაფერი დეველოპერებს ინოვაციური აპლიკაციებისა და ინტერაქტიული გამოცდილებების შექმნაში შეუწყობს ხელს.”
საუბრობს სიუზან პრესკოტი, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო დეველოპერული ურთიერთობების, წარმოებისა და განათლების მარკეტინგის მიმართულებით. პრესკოტმა ასევე დაამატა:
“WWDC ყოველთვის ასრულებდა ერთგვარი ფორუმის დანიშნულებას კავშირების დასამყარებლად. სწორედ აქედან გამომდინარე, WWDC22 იწვევს დეველოპერებს მთელი მსოფლიოდან, რათა თავიანთ საუკეთესო იდეები ხორცი შეასხან. ჩვენ გვიყვარს ჩვენს დეველოპერებთან მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ ივენთის არცერთი მონაწილე არ დარჩება გულგრილი და მიიღებს ენერგიულ გამოცდილებას.”
“სრულად ონლაინ” ჰედლაინის მიუხედავად, Apple ასევე აცხადებს, რომ WWDC 2022 მოიცავს offline კომპონენტს:
“ონლაინ კონფერენციის გარდა, 6 ივნისს Apple ჩაატარებს სპეციალურ შეხვედრას დეველოპერებისა და სტუდენტებისთვის Apple Park-ში. მოწვეულები ონლაინ საზოგადოებასთან ერთად უყურებენ და მოუსმენენ keynote და State of Union ვიდეოებს.”
Apple ასევე დასძენს, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და დეტალები დასწრების შესახებ მალე განთავსდება Apple Developer ვებსაიტზე და აპლიკაციაში.
Apple–ის თქმით ბოლო ორი წლის ვირტუალურ ღონისძიებებთან შედარებით, WWDC22 შემოგვთავაზებს მეტ საინფორმაციო სესიას, გაუმჯობესებულ სასწავლო ვორქშოფებს და უფრო ლოკალიზებულ კონტენტს. ეს ყველაფერი WWDC22–ს ჭეშმარიტად გლობალურ მოვლენად აქცევს.
რას უნდა ველოდოთ?
WWDC 2022 მოიცავს Apple’s State of Union და Apple Design Award ღონისძიებებს, ონლაინ სესიებს, დეველოპერების ვორქშოფებს, Apple ინჟინრებთან და დიზაინერებთან შეხვედრებს და ა.შ.
ჩვეულებისამებრ, ჩვენ ველით, რომ WWDC-ზე დიდი ყურადღება მიექცევა პროგრამულ პლატფორმებს: iOS 16, iPadOS 16, watchOS 9, macOS 13 და tvOS 16. Apple დიდი ალბათობით ასევე ჩაუშვებს ამ ოპერაციული სისტემების დეველოპერების ბეტა ვერსიებსაც.
Apple აცხადებს, რომ გააზიარებს დამატებით ინფორმაციას WWDC22-მდე Apple Developer აპლიკაციის საშუალებით, Apple Developer ვებსაიტზე და ელექტრონული ფოსტით. სიახლეებს აუცილებლად შემოგთავაზებთ iSpace-ზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.