Bang & Olufsen აუდიო და ვიდეო სისტემების, აგრეთვე Hi-End რადიო აპარატურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც თითქმის საუკუნოვან ისტორიას ითვლის. საკულტო ბრენდისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ტექნოლოგიური ინოვაცია, ისე უნიკალური დიზაინი და შეუდარებელი ხარისხი.
თუ ბრენდის მოყვარული ხართ, თქვენთვის კარგი ამბები გვაქვს. iSpace-ის მაღაზიათა ქსელში მოქმედებს სპეციალური აქცია Bang & Olufsen–ის პროდუქციაზე.
აქცია გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. აპარატურის სპეციალურ ფასად შესაძენად გადახდის პირველივე საფეხურზე შესაბამის ველში შეიყვანეთ პრომო კოდი AudioBang.
Beoplay Е8 2.0
ეს კონკრეტული უსადენო ყურსასმენი უნივერსალური არჩევანია. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი აქტივობისას. ერთი შეხედვით ყურსასმენი მასიურად გამოიყურება, თუმცა იმდენად მსუბუქია, რომ ტარებისას საერთოდ დაგავიწყდებათ მისი არსებობა.
Beoplay E8 დღესდღეობით Bang and Olufsen-ის ერთ–ერთი ყველაზე კომფორტული ყურსასმენია. მისი დიზაინი იმდენად მრავალმხრივია, რომ ერგება ნებისმიერი ფორმისა თუ ზომის ყურს.
ყურსასმენი გვთავაზობს საოცარ ჟღერადობას და რაც მთავარია არასდროს განიმუხტება უადგილოდ. Beoplay E8–ის ელემენტი და დამტენი ქეისი ჯამში 16 საათიან სამუშაო დროს უზრუნველყოფენ.
Beoplay H9 3 Gen
მე-3 თაობის Bioplay H9 უსადენო ყურსასმენი გვთავაზობს ისეთ ტექნოლოგიებსა და ფუნქციებს როგორებიცაა: აქტიური ხმაურის გაუქმება, სენსორული კონტროლი და ვირტუალური ასისტენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენების უფრო დეტალური გაცნობის დროსაც კი, მხოლოდ მათი ხელში აღებით, მაშინვე ცხადი ხდება, რომ წარმოუდგენელი პროდუქტი თქვენს თვალწინ არის.
Beoplay H9 დამზადებულია პრემიუმ მასალისგან, რომლის წყალობითაც ყურსასმენი დიდხანს ინარჩუნებს ვიზუალურ პრეზენტაბელურობას.
Beoplay H9 ერთჯერადი სრული მუხტით 25 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს.
Beosound A1 2 Gen
სუპერ–კომფორტული უსადენო დინამიკი სრულიად წყალგაუმტარია, არ ანიშებს ქვიშა მცირე სიმაღლიდან ვარდნაც კი, რაც მას იდეალურ ქალაქგარე კომპანიონად აქცევს. დინამიკში ასევე გათვალისწინებულია ინტეგრირებული ხმის ასისტენტი და სპიკერ–ტელეფონი.
წინა თაობასთან შედარებით, მეორე თაობის Beosound A1 გამოირჩევა საოცარი ხმით, რაც Bluetooth მხარდაჭერით არის განპირობებული. ასევე გაიზარდა მისი ავტონომიური მუშაობის დრო, რამაც 18 საათამდე მიაღწია.
დინამიკს საკმაოდ მაღალი და მკაფიო ჟღერადობა აქვს. თუ დინამიკის ხმა თქვენთვის არასაკმარისად მაღალია, შესაძლებელია მისი დაწყვილება იმავე მოდელისა და სერიის დინამიკთან.
Beosound Level
ეს ელეგანტური მოწყობილობა, რომელიც ერთი შეხედვით რადიო მიმღებს მოგვაგონებს არის პორტატული Wi-Fi დინამიკი. მას აქვს ადაპტირებადი აკუსტიკა: ეს ნიშნავს რომ ხმა დამოკიდებულია სივრცეზე სადაც მას განათავსებთ.
დინამიკის განთავსება შეიძლება მაგიდაზე, წიგნის თაროზე, კომოდზე ან სულაც კედელზე. ადგილის მიუხედავად დინამიკის ხმა საოცრად მკაფიო და სასიამოვნო მოსასმენია.
დინამიკის ერთი სრული მუხტი 16 საათამდე სამუშაო დროს უზრუნველყოფს.
Beoplay M3
Bang & Olufsen-ის გამორჩეული მინიმალისტური დიზაინის მქონე კიდევ ერთი ულტრა–მძლავრი დინამიკი, რომელიც მუშაობს როგორც ავტონომიურად, ისე სინქრონში.
პრემიუმ მასალით შექმნილი კომპაქტური და ულტრა–მძლავრი Multiroom დინამიკი თქვენს სახლს საოცრად მდიდარი და ავთენტური ხმით შეავსებს.
ისიამოვნეთ დინამიკის გამორჩეულად ბუნებრივი ჟღერადობით, რომელიც მხოლოდ Bang & Olufsen-ის პროდუქციისათვის არის დამახასიათებელი.
Beolit 20
თუ თქვენი პრიორიტეტია სუპერ–რეალისტური და იდეალურად დაბალანსებული ჟღერადობა, აირჩიეთ Beolit 20 პორტატული დინამიკი.
სპიკერი დამზადებულია გამძლე, მაგრამ მსუბუქი ანოდიზირებული ალუმინისგან და აქვს ტყავის სამაჯური, რაც მის გადაადგილებას ძალიან ამარტივებს.
დინამიკის ავტონომიურად მუშაობის საშუალო ხანგრძლივობა 8 საათს შეადგენს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დინამიკს აქვს უსადენო დამუხტვის და Qi-თავსებადი მოწყობილობების მხარდაჭერა.
BeoSound 2
ექსტრაორდინალური გემოვნების მქონეებისათვის B&O კატალოგში შეტანილია ისეთი პროდუქტი როგორიცაა BeoSound 2. დინამიკის დიზაინი იდეალურად ერწყმის როგორც სახლის, ისე სამუშაო სივრცის ინტერიერს.
ეს პორტატული ჭკვიანი დინამიკი დამზადებულია კონუსის გარშემოწერილობის გარშემო არსებული პერფორირებული გრილის მქონე სპეციალური ალუმინისგან. ამის წყალობით, დინამიკი საერთოდ არ ვიბრირებს და გამოსცემს საოცრად სუფთა, მძლავრ და რაც მთავარია მაღალი დიაპაზონის ხმას.
ამას გარდა, BeoSound 2 ინტეგრირდება ისეთ პოპულარულ სერვისებთან, როგორიცაა: Google Chromecast, Deezer და TuneIn. დინამიკის გაკონტროლება კი ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ აქცია გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. აპარატურის სპეციალურ ფასად შესაძენად გადახდის პირველივე საფეხურზე შესაბამის ველში შეიყვანეთ პრომო კოდი AudioBang.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.