ხმასთან მუშაობა ყოველთვის ითვლებოდა iPad–ის ძლიერ მხარედ, რაც შესაძლებელი გახადა როგორც მაღალი ხარისხის ხმამ და ჟღერადობამ, ისე მომხმარებლის მოქმედებებსა და მოწყობილობის რეაგირებას შორის შეფერხების არარსებობამ. iPad-ს ირჩევენ პროფესიონალი მუსიკოსები, არანჟირებაზე მომუშავე პროფესიონალები და არა მხოლოდ.

◉ GarageBand

Apple Music Studio, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვირტუალურ და რეალურ ინსტრუმენტებთან მუშაობის შესაძლებლობას, ისე ვოკალურ მხარეს.

◉ Cubasis

ერთ-ერთი უსწრაფესი ციფრული აუდიოზე სამუშაო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Apple მობილური მოწყობილობებისთვის.

◉ AudioShare

სპეციალური ფაილ მენეჯერი, შექმნილი ხმოვან მონაცემებთან მუშაობისთვის, რომელიც სავსეა იმპორტ–ექსპორტისთვის განკუთვნილი საინტერესო ფუნქციონალით.

◉ AUM

მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც არის მიქსერი, ჩამწერი და ასევე კერა Apple–ის აპარატებს შორის კომუნიკაციისთვის.

◉ Audiobus

პროგრამა, რომელიც იძლევა რამდენიმე მუსიკალური პროგრამის გაერთიანების შესაძლებლობას კონკრეტულ ტრეკთან მუშაობისთვის.

◉ BeatMaker

მძლავრი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია MIDI კლავიატურაზე, ნიმუშების შთამბეჭდავი მოცულობით და მოქნილი რედაქტირების ფუნქციონალით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *