თუ თქვენ iPhone-ის მომხმარებელი ხართ დიდი ალბათობით თქვენი პატარისთვისაც iPhone-ს შეოძენთ. თუმცა სმარტფონის ბავშვისთვის გადაცემამდე მნიშვნელოვანია მისი კონფიგურაცია და არასასურველი ქონთენთის წინასწარი დაბლოკვა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა დავბლოკოთ არასასურველი საიტები:
– გახსენით “Settings”;
– გადადით “Screen Time” სექციაში;
– შეეხეთ ღილაკს “Enable Screen Time”;
– წაიკითხეთ ძირითადი ინფორმაცია ფუნქციის შესახებ და შეეხეთ ღილაკს “Next”;
– როდესაც სმარტფონი გკითხავთ “Is this iPhone for you or for your child?” აირჩიეთ “This is my child’s iPhone”;
– მიუთითეთ და დაადასტურეთ Screen Time წვდომის პაროლი;
– გახსენით “Content & Privacy Restrictions” და აირჩიეთ “Content Restrictions”;
– გახსენით “Web Content” და აირჩიეთ “Limit Adult Websites”.
ბოლო ეტაპზე, თქვენ ასევე შეგიძლიათ უფრო მასშტაბური შეზღუდვის აირჩევა – “Allowed Websites Only”. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ შექმნათ იმ გვერდების სია, რომლის მონახულებასაც შეძლებს ბავშვი. სხვა საიტებზე წვდომა შეუძლებელი იქნება საიდუმლო პაროლის გარეშე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.