ყველა ოცნებობს ნაძვის ხის ქვეშ მოთავსებულ საჩუქარზე Apple–ის ლოგოს დანახვას. ასეთი საჩუქარი კი განსაკუთრებით ახარებს შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს: ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს, დიზაინერებს, მხატვრებს, მწერლებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ სასაჩუქრე იდეების მოკლე და პრაქტიკული ჩამონათვალი, რომელიც ნებისმიერ ბიუჯეტს ითვალისწინებს.

რა ვაჩუქოთ შემოქმედებით ადამიანს?

MacBook Pro.

თუ ფიქრობთ ლეპტოპის შეძენაზე, ჩვენი რჩევაა აირჩიოთ საუკეთესო თავის კლასში – MacBook Pro Series.

ახალი თაობის ლეპტოპები უპრეცედენტოდ და აბსურდულად მძლავრ პროცესორებზე მუშაობენ. M1 Max, M1 Pro და M1 ჩიპების წყალობით მოწყობილობები უბრალოდ დაფრინავენ. 

ისინი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდებიან ისეთ ტექნიკურად რთულ და ინტენსიური დატვირთვის მქონე დავალებებს როგორიცაა: გამოსახულების დამუშავება, ვიდეო რედაქტირება, ვიდეო რენდერი, 3D მოდელირება და ა.შ.

აქსესუარები

გარე ვინჩესტერი – თუ მოწყობილობაზე არ არის საკმარისი თავისუფალი ადგილი და მოუხერხებელია ფაილების ღრუბელში შენახვა, გარე ვინჩესტერი ნამდვილად კარგი არჩევანია.

ადაპტერები– ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უარი თქვას დამატებით პორტებზე. სხვა მოწყობილობების და მეხსიერების ბარათების დაკავშირება, ნამდვილად პრაქტიკულია.

რა ვაჩუქოთ შემოქმედებით ადამიანს?

iMac.

iMac ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი, მძლავრი და შეიძლება ითქვას ვიზუალურად ყველაზე ეფექტური კომპიუტერია ბაზარზე.

8 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორის დახმარებით დაარედაქტირებთ 4K / 8K ვიდეოს, დაამუშავებთ ფოტოებს და გამოიყენებთ რთულ ფილტრებს – სისტემა უმარტივესად უმკლავდება ნებისმიერ დატვირთვას.

მოწყობილობას აქვს 24 ინჩიანი Retina 4.5K ეკრანი 11.3 მილიონი პიქსელით და 500 ნიტიანი სიკაშკაშით, სტუდიური ხარისხის მიკროფონები, 6 დინამიკიანი ხმის სისტემია და 1080p FaceTime HD კამერა.

რა ვაჩუქოთ შემოქმედებით ადამიანს?

Mac mini.

Mac mini Apple-ის ყველაზე ბიუჯეტური მოდელია, რომელიც M1 ჩიპსეტით იკვებება.

Mac mini აღჭურვილია 8 ბირთვიანი პროცესორით: 4 მაღალმწარმოებლური და 4 ენერგოეფექტური ბირთვით. ასევე 8 ბირთვიანი GPU და 16 ბირთვიანი ნეირონული ძრავით. 

კომპიუტერს აქვს ორი სწრაფი Thunderbolt 3 / USB 4 პორტი, ორი USB-A პორტი, HDMI 2.0 პორტი, 3.5 მმ ყურსასმენის ჯეკი, Wi-Fi 6 გიგაბიტიანი Ethernet და Bluetooth 5.0.

რა ვაჩუქოთ შემოქმედებით ადამიანს?

iPad Pro.

2021 წლის iPad Pro სერიოზულ კონკურენციას უწევს Apple MacBook-ებს – M1 ჩიპსეტი, 12 მეგაპიქსელიანი კამერა, 4 დინამიკი და 5 მიკროფონი. ეს ყველაფერი საკმარისია პრემიუმ ხარისხის კონტენტის შესაქმნელად.

12.9 ინჩიანი მოდელის Liquid Retina XDR ეკრანი იგივეა, რაც Apple Pro Display XDR-ზე.

11 ინჩიან მოდელს კი ელემენტის იგივე მოცულობა აქვს, როგორც iPad Pro 12.9”. ერთი სრული მუხტით მოწყობილობა 10 საათამდე სამუშაო დროს უზრუნველყოფს.

აქსესუარები

ეკრანის დამცავი – ჩვენს კატალოგში იპოვით ეკრანის დამცავი ფირების საკმაოდ დიდ არჩევანს.

რა ვაჩუქოთ შემოქმედებით ადამიანს?

iPhone.

ყველაზე პოპულარული საახალწლო საჩუქარი რა თქმა უნდა iPhone-ია.

iPhone 12 ჯერ ისევ მძლავრი სმარტფონია და კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს აქტუალობას – A14 Bionic პროცესორი, Super Retina XDR ეკრანი, 12 მეგაპიქსელიანი კამერების სისტემა, ღამის რეჟიმი, Dolby Vision და კიდევ უამრავი საინტერესო და პრაქტიკული ფუნქცია.

iPhone-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი iPhone 13 Pro Max ნამდვილად სრულყოფილი მოწყობილობაა. მისი დახმარებით წამებში შეასრულებთ ნებისმიერი სირთულის და დატვირთვის მქონე დავალებას – iPhone 13 Pro Max-ის შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა.

აქსესუარები

Apple AirPods – თუ თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს ჯერ არ გაქვთ უსადენო ყურსასმენები, AirPods საუკეთესო არჩევანი იქნება iPhone-თან დასაწყვილებლად.

პორტატული დინამიკები – სმარტფონის ხმის მოცულობა ყოველთვის არ არის საკმარისი მუსიკით მაქსიმალურად სიამოვნებისთვის. ჩვენს კატალოგში ნახავთ თანამედროვე პორტატული დინამიკების საკმაოდ დიდ არჩევანს.

რა ვაჩუქოთ შემოქმედებით ადამიანს?

AirPods.

AirPods 2 სულ რაღაც 4 გრამს იწონის, რაც მათ ტარებას თითქმის შეუმჩნეველს ხდის. ეს არის ულტრა–კომპაქტური ყურსასმენები სენსორული კონტროლით და უსადენო დამუხტვის ფუნქციონალით.

ასევე საინტერესო არჩევანია AirPods 3rd Gen, რომელიც კომფორტულად და უსაფრთხოდ ჯდება ყურის ნიჟარაში.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა აღჭურვილია დინამიური დრაივერით, რომელიც აძლიერებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას ანიჭებს ხმას.

AirPods 3 აღჭურვილია ადაპტირებადი ექვალაიზერით, სივრცითი აუდიოს მხარდაჭერით და აქვს IPX4 დაცვა.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *