2022 წლის Apple Watch-ის ხაზი დიდ ცვლილებებს გვათავაზობს, თუმცა ძირითადი სიახლე მაინც Ultra მოდელია. როგორც ვიცით Apple Watch ყოველწლიურ სიახლეებში არ ხვდება, სწორედ ამიტომ დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ და შევადარებთ Apple Smart Watch-ის უახლეს და შედარებით ძველ მოდელებს.

პროცესორი, მეხსიერება და სხვა

გასულ წელს Apple-მა Series 7-ში გამოიყენა იგივე 64-ბიტიანი ორბირთვიანი პროცესორი (S6), რომელიც Series 6-ში გვხვდებოდა, თუმცა შემოგვთავაზა განახლებული S7 სახელით.

წლევანდელი Apple Watch Ultra და Series 8 გვთავაზობს S8 SiP 64-ბიტიანი ორბირთვიან პროცესორს, რომელიც თითქმის არ განსხვავდება წინა სერიის S7 და S6 პროცესორებისაგან.

მიუხედავად ამისა, ახალი სერიის სმარტ საათები საგრძნობლად უფრო სწრაფია დავალებების შესრულებისას. Apple-ის თქმით, S8 პროცესორი 20% უფრო სწრაფი ვიდრე S5.

თუ თქვენ გადმოდიხართ Series 3 ან 4-დან Ultra-ზე, Series 8 ან SE gen 2-ზე, კიდევ ერთი უპირატესობა მეხსიერების 32 გბ-მდე გაზრდაა.

 UltraSeries 8SE 276SE 1
SiP/ProcessorS8 SiP 64-bit dual-core processorS8 SiP 64-bit dual-core processorS8 SiP 64-bit dual-core processorS7 SiP 64-bit dual-core processorS6 SiP 64-bit dual-core processorS5 SiP 64-bit dual-core processor
U1 (ultra wideband)
Bluetooth5.35.35.35.05.05.0
Storage32GB32GB32GB32GB32GB32GB

კიდევ ერთი განსხვავება Apple Watch Ultra/Series 8-სა და SE 2-ს შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი არ გვთავაზობს U1 ultra wideband ჩიპს, რომლის შესახებაც შემდეგ ბლოგში აუცილებლად დაწვრილებით მოგიყვებით.

ქეისი და ეკრანი

Apple Watch Ultra-ს Apple-ის ყველაზე დიდი კორპუსი და 49 მმ ეკრანი აქვს – 410 x 502 გაფართოებით, რომელიც გვთავაზობს 1164 კვ/მმ-ს. Apple-ის თქმით, Ultra-ს ეკრანი 27%-ით დიდია Series 4-6/SE ეკრანებთან შედარებით.

ამავდროულად, Apple Watch Series 8 გვთავაზობს იგივე პროპორციებს, როგორიც Apple Watch Series 7-ში გვხვდება – ეს არის 45 და 41 მმ კორპუსები და დიდი ეკრანი, რომელიც 20%-ით დიდია Series 4-6/SE-ზე და 50%-ით უფრო დიდი ვიდრე Series 3 ეკრანი.

 UltraSeries 8SE 276SE 1
ქეისის ზომა49მმ45/41მმ44/40მმ45/41მმ44/40მმ44/40მმ
ეკრანის ზომა410 x 502 პიქსელი, 1164 კვ/მმ396 x 484 პიქსელი, 1143 კვ/მმ (45მმ მოდელი)368 x 448 პიქსელი, 977 კვ/მმ (44მმ მოდელი)396 x 484 პიქსელი, 1143 კვ/მმ (45მმ მოდელი)368 x 448 პიქსელი, 977 კვ/მმ (44 მმ მოდელი)368 x 448 პიქსელი, 977 კვ/მმ (44 მმ მოდელი)
სიკაშკაშე2,000 ნიტი1,000 ნიტი1,000 ნიტი1,000 ნიტი1,000 ნიტი1,0000 ნიტი
Always-on display
საფირის კრისტალის ფრონტალური ზედაპირიფოლადის მოდელზე კი, ალუმინის მოდელზე არაფოლადის მოდელზე კი, ალუმინის მოდელზე არაფოლადის მოდელზე კი, ალუმინის მოდელზე არა

Apple Watch SE 2nd gen-ს აქვს იგივე 44 ან 40 მმ კორპუსის ვარიანტები და ეკრანის ზომა, როგორც SE 1, Series 6 და უფრო ძველ მოდელებს.

ელემენტის ხანგრძლივობა და დამუხტვა

Apple Watch Ultra-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესომა მისი ელემენტია, ყველაზე ავტონომიურია Apple Watch-ის ისტორიაში. ერთი სრული მუხტით Apple Watch Ultra 36 საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს (ქეისით) და 60 საათამდე სამუშაო ენერგიის დაზოგვის რეჟიმში (სპეციალური Ultra Low Power რეჟიმი მალე გახდება ხელმისაწვდომი).

ასევე აღსანიშნავია, რომ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ასევე დაემატება Apple Watch Series 4 და მომდევნო მოდელებს, რაც გააორმაგებს ამ მოდელების ელემენტის ავტონომიურობას 18-დან 36 საათამდე.

 UltraSeries 8SE 276SE 1
ელემენტის ავტონომიურობა – სტანდარტული36 საათი18 საათი18 საათი18 საათი18 საათი18 საათი
ელემენტის ავტონომიურობა – ენერგიის დაზოგვის რეჟიმში60 საათი36 საათი36 საათი36 საათი36 საათი36 საათი
დამუხტვა0-80% 45 წუთში0-80% 45 წუთში0-80% 45 წუთში0-80% 45 წუთში0-80% 60 წუთში0-80% 60 წუთში

სწრაფი დამუხტვა პირველად Apple Watch 7-ში დაინერგა. ფუნქცია ახლა Series 8 და Ultra მოდელებშიც ხელმისაწვდომია. მისი დახმარებით ელემენტი 33%-ით უფრო სწრაფად იმუხტება ვიდრე Series 6 ამ/და უფრო ძველ მოდელებში.

თუ Apple Watch Ultra, Series 8 ან 7-ის გამოყენებას ძილის საკონტროლებლად გეგმავთ, 8 საათიან სამუშაო დროს სულ რაღაც 8-წუთიანი დამუხტვით მიიღებთ.

Apple Watch Ultra და Series 8 – ძირითადი მახასიათებლები

აქ არის ძირითადი ფუნქციები, რომლებსაც Apple Watch Ultra, Series 8 და SE გვთავაზობს წინა მოდელებთან შედარებით.

 UltraSeries 8SE 276SE 1
კონფიგურირებადი Action ღილაკი
ECG აპლიკაცია
სისხლში ჟანგბადის საზომი აპლიკაცია
გულის წნევის შეტყობინებები
MIL-STD 810H სერთიფიკაცია
Precision ორმაგი სიხშირის GPS
ახალი Compass აპლიკაცია waypoints და backtrack ფუნქციებით
IP6X მტვრისგან დაცვა
წყლისგან დაცვა 100 მეტრამდე სიღრმეში
წყლისგან დაცვა 50 მეტრამდე სიღრმეში
სიღრმის სენსორი + EN13319 სერთიფიცირება
Oceanic+ აპლიკაცია და ყვინთვის კომპიუტერი
86-დეციბელის მქონე სირენა
ძილის კონტროლი
ავტოავარიის სენსორი
ვარდნის სენსორი
ციკლის კონტროლი ტემპერატურის საზომით
ციკლის კონტროლი ტემპერატურის საზომის გარეშე
გადაუდებელი SOS

Apple Watch Ultra vs Series 8 და უფრო ძველი მოდელები

გასაკვირი არ არის, რომ Apple Watch Ultra-ს ყველაზე მეტი ცვლილებას და გაუმჯობესებას გვთავაზობს. თუმცა, ახალი Pro მოდელი შესაძლოა ყველასთვის არ იყოს საინტერესო.

მიუხედავად იმისა, რომ Apple Watch Series 8 შესაძლოა დიდად არ განსხვავდებოდეს Series 7 ან 6-სგან, Seris 3, 4 ან SE სერიებიდან გადმოსვლა საგრნობლად გააუმჯობესებს თქვენს გამოცდილებას Apple ჭკვიანი საათის სარგებლობისას.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *