Blizzard-ის უახლესი Diablo Immortal, 2 ივნისს iPhone და iPad-ზე ჩაეშვება, რაც კომპანიამ 25 აპრილს განაცხადა.
Diablo Immortal პირველად 2018 წელს დაანონსდა. ეს არის სრულფასოვანი Action RPG, რომლის ისტორიაც Diablo Universe-ში ვითარდება. Diablo Immortal თავდაპირველად მხოლოდ სმარტფონებზე იყო გათვლილი, თუმცა თამაში PC-ზეც ხელმისაწვდომი იქნება.
თამაშს აქვს Cross-Play და Cross-Progression მხარდაჭერა და 2 ივნისისთვის ხელმისაწვდომი იქნება iPhone, iPad, Android მოწყობილობებზე და ასევე PC-ზე ბეტა ვერსიით.
Diablo Immortal მოთამაშეები პერსონაჟს Diablo-ს ექვსი კლასიდან აირჩევენ: Barbarian, Crusader, Demon Hunter, Monk, Necromancer და Wizard. პერსონაჟის არჩევის შემდეგ მოთამაშეები დაიწყებენ საკუთარ Action RPG თავგადასავალს.
Diablo Immortal-ში შეგხვდებათ ისეთი ცნობილი პერსონაჟები როგორიცაა Deckard Cain. ისტორიის მთავარი მოტივი ვითარდება Worldstone-ის დამსხვრეული ნაწილების შეგროვების გარშემო, სანამ Burning Hells მოახერხებენ ძალების შეკრებას. ქვესთლაინი ვითარდება Diablo II-ისა და Diablo III-ის მოვლენებს შორის.
მოთამაშეებს შეუძლიათ სამყაროს გაზიარება მაქსიმუმ 7 ადამიანთან, რაც სხვადასხვა Dungeon და Raid Boss-ების დამარცხებისათვის იქნება საჭირო. ერთ კლანში მაქსიმუმ 150 ადამიანი შეძლებს გაერთიანებას და საერთო მიღწევების(Achievement) მოპოვებას.
ასევე არსებობს ფრაქციაზე დაფუძნებული PvP სისტემა, სადაც მოთამაშეები შეძლებენ ერთობლივად ბრძოლას მიმდინარე ომში. სერვერის საუკეთესო მოთამაშე მიიღებს Eternal Crown–ს და გახდება Immortal-ების ლიდერი, რის შემდეგაც მოუწევს საკუთარი სტატუსის დაცვა რამდენიმე Game რეჟიმში.
Diablo Immortal არის Blizzard–ის უფასო თამაში, რომლის მონეტიზაციაც აპს-შიდა გაყიდვებით ხდება. მიუხედავად ამისა, Blizzard აცხადებს, რომ ძირითადი თამაში ყოველთვის უფასო იქნება. თამაშის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ Blizzard-ის ვებსაიტზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.