Jamf–ის დახმარებით საოცრად გაიმარტივებთ და დააჩქარებთ Apple–ის კორპორატიული მოწყობილობების მართვას. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რატომ უნდა ავირჩიოთ კონკრეტულად ეს ინსტრუმენტი და რა პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი მისი დახმარებით.

რა არის Jamf?

Jamf არის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების კომპანია, რომელიც დაარსდა 2002 და დღესდღეობით ინდუსტრიის ლიდერია Apple მოწყობილობების მენეჯმენტში (MDM).

Jamf საშუალებას გაძლევთ დისტანციურად დაუკავშირდეთ, დააკონფიგურიროთ და დაიცვათ კორპორატიული მოწყობილობები და მათზე შენახული ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, რომ ერთი ქლიქით შეგიძლიათ გააანალიზოთ და მართოთ მთლიანი ტექნოპარკები მათთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე – Mac, iPad, iPhone, Apple TV.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში 47000-ზე მეტი ორგანიზაცია იყენებს Jamf პლატფორმას.

რატომ მაინცდამაინც Jamf?

კომპანია ორიენტირებულია უშუალოდ Apple–ის პროდუქტების მართვაზე და ინარჩუნებს ძალიან მჭიდრო კავშირს Apple დეველოპერებთან. 2010 წელს Apple გახდა Jamf-ის ოფიციალური მომხმარებელი.

2012 წლიდან კი Apple კორპორაციის თითოეულ საცალო მაღაზიაში დაიწყო Jamf–ის გაყიდვები. 2014 წელს Jamf შევიდა Apple Mobility Partner პროგრამაში. პროგრამაში შესვლა გულისხმობს, რომ Jamf პლატფორმა Apple–ის ყველა ინოვაციური პროექტის საქმის კურსშია.

აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი უპირატესობა: Apple ოპერაციული სისტემის განახლებები Jamf–ის ფუნქციონალში მომენტალურად ისახება.

Jamf პლატფორმა თქვენს ყურადღებას მასშტაბური მოცულობების გამოც იმსახურებს, რაც არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებსა თუ დროს. IT სპეციალისტებს შეუძლიათ სწრაფად და რაც მთავარია დისტანციურად დააკონფიგურირონ თითოეული მოწყობილობა, გადმოწერონ უახლესი განახლებები, დაშიფრონ ინფორმაცია და ეს ყველაფერი განახორციელონ მაქსიმალური დაცულობითა და უსაფრთხოების შენარჩუნებით.

ამავდროულად, Jamf საკმაოდ მარტივ ინტერფეისს და ფართო ფუნქციონალს გვთავაზობს.

ვისთვის არის Jamf?

Jamf პლატფორმის გამოყენება მრავალი მიმართულებით არის შესაძლებელი: საჯარო სექტორი, IT სექტორი, ვაჭრობა, მედიცინა, განათლება. ამასთან ერთად MDM (მობილური მოწყობილობების მენეჯმენტი) სისტემები ორგანიზაციების IT სამსახურებს საშუალებას აძლევს მარტივად მართონ ის მობილური მოწყობილობები, რომელთაც თანამშრომლები სამუშაო მიზნებისათვის იყენებენ.

Covid19 პანდემიის პირობებში Jamf პლატფორმის დახმარებით უამრავმა კომპანიამ შეძლო უმტკივნეულოდ გადასვლა დისტანციურ რეჟიმზე. სწორედ სისტემის მრავალმხრივი ფუნქციონალი გახდა მიზეზი, რომლის გამოც კომპანიებმა შეინარჩუნებს მაქსიმალური ეფექტურობა, არ ჩაშალეს სამუშაო პროცესი და სრაფად და უსაფრთხოდ გადავიდნენ მუშაობის ახალ რეჟიმზე.

ლიცენზია

Jamf–ის თითოეული შეთავაზება ეხებათ მხოლოდ იურიდიულ პირებს. კონკრეტული გადაწყვეტილების შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ორგანიზაცია და რა ინდივიდუალური საჭიროებები აქვს მას.

რეალური ქეისები

ქვემოთ წარმოგიდგენთ Jamf–ის რეალურ ქეისებს, სადაც პლატფორმამ იდეალურად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები:

  • სისტემის ჩაშვება ფიზიკური კონტაქტის გარეშე;
  • სრული კომპიუტერული პარკის ინვენტარიზაცია;
  • უსაფრთხოების კონტროლი;
  • სისტემური განახლებების მართვა;
  • მოწყობილობების კონფიგურაცია;
  • აპლიკაციების მართვა;
  • უსაფრთხოების კონტროლი;
  • მონაცემთა წაშლა–აღდგენა;
  • გაფართოებული ფუნქციონალი კონკრეტული მომხმარებლებისთვის.

ეს არის Jamf პლატფორმის შესაძლებლობებისა და ქეისების არასრული ჩამონათვალი.

სისტემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს

Always be aware!

Subscribe to the newsletter and be the first to know about new promotions and special offers 

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *