- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ განვბლოკოთ iPhone პირბადის მოხსნის გარეშე?
iOS 15.4–ის გამოსვლით iPhone-მა მიიღო Face ID განბლოკვის ფუნქცია პირბადის მოხსნის გარეშე.
iPhone-ის მფლობელები ამ ფუნქციას პანდემიის დაწყებიდან ველოდებით და ცოტა დაგვიანებით, თუმცა Apple-მა მაინც შეძლო მისი დანერგვა. პირბადის მოხსნის გარეშე სმარტფონის განბლოკვა მხოლოდ Apple Watch–ის გამოყენებით იყო შესაძლებელი, ახლა ესეც აღარ არის საჭირო.
iPhone-ის ახალი ალგორითმების გამოყენებით Face ID სახეს შუბლის, თვალებისა და ცხვირის წაკითხვით აღიქვამს. ფუნქციის გასააქტიურებლად:
- გახსენით Settings > Face ID & Passcode;
- ჩამოსქროლეთ და გააქტიურეთ ფუნქცია Face ID with a Mask.
! მათთვის ვინც ატარებს სათვალეს: გირჩევთ, გაიაროთ დამატებითი სკანირება: Settings > Face ID & Passcode > Add Glasses.
! ფუნქცია მუშაობს მხოლოდ შემდეგ მოდელებზე: iPhone 12, iPhone 12 Pro, iPhone 13, iPhone 13 Pro.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
გამოდგება თუ არა MacBook გეიმინგისთვის?
- 15.11.2024
- 1 min read
ახალი Mac mini M4 და M4
- 12.11.2024
- 2 min read
MacBook Pro M4, M4 Pro და
- 08.11.2024
- 2 min read