შემთხვევით იყიდეთ საყვარელი შოუს არასწორი სეზონი? იყიდეთ აპლიკაცია რომელმაც იმედები გაგიცრუათ? ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თანხის მოთხოვნა პირდაპირ Apple-სგან.
სამწუხაროდ, არ არსებობს გარანტია, რომ თანხას დაიბრუნებთ, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.
აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:
- თქვენს კომპიუტერზე, ტელეფონზე ან პლანშეტზე გადადით საიტზე reportaproblem.apple.com;
- გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Apple ID-ით და პაროლით;
- ჩამოსაშლელ ველში აირჩიეთ Request a Refund;
- მეორე ჩამოსაშლელ ველში აირჩიეთ მიზეზი;
- ჩამოსქროლეთ და იპოვეთ პროდუქტი რომლის დაბრუნებაც გსურთ;
- აირჩიეთ Next;
- შეამოწმეთ ღილაკი შესყიდვის გვერდით, რომლის დაბრუნებაც გსურთ;
- დააჭირეთ Submit;
! თუ თქვენი შესყიდვა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, თანხას ვერ დაიბრუნებთ. თავდაპირველად უნდა დაელოდოთ გადასახადის დადასტურებას.
! თანხის დაბრუნება არ არის მყისიერი. Apple-მა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დააბრუნებს თუ არა თანხას საერთოდ, რასაც მაქსიმუმ 48 საათი სჭირდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხის Apple ID ბალანსზე ასახვას დამატებით 48 საათი სჭირდება.
! თანხის საკრედიტო ან სადებეტო ბარათზე დაბრუნებას კი შესაძლოა 30 დღე დასჭირდეს. თუ თანხა 30 დღის განმავლობაში არ აისახა თქვენს ანგარიშზე, Apple გირჩევთ ბანკთან დაკავშირებას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.