პირველ რიგში რა არის Guided Access?

Guided Access ზღუდავს აპლიკაციების ფუნქციონირებას iPhone–ზე. ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია მოწყობილობის ღილაკების გამორთვა, ცალკეული აპლიკაციების გამოყენების შეზღუდვა და მათი გამოყენების ხანგრძლივობის დაწესება.

რა საჭიროა Guided Access?

თუ თქვენ ხშირად გთხოვენ სმარტფონს ფოტოების დასათვალიერებლად, დასარეკად თუ სათამაშოდ ეს ფუნქცია ნამდვილად სასარგებლო იქნება. Guided Access გააქტიურების შემდეგ მეორე მომხმარებელი ვერ შეძლებს სხვა აპლიკაციისა თუ ფუნქციონალის გამოყენებას.

Guided Access სასარგებლოა მშობლებისთვისაც, რომელთაც სურთ შეზღუდული ფუნქციებით და დროით მისცენ სმარტფონი თავიანთ პატარებს. მისი გააქტიურების შემდეგ აღარ იფიქრებთ იმაზე თუ რაში შეიძლება იყენებდეს თქვენი ბავშვი სმარტფონს.

როგორ გავააქტიუროთ Guided Access?

– ფუნქციის გასააქტიურებლად გახსენით “Settings”, შემდეგ აირჩიეთ “Accessibility” და გააქტიურეთ ფუნქცია “Guided Access”.

   – ფუნქციის გააქტიურების შემდეგ შექმენით პაროლი, ამისათვის გახსენით “Passcode Settings” და აირჩიეთ “Set Guided Access Passcode”. ასევე შესაძლებელია როგორც Face ID, ისე Touch ID გამოყენება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *