ეკრანის ჩაწერა საკმაოდ ხშირად გვჭირდება. მიზეზი ბევრია – პრობლემის შემთხვევაში ვიდეოს გადაგზავნა პროფესიონალთან თუ ფორუმზე ასატვირთად, სხვადასხვა ვიდეოს ჩასაწერად და ა.შ. 

ეკრანის ხმით ჩასაწერად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:

   – გახსენით «Settings» და გადადით «Control Centre»;

   – დააჭირეთ მწვანე პლუს ნიშანს «Screen Recording» ფუნქციის გვერდით. თუ ფუნქცია უკვე გამოყენებაშია, მის გვერდით იქნება წითელი მინუსი – ასეთ შემთხვევაში გამოტოვეთ ეს ნაბიჯი;

   – ჩამოშალეთ კონტროლ ცენტრი და ხანგრძლივად დააჭირეთ «Screen Recorder» ღილაკს; 

   – ამის შემდეგ, გამოჩნდება მიკროფონის გააქტიურების ღილაკი, დააჭირეთ მას;

   – აუწიეთ ხმას ბოლომდე და დაიწყეთ ჩაწერა, დასრულებული ვიდეო მოძებნეთ “Photos” აპლიკაციაში.

! სუფთა ხმისთვის ეკრანის ჩანაწერი შეასრულეთ ჩუმ ადგილზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *