თუ გადადიხართ ახალ MacBook Pro-ზე, აუცილებლად განიხილეთ აპლიკაცია Migration Assistant, რომელიც გვეხმარება მონაცემების ახალ MacBook Pro-ზე დატრანსფერებაში.
გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაცია ყოველთვის იდეალურად არ მუშაობს, რაც გამოიხატება შემდეგში – უშუალოდ ტრანსფერის დაწყებამდე ერთ–ერთი Mac ვერ ხედავს მეორეს. ამის მკაფიო მიზეზი არ არსებობს და არც მისი გადაწყვეტა. თუ მაინც გსურთ ამ ფუნქციის გამოყენება, ერთადერთი გამოსავალია Mac-ის გადატვირთვა და ხელახლა ცდა.
Migration Assistant–ის გამოყენებისათვის:
1. დარწმუნდით, რომ ორივე Mac განახლებულია უახლეს macOS-ზე;
2. მოათავსეთ ორი Mac ერთმანეთთან ახლოს, დააერთეთ დენის წყაროზე და დაუკავშირეთ ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელს და მაქსიმალური სისწრაფისთვის მოათავსეთ Wi-Fi როუტერთან ახლოს.
3. ძველ Mac-ზე გახსენით System Preferences და აირჩიეთ Sharing;
4. შეამოწმეთ, რომ მის გვერდით მითითებული იყოს კომპიუტერის სახელი (თუ არ არის მიუთითეთ);
5. ახალ Mac-ზე გახსენით Applications საქაღალდე, შემდეგ Utilities, გახსენით Migration Assistant და აირჩიეთ Continue;
6. ნაჩვენები ვარიანტებიდან აირჩიეთ From a Mac და დააჭირეთ Continue;
7. დაბრუნდით ძველ Mac-ზე და ჩართეთ Migration Assistant – Applications > Utilities > Migration Assistant;
8. ამჯერად აირჩიეთ – To another Mac და დააჭირეთ Continue;
9. ახლა დაბრუნდით ახალ Mac-ში, სადაც უნდა გამოჩნდეს ძველი Mac-ის სახელი;
10. აპლიკაციამ შესაძლოა მოგთხოვოთ კოდი ძველ Mac-ზე. დარწმუნდით, რომ იგივე კოდი ნაჩვენები ახალზეც.
11. გადაწყვიტეთ რისი გადატანა გსურთ, გააკეთეთ არჩევანი და შემდეგ დააჭირეთ Continue.
მონაცემების გადატანა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მის დაწყებას არასამუშაო საათებში გირჩევთ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.