Live Photos ფუნქცია საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ცოცხალი ფოტოები. 

? როგორ მუშაობს?

   – ფოტოს გადაღებაზე დაჭერისას სმარტფონი იღებს წინა და მომდევნო 1.5 წამს და ქმნის ცოცხალ ფოტოს, რომელიც აღბეჭდილია ხმით და, რაც მთავარია, მოძრაობაში.

? როგორ გადავიღოთ?

   – უბრალოდ გახსენით კამერა, ჩართეთ Live Photo რეჟიმი, მომართეთ თქვენი სმარტფონი და დააჭირეთ გადაღების ღილაკს.

Live Photo რეჟიმით გადაღებულ ფოტოზე ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ეფექტის დადება, ამისათვის:

   – გახსენით Live Photo რეჟიმით გადაღებული ფოტო;

   – აასვაიფეთ ზემოთ სანამ ეფექტები არ გამოჩნდება;

აირჩიეთ სასურველი ეფექტი: Loop, Bounce ან Long Exposure.

   – Loop – თქვენს ფოტოს გადააქცევს უწყვეტ ვიდეოდ.

   – Bounce – ქმნის წინ/უკან გადახვეულ ანიმაციას.

   – Long Exposure – ამ ეფექტის დახმარებით შეძლებთ ფოტოში არსებული მოძრაობისა და მისი კვალის ერთდროულ ასახვას. იქნება ეს ფოიერვერკი, ჩანჩქერი, ავტომობილი თუ სხვა.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *