Intel-დან Apple სილიკონამდე ორწლიანი გადასვლის პროცესი Apple-მა სულ ახლახანს დაასრულა. დღესდღეობით, Apple-ის თითოეული Mac აღჭურვილია და მომავალშიც მხოლოდ M სერიის ჩიპებით იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანია ამზადებს კომპიუტერების მომდევნო ტალღას მეორე თაობის M სერიის ჩიპსეტით.
Wall Street Journal-ის ახალ სიუჟეტში, გამოცემა საუბრობს ჯონი სრუჯის, Intel-ის ყოფილი ინჟინრისა და IBM-ის აღმასრულებელი დირექტორის შესახებ, რომელიც მართავდა Intel–დან Apple სილიკონზე გადასვლის პროცესს.
წლების განმავლობაში Mac-ის გაყიდვები სტაგნაციას განიცდიდა და კომპანიას საჯარო განცხადების გაკეთებაც კი მოუწია, რათა ბოდიში მოეხადა 2013 წლის Mac Pro-ის არასაკმარისი მიღების გამო. M1 ჩიპების წყალობით კი Apple აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაში აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთ ღამეში არ მომხდარა, თუმცა Apple-მა შეძლო კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენა საკუთარ Mac-ებში. ეს ყველაფერი კი ჯონი სრუჯის 14–წლიანი კულისებში მუშაობის შედეგია. WSJ–ის თანახმად, ჯონი სრუჯიმ ჩიპების მწარმოებლების 45 კაციანი გუნდით დაიწყო და დღესდღეობით ათასამდე ადამიანი ჩართო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
“რა ვისწავლე ცხოვრებაში: ჩვენ ვფიქრობთ ყველაფერზე რისი კონტროლიც შეგვიძლია, თუმცა გვიწევს მაქსიმალურად მოქნილი და ადაპტირებადი, რათა ეფექტურად გავუმკლავდეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს. კოვიდპანდემიაც სწორედ ასეთ სიტუაციებს მიეკუთვნება.”
– ჯონი სრუჯი, Apple-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი ელექტრონული სისტემების მიმართულებით.
ამავე სიუჟეტში გამოცემა იღებს ინტერვიუს მაიკ დემიერისგან – დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, რომელიც თითქმის 50 წელია თვალყურს ადევნებს ნახევარგამტარების ინდუსტრიას.
“თავდაპირველად, არც თუ ისე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად ჩანდა ინტელი პროცესორების ამოღება, თუმცა ამან Apple მეტად დომინანტ პლატფორმად აქცია.”
საკუთარი სილიკონის წარმოებამდე Apple-ს ასევე მოუწია 2006 წელს მიღებული გამოცდილების გახსენება და გადაფასება, რომელიც PowerPC-დან ინტელის პროცესორებზე გადასვლას მოჰყვა.
PowerPC-დან ინტელზე გადასვლას ლეპტოპის მთავარი მიკროსქემის უამრავი ბოლო წუთს შესრულებული გადასინჯვა–გადაკეთება მოჰყვა. ამ ძალისხმევაში მონაწილე პირის თქმით – “ბევრს ეშინოდა, რომ M1–ზე გადასვლისასაც იგივე პრობლემები შეიქმნებოდა.”; ბ-ნმა სრუჯიმ აღიარა, რომ სტრატეგიის ცვლილებამ ძლიერი დებატები გამოიწვია კომპანიის შიგნით (…) შეცდომის დაშვება კი უზარმაზარ დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული.
“უპირველეს ყოვლისა, თუ ამას გავაკეთებთ, შეგვიძლია თუ არა უკეთესი პროდუქტის მიწოდება?” განაცხადა ბატონმა სრუჯიმ დებატების შემდეგ. “ეს არის ნომერ 1–ლი შეკითხვა, რადგან Apple არ არის ჩიპების მწარმოებელი კომპანია.”
პანდემიის დაწყების დროისთვის Wall Street Journal საუბრობს, რომ “პანდემიის დაწყებამ Apple-ის წლების განმავლობაში დაგეგმილი 2020 წლის M1 ჩიპის დებიუტი შესაძლოა უვადოდ გადადოს.” ეს კი Apple-სთვის არანაირად არ იყო ხელსაყრელი, რის გამოც სრუჯის გუნდს მოუწია ახალი ტესტირების პროცესის იმპროვიზება და სასწაფო წესით შექმნა.
ჯგუფმა ლაბორატორიებში კამერები დააყენა, რათა ინჟინრებს ჰქონოდათ ჩიპების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა. ასეთი ცვლილება ერთ დროს შეუძლებელი წარმოსადგენი იქნებოდა, რადგან Apple-ის ერთ–ერთი უმთავრესი მოთხოვნები სწორედ უსაფრთხოებასა და საიდუმლობით მოცულობაში მდგომარეობს.
მუშაობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, ერთის მხრივ სრუჯის გუნდის მთელს მსოფლიოში მასშტაბით არსებობამ შეუწყო ხელი. გუნდი შეჩვეული იყო სამუშაო პროცესის დისტანციურად და ვიდეო ზარებით მართვას. მუშაობის კოორდინირება სხვადასხვა სასაათო სარტყელებიდან საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა სრუჯის გუნდი ამას წლების განმავლობაში აკეთებდა და მზად იყო კოვიდპანდემიის გამოწვევებისათვის.
ამ ყველაფრის მიუხედავად, Apple-მა შეძლო და წარმოგვიდგინა M1 Mac-ების პირველი სერია MacBook Air, Mac mini და MacBook Pro. ამის შემდეგ, კომპანიამ დაანონსა თავისი პირველი დესკტოპი M1 ჩიპით – 24 ინჩიანი iMac, შემოგვთავაზა გაძლიერებული MacBook Pro M1 Pro და M1 Max, ახლა კი გამოუშვა ულტრა–მძლავრი Mac Studio M1 Ultra ჩიპით, რომლის სიმძლავრეც 2019 წლის Mac Pro–საც კი აჭარბებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.