Apple-ის მილიონობით მომხმარებელი მოუთმენლად ელოდა iOS 18-ს და 16 სექტემბერს ეს დღეც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ განახლება ჯერ არ მოიცავს Apple Intelligence-ს (რომლის დამატებასაც წლის ბოლოს ელიან), ეს ბოლო წლების მაინც ყველაზე დიდი განახლებაა. დღევანდელ ბლოგში გთავაზობთ iOS 18-ის მთავარი მახასიათებლების მიმოხილვას.
VPN-ის გააქტიურება ერთი შეხებით და მართვის ცენტრის პერსონალიზაცია
ახალ iOS-ში მართვის ცენტრი იდეურად კიდევ ერთი ეკრანია, საიდანაც შეგიძლიათ აპების და სხვა ფუნქციების გაშვება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეგიძლიათ ვიჯეტების გადაადგილება და წაშლა ან ახალი ეკრანების დამატება. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხიდან თითის სვაიფი გაძლევთ წვდომას პარამეტრების ჯგუფებზე, მთავარი ეკრანის მართვაზე, მედიის დაკვრის ფუნქციებზე და ქსელის კავშირებზე.
მართვის ცენტრში ხატულას ზომის შესაცვლელად, ამოიწიეთ ქვედა მარჯვენა კუთხიდან.
ახლა VPN-ის გააქტიურება ერთი შეხებით შეგიძლიათ მართვის ცენტრიდან (Wi-Fi და Bluetooth-ის მსგავსად).
ხატულების გადაადგილება, მათი ფერებისა და ზომების შეცვლა
ხატულების გადაადგილება ახლა უკვე ყველგან შეიძლება — ისინი გრიდზე მიმაგრებული აღარაა.
ასევე შესაძლებელია მთავარი ეკრანის პერსონალიზაცია, რაც გეხმარებათ დიზაინის ფუნქციურობის და ესთეტურობის კომბინირებაში. მაგალითად, შეგიძლიათ გადააწყოთ ვიჯეტები და აპები, შეცვალოთ ხატულების ზომები და ფერები.
მთავარი ეკრანის პერსონალიზაციისთვის, ხანგრძლივად დააჭირეთ ეკრანზე, აირჩიეთ Edit ზედა მარცხენა კუთხეში და შემდეგ Customize.
· ხატულებს უკვე აქვთ მუქი რეჟიმის მხარდაჭერაც (პარამეტრების პანელის ზედა მარცხენა კუთხეში მზის სიმბოლოთი აღნიშნული), რაც თქვენს ეკრანს უნიკალურ ესთეტიკას შესძენს.
· შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ფერები ან მისცეთ iOS-ს რეკომენდაციის უფლება Color Highlight-ით.
· ხატულებს შეგიძლიათ მიუთითოთ ფიქსირებული რეჟიმი (აირჩიეთ Light ან Dark) ან მიუთითოთ ისე, რომ სისტემის რეჟიმის შეცვლასთან ერთად შეიცვალოს მათი ფერებიც (Auto).
აპების არჩევა Lock Screen-ზე
ადრე Lock Screen ორი სტანდარტული ხატულა იყო — კამერა და ფანარი. ახლა კი შეგიძლიათ მათი შეცვლა ნებისმიერი სხვა აპით, როგორიცაა კალკულატორი, ტაიმერი ან ნებისმიერი აპი, ან საერთოდ ამოიღოთ ისინი.
ამის გასაკეთებლად, ხანგრძლივად დააჭირეთ Lock Screen-ს, აირჩიეთ Customize > Lock Screen.
აპების დამალვა წაშლის გარეშე
ახლა უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი აპი დამალვა მათი წაშლის გარეშე. ხატულა გაქრება მთავარი ეკრანიდან, შეტყობინებები და ზარებიც დაიმალება და აპი Spotlight ძებნის შედეგადაც არ გამოჩნდება. მხოლოდ თქვენ გექნებათ წვდომა დამალულ აპზე Face ID, Touch ID ან პაროლის გამოყენებით.
აპის დასამალად, დააჭირეთ ხატულას სანამ არ გამოჩნდება მენიუ. შემდეგ აირჩიეთ Require Face ID/Touch ID შემდეგ კი Hide and Require Face ID/Touch ID.
აპის აღსადგენად, იპოვეთ ის აპების ბიბლიოთეკის Hidden საქაღალდეში, დააჭირეთ Face ID/Touch ID-ზე წვდომისათვის, შემდეგ კი აირჩიეთ Do not require Face ID/Touch ID. აპი კვლავ გამოჩნდება აპების ბიბლიოთეკაში და შეგიძლიათ ის განათავსოთ ნებისმიერ ადგილას მთავარ ეკრანზე.
თუ აპის დამალვა არ გჭირდებათ, შეგიძლიათ უბრალოდ პაროლი დააყენოთ, რათა ყოველ გაშვებისას მოითხოვოს Face ID/Touch ID.
გალერეის ორგანიზება და წინასწარ მომზადებული კოლექციების გამოყენება
ახლა ყველა კონტენტი და მონაცემი ერთ ეკრანზეა განთავსებული. ფოტოებისა და ვიდეოების სწრაფი პოვნა შესაძლებელია — ეს მანამდეც იყო შესაძლებელი, თუმცა აპის მენიუ ახლა უფრო ინფორმაციულია, რაც უფრო მარტივად მოძებნის საშუალებას იძლევა – წლების, ადამიანების ჯგუფების, ობიექტების ან თეგების მიხედვით.
ძირითადი ფიდის ქვემოთ იპოვით ისეთ კოლექციებს, როგორიცაა Recent Days, რომელიც ახალ ფოტოებს აჯგუფებს დღეების მიხედვით. Other სექციაში სასარგებლო კოლექციებია, როგორიცაა QR კოდები, ქვითრები, დოკუმენტები და მედია, რომლებსაც ახლახან იყენებდით. ასევე გამოჩნდება დაზიანებული ფოტოები, რომლებიც ახლა Restored ალბომში გამოჩნდება.
კოლექციები ასევე გამოიყოფა თითოეული მოგზაურობის და ცხოველების ფოტოებისთვისაც კი.
iOS 18-ში აპის იერსახის პერსონალიზაცია ახლა უფრო მარტივია. Settings-ში შესვლის საჭიროება აღარ არის — შეგიძლიათ შეცვალოთ გრიდის იერსახე, დაარეგულიროთ Hidden საქაღალდის ხილვადობა, გადააწყოთ კოლექციები, დააფიქსიროთ ხშირად გამოყენებულები და გამორთოთ არასაჭირო ფოტოებისა და ვიდეოების ჯგუფები პირდაპირ Photos აპში.
Wi-Fi-ის გაზიარება QR კოდით
ყველა პაროლი, ვერიფიკაციის კოდი, ანგარიშის მონაცემი და შესვლის გასაღები ახლა ერთ აპშია Passwords. თუ გჭირდებათ ვინმესთვის Wi-Fi-ის წვდომის გაზიარება, უბრალოდ გააზიარეთ QR კოდი ერთი შეხებით.
პაროლების, კოდებისა და გასაღებების მართვა კიდევ უფრო მარტივი გახდა. ავტორიზაციის აპის გახსნა აღარ არის საჭირო — ვერიფიკაციის კოდები შეიძლება პირდაპირ Passwords-ში იყოს კონფიგურირებული და მარტივად კოპირდებოდის Safari-ს ველებში.
თქვენი ანგარიშის მონაცემები სინქრონიზებულია სხვადასხვა მოწყობილობებზე iCloud-ის საშუალებით და პაროლები ხელმისაწვდომია Windows მოწყობილობებზეც კი.
იხალისეთ ფონტებით, სტიკერებით და სპეციალური ეფექტებით
iMessage შეტყობინებები შეგიძლიათ ფონტებით, ემოჯებით, სტიკერებით და დინამიკური ანიმაციებით გააცოცხლოთ. დაწერილი ტექსტი ხტუნავს, ფეთქდება, ირყევა და სხვა. ასევე შეგიძლიათ სწრაფი რეაქციების გაგზავნა Tapback-ის გამოყენებით.
შეტყობინებების გაგზავნა შეგიძლიათ მყისიერად ან დაგეგმილ დროის. iMessage ახლა მხარს უჭერს RCS-ს, რაც Android მომხმარებლებთან კომუნიკაციაში გვეხმარება.
მოძრაობის დაავადება დაძლეულია
მოძრაობის დაავადებასთან გასამკლავებლად, ხშირად გვირჩევენ ფანჯრიდან გახედვას, რაც ხშირ შემთხვევაში გვეხარება. თუმცა ეს კომფორტული ნამდვილად არ არის. iOS18-თან ერთად კი მოძრაობის დაავადება არ გემუქრებათ. ეკრანზე არსებული სპეციალური მარკერები მოძრაობის დაავადებისგან გიცავთ, ისინი ფოკუსს ახდენენ თქვენს თვალზე და ამცირებენ ან მთლიანად აქრობენ ეფექტს. მოძრავი წერტილები თქვენ მიერ სმარტფონით სარგებლობისას ხელს არ შეუშლის.
გამოიყენეთ მათემატიკური გამოთვლები პირდაპირ Notes-ში
შეგიძლიათ მარტივი მათემატიკური ამოცანები გადაჭრათ პირდაპირ Notes-ში, კალკულატორის გახსნის გარეშე. უბრალოდ ჩაწერეთ განტოლება და დაამატეთ “=” სიმბოლო. პასუხი ავტომატურად გამოჩნდება.
ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ და შეინახოთ აუდიო ჩანაწერები პირდაპირ Notes-ში — თუ წერის დრო არ გაქვთ, უბრალოდ თქვით ინფორმაცია.
დაწერეთ განტოლებები ხელით
უფრო რთული ამოცანებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია კალკულატორი. მას დაემატა გამოთვლების ისტორია (გვერდითი სვაიპით) და ახალი ფუნქციები. შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ან სამეცნიერო რეჟიმები. ასევე, შეგიძლიათ ხელით ჩაწეროთ მათემატიკური ამოცანები, რათა ამოხსნათ განტოლებები და ააგოთ გრაფიკები. თქვენი iPhone მომენტალურად ამოიცნობს და ამოხსნის მათ.
აპლიკაციაში ასევე შედის ვალუტის და ერთეულების კონვერტორი, რომელიც ამარტივებს ინჩებიდან სანტიმეტრებზე, დოლარიდან ლარზე, მილებიდან კილომეტრებზე და სხვა კონვერტაციებს Coversion რეჟიმში.
მართეთ iPhone თვალებით
ეს ნამდვილად არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს უკვე რეალობაა. iPhone 12 და მომდევნო მოდელებმა(iPhone SE გამონაკლისის გარდა) შეიძინეს ახალი Eye Tracking ფუნქცია.
ფუნქცია მუშაობს წინა კამერის გამოყენებით და არ საჭიროებს დამატებით აქსესუარებს თქვენი სმარტფონის თვალებით სამართავად. უბრალოდ გახსენით Settings > Accessibility > Eye Tracking.
iOS 18-ს სხვა სასარგებლო ფუნქციები
ახალი ფუნქციები რომლებიც დაემატა iOS18-ს:
· შეგიძლიათ კალენდარში შექმნათ, ნახოთ, დაარედაქტიროთ, და წაკითხულად მონიშნოთ შეხსენებები. თუ შემთხვევით წაგეშლებათ, მათ აღდგენასაც შეძლებთ Recently Deleted სიაში.
· გეიმინგი უფრო კომფორტული გახდა. თამაშების გაშვებისას სხვა აპლიკაციების ფონური აქტივობა ავტომატურად მცირდება, რათა არ გამოიწვიოს თამაშის შეყოვნება.
· ყიდვის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ განვადების სისტემები და ბონუს ქულები საფულის აპლიკაციაში. ასევე ხელმისაწვდომია ღონისძიებების გიდი, ადგილების რუკები და Apple Music-ის სიები კონცერტებისთვის. ბილეთები გამოჩნდება ინტერაქტიული ცოცხალი აქტივობების შეტყობინებებში.
· შეგიძლიათ, შეინახოთ ყოველდღიური მნიშვნელოვანი მოვლენები და აზრები ჩანაწერები, ასევე წარსული ჩანაწერების მოძებნა, სორტირება და ნახვა.
· AirPods-ის გამოყენებისას, შეგიძლიათ თავის დაქნევით უპასუხოთ ზარს და თავის გაქნევით უარყოთ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია iOS 18-ის მრავალმხრივი ფუნქციებიდან. აღმოაჩინეთ ისინი თავად და გააუმჯობესეთ თქვენი ცხოვრება კომფორტით, მრავალფეროვნებით და სიახლეებით!
რომელი iPhone მოდელები მიიღებენ iOS 18-ს
ყველა ის Apple-სმარტფონი, რომელიც 2020 წელს ან მოგვიანებით გამოვიდა. iOS 18-ს მხარდაჭერის მქონე მოდელებია:
როგორ დავაინსტალიროთ iOS 18
iOS 18-ის გადმოწერა და ინსტალაცია უკვე შეგიძლიათ. გახსენით Settings > General > Software Update. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა ყველა რეგიონში ან ყველა iPhone მოდელზე არ იყოს ხელმისაწვდომი.
თუ რაიმე გაურკვეველია, გვეწვიეთ iSpace-ში — ჩვენ დაგეხმარებით განახლებაში და აგიხსნით, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი თქვენს მოწყობილობაზე. გამოგვყევით სოციალურ მედიაში და გაეცანით iOS18-ის კიდევ უფრო მეტ ფუნქციას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.