iOS 15 სავსეა ახალი ფუნქციებით და მათი სრულად განხილვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. დღევანდელ ბლოგში შევაჯამეთ 10 საუკეთესო ფუნქცია, რომელსაც iOS15 გვთავაზობს და რომელთა შესახებაც შესაძლოა არც კი გსმენიათ.
1. FaceTime გამოყენება შესაძლებელია Android/Windows–ზე
iOS 15 და iPadOS 15 საშუალებას გვაძლევს FaceTime–ში ვესაუბროთ ნებისმიერი ოპერაციული სისტემის მომხმარებელს. საუბრის წამოსაწყებად საჭიროა FaceTime სასაუბრო ბმულის შექმნა და მისი გაზიარება, რაც შესაძლებელია ნებისმიერ აპლიკაციის საშუალებით.
ბმულის შესაქმნელად გახსენით FaceTime აპლიკაცია iPhone/iPad-ზე, შექმენით ბმული, მიუთითეთ სახელი და გააზიარეთ ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის ან სხვა საშუალებით.
2. შეტყობინების შეჯამება
იმის მიხედვით, თუ რამდენი აპლიკაციით სარგებლობთ, დღის განმავლობაში შესაძლოა ასობით შეტყობინებას იღებდეთ. თუმცა მათი უმრავლესობა არ არის საჩქარო და გადაუდებელი სანახავი, შესაბამისად მათი მიღება ყურადღების გაფანტვის გარდა არაფერს ემსახურება.
შეტყობინებების შეჯამება უახლესი ფუნქციაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, განსაზღვროთ შეტყობინებების მიღების კონკრეტული დრო, რაც ხელს შეუშლის კონცენტრაციის დარღვევას სამუშაო საათების განმავლობაში.
მნიშვნელოვანი და საჩქარო შეტყობინებები გვერდს უვლის შეტყობინებების შეჯამებას, თუმცა ისეთი შეტყობინებები როგორიცაა Instagram მოწონებები, თამაშის Pop-up ფანჯრები და სხვა შეინახება თქვენთვის კომფორტული დროისათვის.
3. Tab Groups
Tab Groups–ით შესაძლებელია ყველა ღია ჩანართის ერთ საქაღალდეში შენახვა და მათი მოგვიანებით გახსნა.
თუ გაქვთ რამდენიმე ვებ–გვერდი, რომელთაც იყენებთ სამუშაოდ, ფილმებისა და სერიალების საყურებლად, თუ სხვადასხვა თამაშებისათვის, თქვენ შეგიძიათ თითოეული აქტივობისათვის განკუთვნილი ვებ–გვერდების დაჯგუფება და შენახვა.
Tab Groups სინქრონიზებულია iOS და Mac–ზე და ხელმისაწვდომია თქვენს თითოეულ Apple მოწყობილობაზე.
4. ლოკალური და Offline Siri
Siri მოთხოვნების უმეტესობა Apple სერვერებზე გადაგზავნის ნაცვლად ახლა უკვე მოწყობილობაზე მუშავდება, რაც ფუნქციას უფრო სწრაფს და უსაფრთხოს ხდის.
Siri–ს ასევე შეუძლია უფრო სწრაფად გააცნობიეროს ბრძანებები, შეეგუოს კონტაქტებს, რომლებთანაც ხშირი ინტერაქცია გაქვთ, ისწავლოს თქვენს მიერ აკრეფილი სიტყვები და თემები რომლებსაც ანიჭებთ უპირატესობას – სრული ინფორმაცია ინახება თქვენს მოწყობილობაზე.
Siri–ს ასეთი შესაძლებლობები განპირობებულია ნეირონული ძრავით და ხელმისაწვდომია iPhone და iPad–ებზე, რომლებიც აღჭურვილია A12 Bionic ან უფრო ახალი ჩიპით.
5. ცოცხალი ტექსტი
როდესაც ფოტოს, ან აპირებთ მის გადაღებას, ან სულაც ნახულობთ მათ ინტერნეტში – თუ ამ ფოტოზე არსებობს რაიმე ტიპის ტექსტი, iPhone და iPad მას ამოიცნობს.
თუ მოწყობილობამ შეამჩნია ტექსტი თქვენ ნახავთ მცირე ზომის ყუთის სიმბოლოს ტექსტის სამი სტრიქონით, რომელზე დაჭერის შემდეგაც იხილავთ სრულ ტექსტს წერილობით ფორმაში.
თქვენ შეგიძლიათ ამოცნობილი ტექსტის აირჩევა, დააკოპება, მოძიება, თარგმა ან სულაც მისი გაზიარება.
6. თარგმანი სისტემის მასშტაბით
Translate ახლა სისტემის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, ასე რომ ნებისმიერი ტექსტი, რომელსაც მონიშნავთ iOS15–ში შეიძლება ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე.
ხელმისაწვდომი ენებია: არაბული, ჩინური, ინგლისური (დიდი ბრიტანეთი და აშშ), ფრანგული, გერმანული, იტალიური, იაპონური, კორეული, პორტუგალიური, რუსული და ესპანური.
7. Health App Trends
ჯანმრთელობის აპლიკაციის ახალი ტრენდების განყოფილება საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ თქვენი ჯანმრთელობის ცვლილებას დროთა განმავლობაში – რამდენს ვარჯიშობთ, როგორ იცვლება თქვენი გულისცემა, როგორ იცვლება ჟანგბადის დონე და სხვა.
ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია Health აპლიკაციაში. ასევე შესაძლებელია შეტყობინების მიღება ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში.
Health აპლიკაციას აქვს გაზიარების ფუნქციაც. საჭიროების შემთხვევაში მარტივად გაუზიარებთ ინფორმაციას ოჯახის წევრს.
8. იპოვეთ დარესეტებული და გამორთული მოწყობილობები
Find My Network–ის გამოყენებით, iOS 15–ის Find My აპლიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას გამორთული ან წაშლილი მოწყობილობების მოსაძებნად, რაც გაადვილებს დაკარგული მოწყობილობების პოვნას.
თუ მოპარული ან დაკარგული მოწყობილობა გამორთულია ან მისი ელემენტია დამჯდარი, მისი თვალყურის დევნება მაინც შესაძლებელია სხვა აქტიური Apple მოწყობილობის მახლობლად. მათი ტრეკინგი შესაძლებელია მოწყობილობის დარესეტების შემთხვევაშიც კი.
ამ ფუნქციების მუშაობისათვის საჭიროა Find My network ფუნქციის ჩართვა.
9. Drag and Drop
iOS 15 გვთავაზობს გაფართოებულ Drag and Drop ფუნქციონალს, რაც გვეხმარება ფაილების, ფოტოების, ტექსტის, ბმულების და ა.შ. ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაში.
აპლიკაციებს შორის drag and drop 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი iPad–ზე, თუმცა iOS 15–ს გამოსვლასთან ერთად ფუნქცია iPhone–საც დაემატა.
აღსანიშნავია, რომ Drag and Drop იწვევს დუბლირებას და არა უშუალოდ გადაადგილებას, ასე რომ გადაღებული სქრინშოთი ავტომატურად ინახება თქვენს გალერეაში.
10. ჩამონტაჟებული ავტორიზაცია
Settings აპლიკაციის Password განყოფილებაში შესაძლებელია ორფაქტორიანი ვერიფიკაციის კოდების შენახვა თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გვერდით. ასე რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ დამხმარე აპლიკაცია ორფაქტორიანი ავტორიზაციისთვის.
ინსტალაცია საჭიროებს QR კოდს ან დაყენების გასაღები, ნებისმიერი სხვა ავტორიზაციის პროგრამის მსგავსად. დამატების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კოდი პაროლების განყოფილებიდან ვებსაიტზე შესვლისას, მაგრამ თუ იყენებთ Safari–ს პაროლები ავტომატურად შეივსება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.