როგორ გავხადოთ სწავლა უფრო მარტივი და ეფექტური? Apple-ს ამისთვის იდეალური მოწყობილობა აქვს: iPad. ეს არ არის ლეპტოპი ან სმარტფონი, არამედ ახალი თაობის მოწყობილობა, რომელიც იდეალურია ვებ-სერფინგის, კითხვის, ჩანაწერების, სწავლისთვის, კომუნიკაციისა და, რა თქმა უნდა, გართობისათვის. ნათელი ეკრანი, მძლავრი ჩიპი და კომპაქტური ზომა — iPad წიგნზე პატარაა და უბრალოდ იდეალური ინსტრუმენტია ნებისმიერი სტუდენტისათვის. დღევანდელ ბლოგ პოსტში განვიხილავთ ფუნქციებს და თვისებებს, რომლებიც ნებისმიერ სტუდენტს გაახარებს.
ჩაანაცვლეთ ნოუთბუქები, წიგნები, ბლოკნოტები და გრაფიკული პლანშეტები ერთი მოწყობილობით
თხელი, მსუბუქი, ელეგანტური და კომპაქტური — ეს არის iPad, განსაკუთრებით ახალი Pro სერია (მე-13 სერია ულტრა თხელია, სულ რაღაც 5.1 მმ). ეს მოწყობილობა მარტივად ანაცვლებს ნოუთბუქებს, წიგნებს, ბლოკნოტებს, კალმებს და გთავაზობს იმას, რასაც MacBook-ც ვერ ართმევს თავს: პირდაპირ სენსორულ ეკრანზე წერისა და ხატვის შესაძლებლობა. მომავალი მხატვრები, დიზაინერები, არქიტექტორები და უამრავი სხვა, აუცილებლად დააფასებენ ამ თვისებას.
გჭირდებათ დიდი ტექსტების აკრეფა? შეაერთეთ Magic Keyboard-ის ქეისი და პლანშეტი სრულფასოვან ლეპტოპად გადაიქცევა. კლავიატურა ასევე ითავსებს სადგამის ფუნქციას, სადგამი ფილმების ყურებისა და ვიდეო ზარების განსახორციელებლად.
სრული დღის სამყოფი ელემენტი – ოცნება ახდა
iPad Pro და Mini ერთი სრული მუხტით 10 საათამდე ინტენსიურ ვებ სერფინგს და ვიდეოს ყურება უმკლავდება, რაც სტანდარტულ სამუშაო დღეს ნამდვილად აღემატება. ყველა სტუდენტი დააფასებს ამ მახასიათებელს, რადგან დენის წყაროები ართ თუ ისე მარტივად ხელმისაწვდომია სასწავლო სივრცეებში.
გაერთეთ, მაგრამ ჭკვიანურად
iPad-ის ნათელი ეკრანი გთავაზობთ სრულ ჩაძირვას თქვენს საყვარელ ფილმებში ან ონლაინ თამაშებში. განაახლეთ iPadOS 16 ან უფრო ახალ ვერსიაზე და დააკავშირეთ Xbox ან PS კონტროლერი. Pro lineup-ის მძლავრი გრაფიკული პროცესორი ადვილად უმკლავდება მძიმე თამაშებს, როგორიცაა Call of Duty Mobile, Bright Memory, Asphalt 9: Legends და სხვა.
მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია უამრავი აპლიკაცია: Yousician ფორტეპიანოს, გიტარის, ბას-გიტარის და თუნდაც უკულელეს შესასწავლად. Wattpad გვიხსნის გზას მწერლების საზოგადოებისაკენ და Procreate ეკრანს ნამდვილ ფერწერულ ტილოდ აქცევს.
ნუ დაივიწყებთ, რომ თვალების დაცვა მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ Screen Time ფუნქცია Viewing Distance-ის გასააქტიურებლად. ფუნქციის გააქტიურების შემდეგ iPad გააკონტროლებს, რომ არ მიუახლოვდეთ ეკრანს 30 სმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე.
დაყავი და იბატონე!
ამ ცნობილ სლოგანს ახალი მნიშვნელობა აქვს Apple-ის დეველოპერებში. Split View ფუნქციით, შეგიძლიათ iPad Pro ეკრანი დაყოთ სამ ნაწილად და თითოეულში გახსნათ ცალკეული აპლიკაცია. მაგალითად, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეო ლექციას, გააკეთოთ ჩანაწერები და ესაუბროთ თანაკლასელებს ერთდროულად აპებს შორის გადართვის გარეშე.
iPadOS 17-ით Safari უფრო მოსახერხებელი გახდა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პროფილები სამუშაო და პირადი დროისთვის, ისტორიის, გაფართოებების, ჩანართების ჯგუფების, ქუქიების და რჩეულების დანაწილებით. რაც მთავარია, საძიებო მოთხოვნები უფრო მოქნილი და აქტუალური გახდა.
ჩანიშვნების გაკეთება და დოკუმენტებთან მუშაობა ახლა უფრო ადვილია
მინიატურული პლანშეტი ათობით ნოუთბუქს ცვლის. მაგრამ მოსახერხებელია თუ არა ჩანიშვნების გაკეთება ულტრა თხელ iPad Mini-ზე, Air-ზე ან Pro-ზე?
GoodNotes საშუალებას გაძლევთ დაურთოთ ფოტოები, ცხრილები და ნახატები თქვენს ჩანიშვნებს. თუ თქვენი აკრეფის სიჩქარე საკმარისად სწრაფი არ არის, გამოიყენეთ Apple Pencil ჩანაწერების შესაქმნელად.
Notability აპს შეუძლია ლექციების ჩაწერა აუდიო ფორმატში, აუდიოს ტექსტად გადაქცევა და შედეგის გადატანა Notes აპში.
საჭირო ჩანიშვნის პოვნა მარტივია Spotlight-ით. უბრალოდ შეიყვანეთ სიტყვა ან ფრაზა საძიებო ზოლში, რათა მიიღოთ დოკუმენტების სია.
iPadOS 17-ით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ PDF ფაილები პირდაპირ Notes-ში და დაარედაქტიროთ ისინი, თუნდაც სხვა მომხმარებლებთან ერთად – შესანიშნავი გადაწყვეტა ჯგუფური პროექტებისთვის. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარები სტილუსით.
გაუმჯობესებული ავტომატური შევსების ფუნქციით შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეიყვანოთ შენახული საკონტაქტო ინფორმაცია PDF-ებში ან სკანირებულ დოკუმენტებში.
და რადგან სტუდენტები დიდ დროს ხარჯავენ ინტერნეტ სერფინგში, აუცილებლად გამოგადგებათ Lockdown რეჟიმი ძლიერი ნებისმიერი დონის კიბერშეტევისგან თავის დასაცავად.
ACCIO! დააკოპირეთ ტექსტი ერთი ჟესტით
iPad გვთავაზობს უამრავ ჯადოსნურ და მრავალფუნქციური ჟესტს. მაგალითად, შეგიძლიათ შეკრათ სამი თითი ტექსტის/ფოტოს დასაკოპირებლად ან დაასვაიფოთ მარცხნივ ბოლო მოქმედების გასაუქმებლად. და კიდევ ბევრი ასეთი ფუნქციური ჟესტი!
გახდი Apple-ის ეკოსისტემის ნაწილი
ახალი iPad Pro M2 იდეალური მოწყობილობაა, თუმდა კიდევ უფრო ფუნქციურია Apple Watch და AirPods-თან დაწყვილებისას. სმარტ საათები თვალყურს ადევნებენ ფიზიკურ აქტივობას და დუბლირებენ შეტყობინებებს პირდაპირ თქვენს მაჯაზე — უფრო იშვიათად იყენებთ თქვენს ტელეფონს. უსმენთ მუსიკას თქვენს ტაბლეტზე და თქვენი ტელეფონი რეკავს? არ არის საჭირო რაიმეს დაჭერა, გადართვა ან დაყენება – ყურსასმენები მყისიერად გადაერთვება თქვენს iPhone-ზე.
Apple Watch და AirPods საუკეთესო სტუდენტური გაჯეტებია – ჭკვიანი საათი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის შერწყმას აქტიურ სწავლასთან და დასვენებასთან, ხოლო უკაბელო ყურსასმენები იძლევა ხარისხიანი სივრცითი ხმის გარანტიას და საჭიროების შემთხვევაში სიჩუმესაც კი. ეს ყველაფერი კი მოსმენას და კომუნიკაციას უფრო ეფექტურს ხდის.
რომელი iPad აირჩიოს სტუდენტისთვის?
თუ უპირატესობას ანიჭებთ მინიმალურ ზომას, რეკომენდებულია კომპაქტური iPad Mini. ეს არის ყველაზე პატარა პლანშეტი ხაზში 8.3 ინჩიანი ეკრანით, თუმცა აღჭურვილია მძლავრი A15 Bionic ჩიპსეტით და 4 ბირთვიანი GPU. ეს საკმარისია სწავლის, დასვენების და ონლაინ თამაშებისთვისაც კი.
თუ რაიმე უფრო დიდი და მძლავრი გჭირდებათ წიგნების კომფორტულად კითხვის, ჩანაწერების შექმნის, ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავებისათვის, განიხილეთ iPad Pro 11 ან iPad Pro 12 უფრო დიდი ეკრანით. ამ მოდელებს აქვს M1/2 ჩიპსეტები და 7-8-ბირთვიანი GPU – შესაფერისია რთული გრაფიკული პროექტებისთვისაც კი.
სპეციალური შეთავაზებები iSpace-სგან
იყიდეთ პლანშეტი ახალი სასწავლო წლისათვის iSpace-ში! ფასები იწყება 1099 ლარიდან!
პროდუქტის ბარათები
შეგიძლიათ, პირდაპირ შეიძინოთ მოწყობილობა ან აირჩიოთ Trade-in: მოიტანეთ მაღაზიაში ნებისმიერი Apple მოწყობილობა ან სხვა ბრენდის სმარტფონი და ჩვენ გამოვაკლებთ მათ ღირებულებას ახალი iPad-ის ფასს. ერთადერთი პირობაა, რომ მოწყობილობა იყოს მუშა მდგომარეობაში.
და ეს ყველაფერი არ არის!
- iPad -ის მყიდველები მიიღებენ დამატებით ერთწლიან გარანტიას უფასოდ. თქვენი iPad დაცული იქნება სტანდარტული მწარმოებლის გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგაც.
- უფასო მონაცემთა გადაცემა. ჩვენ უსაფრთხოდ გადავიტანთ თქვენს მონაცემებს ახალ მოწყობილობაზე.
- ისწავლეთ საუკეთესოებისგან. iPad-ის ყველა მყიდველი მიიღებს უფასო macOS რჩევების კურსს.
შევხვდებით iSpace-ში!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.