iPad იდეალური მოწყობილობაა ჩანაწერების შესაქმნელად, ტექსტურ დოკუმენტებთან, ცხრილებთან, პრეზენტაციებთან და სხვა შიდა ფაილებთან სამუშაოდ. ამ მოქმედებების უმრავლესობის შესრულება კი შესაძლებელია თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, კოლეგებთან და Apple ტექნოლოგიის სხვა მომხმარებლებთან ერთად.

◉ “Notes”
Apple-ის აპლიკაცია ჩანიშვნების შესაქმნელად როგორც ბეჭდური ფორმით, ისე ხელით. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია როგორც სიების შედგენა, ისე ჩანახატების გაკეთება.

◉ Pages
მოსახერხებელი პროგრამა ტექსტურ დოკუმენტებთან მუშაობისთვის უმარტივესი ინტერფეისით და მახასიათებლების სრული კომპლექტით.

◉ Numbers
საუკეთესო ინსტრუმენტი ფორმულების მხარდაჭერით ცხრილების შექმნა–რედაქტირებისათვის. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია დიაგრამებისა და გრაფიკების ფორმირება.

◉ Keynote
Apple–ის პროგრამა პრეზენტაციების შექმნა–დემონსტრაციისთვის, რომელიც ამარტივებს პროექტების წარდგენას.

◉ Microsoft Office
Microsoft–ის საოცრად კომფორტული პროგრამების კომპლექტი, რომელშიც შედის ისეთი აპლიკაციები როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint და სხვა.

◉ MyScript Calculator
უნიკალური კალკულატორი, რომელსაც შეუძლია ხელით შექმნილი მათემატიკური განტოლებების სწრაფი ამოცნობა და მათი შემდგომი ამოხსნაც.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


