Apple iPhone 13 სერიაზე მოთხოვნა საოცრად დიდია, რაც 2022 სტაბილურად იმატებს. ახალი კვლევის თანახმად კი, Android-ის ბაზრის წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში 8%-ით შემცირდა, ხოლო iOS–ის დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.

Consumer Intelligence Research Partners (CIRP) ახალი მონაცემების მიხედვით მარტის კვარტალში, iPhone 13 სერიამ კომპანიის ისტორიაში გაყიდვების ყველაზე მაღალი წილი დააფიქსირა აშშ–ში.

iPhone-ის ოთხივე მოდელმა შეერთებული შტატების მთლიანი ბაზრის წილის 71% შეადგინა. საბაზო iPhone 13-მა კი ყველაზე დიდი წილი დააფიქსირა ცალკეული iPhone მოდელისთვის – მთლიანი წილის 38%.

“iPhone 13 სერიამ დააფიქსირა ყველაზე დიდი წილი, რაც კი გვინახავს უკანასკნელ რამდენიმე კვარტალში.”

– საუბრობს ჯოშ ლოვიცი, CIRP პარტნიორი და თანადამფუძნებელი.

ოთხმა მოდელმა (iPhone 13, 13 Pro, 13 Pro Max და 13 mini) მარტის კვარტალში გაყიდვების თითქმის სამი მეოთხედი შეადგინეს. შარშან ამ დროს მაშინდელ ახალ iPhone 12–მა გაყიდვების 61% შეადგინეს.

თუმცა, მონაცემების თანახმად ერთ–ერთი მოდელი არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარტის კვარტალში iPhone 13 mini-მ მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 3% შეადგინა.

CIRP ასევე აღნიშნავს, რომ მარტის კვარტლის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მყიდველები წინა მოდელებს უფრო ნაკლები ხანგრძლივობით იყენებენ და უფრო მალე გადადიან ახალ სმარტფონებზე. ეს კი საკმაოდ ხანგრძივი ტენდენციის შეცვლას ნიშნავს.

Android კარგავს ბაზრის წილის 8%, ხოლო iOS–ის წილი 6%–ით იზრდება.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Android-ის ბაზრის წილი 8%-ით შემცირდა, ხოლო Apple iOS-ის დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.

Apple დომინირებს მსოფლიოში Apple Watch-ით, ხოლო აშშ-ში ყურსასმენების გაყიდვების უმეტესი წილს იკავებს, თუმცა Apple iPhone-ს მნიშვნელოვნად აღემატება Android სმარტფონების გაყიდვა.

iOS–სგან განსხვავებით Android-ის უამრავი მწარმოებელი არსებობს, რაც თავის მხრივ განაპირობებს iPhone-ების შედარებით მცირე წილს. კვლევაში ასევე ნახსენებია, რომ Android-ის ბაზრის ყველაზე მაღალი წილი 2018 წელს დაფიქსირდა 77.32%. 2022 წლის იანვრისთვის კი მისი წილი 69.74%–მდე შემცირდა.

iOS-ის წილი 2018 ივლისიდან 2022 იანვრამდე 6%–ით გაიზარდა. ბაზრის წილი Apple-მა 19.4%–დან 25.49%–მდე გაზარდა. სხვა დანარჩენი ოპერაციული სისტემები კი ბაზრის დარჩენილ 1.58%–ს შეადგენენ. პროცენტული წილი ასევე არ ითვალისწინებს, გაიზარდა თუ არა ბაზარი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. შესაბამისად დაზუსტებით ვერ ვიტყვით რომ Apple-მა დაიწყო მეტი მომხმარებლის მოზიდვა ან რომ მომხმარებლები iOS-ს ანიჭებენ უპირ

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *