ყოველი ახალი iPhone აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის და დონის ტექნოლოგიით, თუმცა საინტერესოა რამდენად მარტივად ან რთულად უმკლავდება iPhone 14 მობილურ თამაშებს.

iPhone 14 თუ 14 Plus: რომელი ავირჩიო სათამაშოდ?

iPhone 14 და 14 Plus მხოლოდ ისეთი ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება, როგორიცაა ეკრანის ზომა და ავტონომია.

iPhone 14

  • პროპორციები: 146.7 × 71.5 × 7.80 მმ. წონა – 172 გ;.
  • ეკრანი: 6.1″ Super Retina XDR, 2532×1170, 460 ppi, 60 Hz;
  • ელემენტი: 20 საათამდე ვიდეოს დაკვრა.

iPhone 14 Plus

  • პროპორციები: 160.8 × 78.1 × 7.80 მმ. წონა – 203 გ;
  • ეკრანი: 6.7″ Super Retina XDR, 2778×1284, 458 ppi, 60 Hz;
  • ელემენტი: 26 საათამდე ვიდეოს დაკვრა.

ორივე სმარტფონი აღჭურვილია A15 Bionic ჩიპით – იგივე, რაც iPhone 13 Pro-ში გვხვდება. ოპერატიული მეხსიერება არის 6 GB, ხოლო მუდმივი მეხსიერება 512 გბ-მდე. ამას დამატებული 5 გრაფიკული ბირთვი და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა. ეს ყველაფერი გვეუმნება, რომ ორივე სმარტფონი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ნებისმიერი გრაფიკული მოთხოვნების თამაშს.

ჩვენება, წონა და გეიმპდის მხარდაჭერა

iPhone 14-ის ეკრანი არის ნათელი და მკვეთრი: Super Retina XDR 60 ჰც განახლების სიხშირით. iPhone 14 Plus-იც იგივე მონაცემებს გვთავაზობს, მხოლოდ ერთი განსხვავებით – უფრო დიდი ეკრანი. ამ ორ სმარტფონს შორის არჩევანი მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

გაითვალისწინეთ, რომ iPhone 14 და 14 Plus ძალიან მსუბუქი სმარტფონებია, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება საერთოდ არ ღლის ხელს. iPhone 14-ის წონაა 172გ, ხოლო 14 Plus – 203გ.

iPhone 14 და 14 Plus ასევე გვთავაზობს ისეთ გეიმპედების მხარდაჭერას, როგორიცაა: Xbox, PlayStation და სხვა.

რა თამაშებია ხელმისაწვდომი iPhone 14 Plus-ზე?

ნებისმიერი iPhone 14-ით, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ პერფორმანსს App Store ან Apple Arcade თამაშებში: რბოლა, თავსატეხები, სიმულაციები, სტრატეგია და სხვა. მაქსიმალურ პარამეტრებშიც კი. მაგალითად, iPhone 14 და 14 Plus-ზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ითამაშებთ ისეთ თამაშებს, როგორიცაა:

  • Dead Trigger 2;
  • Identity V;
  • PUBG MOBILE;
  • Mindcell;
  • Game Dev Tycoon;
  • Call of Duty: Mobile;
  • Asphalt 9;
  • Dukness Rises;
  • Injustice 2;
  • Shadowgun Legends;
  • Action GTA: San Andreas და სხვა.

iPhone 14 და 14 Plus ოპტიმალური სმარტფონებია ნებისმიერი დავალებისათვის, მათ შორის სათამაშოდ. თამაშების დიდი უმრავლესობა ზედმეტი დატვირთვის გარეშე მუშაობს, თუნდაც მაქსიმალურ გრაფიკულ პარამეტრებში.

თუ თქვენი მიზანია შეიძინოთ უნივერსალური ტელეფონი, რომელზეც სასიამოვნო იქნება ხარისხიანი თამაშების თამაში, iPhone 14 და 14 Plus შესანიშნავი არჩევანია.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *