სასწავლო წელი სწრაფად ახლოვდება – სტუდენტები აქტიურად ამზადებენ მოწყობილობებს დატვირთული სასწავლო დღეებისთვის. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ iPhone-ის რამდენიმე საინტერესო მახასიათებელზე და დაგეხმარებით, რომ სტუდენტური ცხოვრება უფრო მხიარული და უდარდელი გახადოთ. სპოილერი: სწავლა მაინც მოგიწევთ, თუმცა ეს ხრიკები აუცილებლად გამოგადგებათ.
მოისმინეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ
დასვენებისა და მასალის უკეთ ათვისების საუკეთესო გზა გარე ხმაურის გამოთიშვაა. ამაში iPhone ფონური ხმებით დაგეხმარებათ. იქნება ეს წვიმა, ოკეანის ტალღები თუ დინების ხმა, ამ მეთოდით უკეთ იფიქრებთ, დაისვენებთ და დაიძინებთ. ფუნქციით სარგებლობისათვის საკონტროლო ცენტრში მოძებნეთ “სმენის” ღილაკი (ყურის ფორმის), და თუ არ არის, უბრალოდ დაამატეთ. ქვემოთ მოყვანილ ილუსტრაციებში გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩართოთ ფონური ხმები.
რა ხდება, თუ კლასის/აუდიტორიის ბოლოში ზიხართ ან/და პროფესორი ძალიან ხმადაბლა საუბრობს? ჩართეთ Live Listen: ის ფილტრავს ხმაურს და ხაზს უსვამს ლექტორის ხმას – თქვენ ვერაფერს გამოტოვებთ. შენიშვნა: iPhone უნდა მოათავსოთ მოსაუბრის სიახლოვეს და მოუსმინოთ AirPods-ის საშუალებით. დაკავშირებისა და გამართვისინსტრუქციები მოცემულია ქვემოთ.
დააკოპირეთ რეალური წიგნიდან და ჩასვით ციფრულ ტექსტში
როდესაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, პორტატული სკანერი ნამდვილი კარგი ფუნქციონალია. ტექსტის ჩასაწერად ხელით გადაწერა ან აკრეფა აღარ არის საჭირო. უბრალოდ მოათავსეთ დაფა ან სახელმძღვანელო iPhone-ის კამერაში და:
· დაელოდეთ, რომ მონიშნული ტექსტის გარშემო გამოჩნდეს ყვითელი ჩარჩო და შეეხეთ ამოცნობის ღილაკს (ჩარჩო გვერდის გარშემო).
· შემდეგ შეარჩიეთ რა უნდა გააკეთოთ: „კოპირება,“ „ყველაფრის მონიშვნა,“ „გაცნობა,“ „თარგმნა,“ „ინტერნეტში ძებნა“ ან „გაზიარება“ — უამრავი ვარიანტია.
· თუ მხოლოდ ერთი წინადადება ან სიტყვა გჭირდებათ, ხანგრძლივად შეეხეთ ეკრანს, მონიშნეთ სასურველი ნაწილი და დააკოპირეთ (ან სხვა).
გამოტოვეთ პაუზები
ლექციის ჩაწერა ერთია, მაგრამ მისი მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება მეორე. თუმცა, არსებობს iPhone-ის შესანიშნავი ხრიკი, რომელიც ამარტივებს პროცესს: შეგიძლიათ შეამციროთ ჩანაწერის დრო ლექტორის მეტყველებაში პაუზების მოხსნით. შეიტყვეთ როგორ, ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში.
Apple Magic
ვირუსულ ვიდეოში კორეელმა ბლოგერმა აჩვენა, თუ როგორ გადაჰქონდა ქონთენთი მოწყობილობებს შორის ჯადოქარივით. ეს არის Handoff მოქმედებაში — გაგრძელების ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია 2012 წლის შემდეგ გამოშვებულ მოწყობილობებზე. ამ ფუნქციით, შეგიძლიათ iPhone-ზე დაწყებული საქმე თქვენს ლეპტოპზე განაგრძოთ, ან პირიქით. ამისთვის გჭირდებათ:
· ორივე მოწყობილობაზე ერთი და იგივე Apple ID;
· Wi-Fi, Bluetooth და Handoff ჩართვა ორივე მოწყობილობაზე;
· მოწყობილობები მოთავსება 10 მეტრის სიახლოვეს;
· iOS 10, iPadOS 13, macOS 10.10, watchOS 1.0 ან უახლესი.
ამ ფუნქციის მხარდაჭერა აქვს Mail, Maps, Safari, Reminders, Calendar, Contacts, Pages, Numbers, Keynote და ბევრ მესამე მხარის აპლიკაციას.
მაგრამ ეს Apple-ის ეკოსისტემის მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც Apple სტუდენტებს სთავაზობს:
· Universal Clipboard საშუალებას გაძლევთ დააკოპიროთ ტექსტი ან ფოტოები თქვენს ტელეფონზე და ჩასვათ დოკუმენტში ლეპტოპზე. დამატებითი პარამეტრების გამართვა არ არის საჭირო.
· Instant Hotspot-ით შეგიძლიათ გაუზიაროთ ინტერნეტი თქვენს MacBook-ს ან iPad-ს.
· Continuity Camera გარდაქმნის iPhone-ს კამერად და მიკროფონად ლეპტოპისთვის. ყველაფერი, რასაც გადაიღებთ ტელეფონზე, მაშინვე გამოჩნდება კომპიუტერში.
· „Find My“ შეგახსენებთ, თუ ლეპტოპისგან ძალიან შორს წახვალთ. და თუ ის დაკარგულია, დაგეხმარებათ მის დაბლოკვაში.
· AirDrop, AirPlay და AirPrint მარტივად გადასცემს დიდ ფაილებს წამებში, ასახავს ლეპტოპის ეკრანს ტელევიზორზე, რთავს მუსიკას დინამიკებში, ბეჭდავს დოკუმენტებს და სხვა.
იყავით ორიენტირებული სწავლაზე, ძილსა და ვარჯიშზე
ლექციაზე შეტყობინების ხმა სწრაფად გააღიზიანებს თქვენს ლექტორს. მაგრამ არ გჭირდებათ ტელეფონის გათიშვა ამის თავიდან ასაცილებლად. უბრალოდ ჩართეთ Focus Mode. აი, რა შეგიძლიათ დააყენოთ და როგორ:
· დართეთ ნება გარკვეული ადამიანების და/ან აპლიკაციების შეტყობინებების მიღებას, სანამ დანარჩენებს შეტყობინების ცენტრში გადაგზავნით;
· მოირგეთ თქვენი Lock Screen და მთავარი გვერდი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ყურადღების გაფანტვა;
· ჩართეთ ავტომატური Focus Mode დროზე, ადგილმდებარეობაზე ან კონკრეტულ აპლიკაციებზე დაყრდნობით;
· აკონტროლეთ თქვენი ტელეფონის ქცევა Focus Mode დროს.
სახლში დაგრჩათ კონსპექტები?
არ ინერვიულოთ – კონსპექტების შექმნა თქვენს iPhone-ზეც შეგიძლიათ, დიაგრამების დახატვაც კი. თუ საკონტროლო ცენტრს დაამატებთ Notes, მყისიერი წვდომა გექნებათ მათზე. გააკეთეთ ლექციის ჩანაწერები ტექსტის კარნახის გამოყენებით და მათზე წვდომა თქვენს თითეულ მოწყობილობასა და გაჯეტზე გექნებათ.
ან უბრალოდ სთხოვეთ Siri-ს, რომ შექმნას ჩანაწერი.
AirDrop: გაუზიარეთ Notes მეგობარს
დრო, როდესაც მეგობრის ჩანაწერების ასლის გასაკეთებლად ქსეროქსი ან ხელით გადაწერა გიწევდათ, დიდი ხანია წავიდა. ახლა შეგიძლიათ ნებისმიერი ფაილი, თუნდაც ყველაზე დიდი, iPhone-იდან წამებში გაუგზავნოთ სხვა Apple მოწყობილობას AirDrop-ის საშუალებით.
უამრავი აპლიკაცია
მაგალითად, Zotero დაგეხმარებათ აკადემიური სტატიების შეგროვებაში, ორგანიზებაში და ესეების მოსამზადებლად გამოყენებაში. ChatGPT ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გიპოვით, ხოლო Prezi შესანიშნავი გზაა შთამბეჭდავი პრეზენტაციის შესაქმნელად.
პატარა, თუმცა ძლიერი და ფუნქციონალური
თითოეული სტუდენტისთვის, ვისაც სურს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი სწავლის დრო, iPhone 14 Pro და iPhone 15 Pro საუკეთესო ვარიანტებია. ეს მოდელები თავიანთ სფეროში ნამდვილი ლიდერები არიან და უახლოესი რამდენიმე წელი შეინარჩუნებენ აქტუალობას. iPhone 15-ს აქვს Action Button, რომელიც ამარტივებს პროცესებს. ორივე ტელეფონს აქვს უმაღლესი სპეციფიკაციები, როგორიცაა დიდი მოცულობის მეხსიერება (1 ან 2 ტბ-მდე), LiDAR სკანერები, კაშკაშა ეკრანი, გამძლე მინა, მძლავრი ელემენტი (23 საათამდე მუშაობა), Dynamic Island, IP68 დაცვის კლასი, მოწინავე მონაცემთა გადაცემის ინტერფეისები და კიდევ ბევრი სხვა. ეს სმარტფონები არამარტო სწავლისთვის, არამედ მუშაობისა და გართობისთვისაც იდეალურია — ბევრი სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობს კიდეც.
საინტერესოა: არა მხოლოდ iPhone, არამედ Apple Watch და AirPods განიხილება სტუდენტურ გაჯეტებად. სმარტ საათები გეხმარებათ იყოთ ფორმაში, შეასრულოთ რამდენიმე დავალება და თვალი ადევნოთ შეტყობინებებს ტელეფონის ჯიბიდან ამოღების გარეშე. ისინი ასევე აკონტროლებენ თქვენს ჯანმრთელობას და გეხმარებათ საკმარისი ძილის მიღებაში. AirPods-ს, რა თქმა უნდა, შესავალი არ სჭირდება: მათი სივრცითი ჟღერადობა წარმოუდგენელია, ხოლო აქტიური ხმაურის დახშობა ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ კონცენტრირებაში.
სპეციალური შეთავაზებები iSpace-სგან
შეიძინეთ iPhone ახალი სასწავლო წლისთვის iSpace-ში — არ გადადოთ!
შეგიძლიათ შეიძინოთ მოწყობილობა პირდაპირ ან ისარგებლოთ Multi Trade-in შეთავაზებით: მოიტანეთ ნებისმიერი მეორეული Apple-ის მოწყობილობა ან სხვა ბრენდის სმარტფონი, და ჩვენ მათ ღირებულებას ახალი მოწყობილობის ფასს გამოვაკლებთ. რაც მეტ მოწყობილობას მოიტანთ, მით უფრო დიდი იქნება ფასდაკლება! უბრალოდ დარწმუნდით, რომ ისინი მუშა მდგომარეობაში არიან.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის!
· MacBook-ის მყიდველები დამატებით მიიღებენ ერთწლიან უფასო გარანტიას. თქვენი MacBook დაცული იქნება სტანდარტული მწარმოებლის გარანტიის დასრულების შემდეგაც.
· უფასო მონაცემების გადატანა. ჩვენ უსაფრთხოდ გადავიტანთ თქვენს მონაცემებს ახალ მოწყობილობაზე.
· ისწავლეთ საუკეთესოებისგან. ყველა MacBook-ის მყიდველი მიიღებს უფასო კურსს macOS-ის საუკეთესო ხრიკებზე.
გელოდებით iSpace-ში!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.