iPhone 13 Pro სერია ისტორიაში შევა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი 1TB მეხსიერების მქონე სმარტფონი. მომხმარებლების უმეტესობისათვის ასეთი მოცულობის მეხსიერება საჭირო და საკმარისზე გაცილებით მეტია, თუმცა ასეთ მომხმარებლებში არ შედიან ვიდეოგრაფები და ვიდეო გადაღების ენთუზიასტები.
iPhone 13 Pro გვთაზობს ფოტოების Apple ProRaw და ვიდეოების Apple ProPres ფორმატში გადაღებას. ასეთი ტიპის ფაილი უამრავი ტიპისა და რაოდენობის ინფორმაციას მოიცავს, რაც თავის მხრივ დიდ მოცულობას მოითხოვს.
განსხვავდება თუ არა iPhone 13 Pro და 13 Pro Max-ის კამერები ერთმანეთისაგან?
თუ სმარტფონს კამერის მიხედვით არჩევთ iPhone 13 Pro და Pro Max-ს შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათი ვიზუალისა და კომფორტულობის მიხედვით მოგიწევთ. iPhone 13 Pro-ს დიაგონალია 6.1 ინჩი, ხოლო iPhone 13 Pro Max-ის – 6.7 ინჩი.
ორივე სმარტფონი აღჭურვილია აბსოლუტურად იდენტური სენსორებით, ლინზებით, სტაბილიზაციის სისტემითა და ფუნქციონალით.
რა არის ProRes ფორმატი და ყველა რატომ განიხილავს მას?
Apple-ის სმარტფონებს შორის, მხოლოდ iPhone 13 Pro და 13 Pro Max-ს შეუძლიათ ვიდეოს ProRes ფორმატში გადაღება.
ProRes ძალიან პოპულარული ფორმატია პროფესიონალურ ვიდეო ინდუსტრიაში. ProRes ფორმატით ვიდეოს გადაღებისას, კამერა აფიქსირებს და ინახავს უამრავი ტიპის ინფორმაციას, დეტალების მაქსიმალური სიზუსტისა და დინამიური დიაპაზონის შენახვა-შენარჩუნებით. ასეთი კადრები იდეალურია კინემატოგრაფიული ხარისხის ვიდეო მონტაჟისთვის.
აღსანიშნავია, რომ ProRes ფორმატში მონაცემები მსუბუქად არის შეკუმშული და მას დეკომპრესიისთვის თითქმის არ სჭირდება მოწყობილობის რესურსები. ეს ყველაფერი კი აჩქარებს მონტაჟის პროცესს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია რამდენიმე ნაკადთან ერთდროულად მუშაობისას.
ProRes ფორმატის ვიდეო რედაქტირება iPhone-ზე შესაძლებელია Photos ან iMovie აპლიკაციებში. ასევე iPad, iPhone და Mac-ის ვიდეო რედაქტორებში, რომლებსაც აქვთ ProRes მხარდაჭერა.
რატომ არის Apple ProRes ფორმატი ასეთი მძიმე?
ProRes-ის ამოცანაა ვიდეოს თითოეული კადრი იმ ხარისხით შენახვა, როგორითაც კამერამ დააფიქსირა. თუმცა, ეს საერთოდ არ ზოგავს ადგილს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს ფაილი ფერისა და დეტალების შესახებ, მით უფრო მძიმეა ის.
ProRes ვიდეოების ზომამ შესაძლოა HEVC ფაილების ზომას შესაძლოა ათ და ოცმაგად გადააჭარბოს. მაგალითად, 1080p 60 fps, 10-ბიტიან, 60 წამიან ProRes ვიდეოს 3.1 GB მეხსიერება სჭირდება, ხოლო 8 ბიტიანს 2.7 GB. და ეს მხოლოდ ერთი წუთია! ამიტომ თავისუფალი ადგილი შესაძლოა იმაზე სწრაფად ამოიწუროს, ვიდრე თქვენ ელოდებით.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.