შექმენი შენი ხელწერა.
კომპოზიცია ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს ფოტოგრაფიაში, ვინაიდან პირდაპირ მოქმედებს მნახველის წარმოსახვაზე. კომპოზიციის შესაქმნელად რამდენიმე წესს გაგაცნობ, რომელიც დაგეხმარება მიაჩვიო თვალი გადასაღებ სივრცეს და მათზე ობიექტები სწორად განათავსო:
- მესამედების წესი – ამ დროს გადასაღები მიზანსცენა უნდა წარმოიდგინო 9 ტოლ კვადრატად (თუ თვალი მიჩვეული არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო ბადე (ე.წ. Grid)), შემდეგ კი გადასაღები ობიექტები ხაზების კვეთებში, ან მათ გასწვრივ მოათავსო. ეს დაგეხმარება, რომ ფოტო უფრო აღქმადი იყოს და საგნების ცენტრში მოთავსებას თავი ავარიდოთ.
2. წამყვანი ხაზები – ბუნებრივი ან ხელოვნური ხაზები, რომელიც გარკვეულ მიმართულებას აძლევს მნახველს და მიჰყავს ის მთავარ ობიექტამდე. ხაზების რეალურად გამოყენებისთვის გარემო გვეხმარება, იქნება ეს ქუჩა, ფანჯრები, მინდორი, განათების ბოძები თუ სხვა… ასევე შესაძლებელია წარმოსახვითი ხაზის შექმნა, რომელიც კომპოზიციების განლაგებით იქმნება.
3. ჩარჩო – როგორც ხაზების შემთხვევაში, ჩარჩოც შესაძლებელია იყოს როგორც წარმოსახვითი, ისე ბუნებრივი.
4. სიმეტრია და ბალანსი – ფოტოს წარმოსახვით გაყოფის შემთხვევაში, ორივე მხარეს თანაბრად, სიმეტრიულად განლაგებული ნივთები ფოტოს აბალანსებს.
5. ოქროს კვეთის წესი – ყველასთვის ცნობილი ეს წესი, მესამედების მსგავსად ფოტოს არითმეტიკულ დაყოფას გულისხმობს და საგნის ისე განთავსებას, რომ ფოტოზე დაცული იყოს სიმეტრიები. ამ წეს ფიბონაჩის წესსაც უწოდებენ და გამოიყენება არა მხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში. ეს შეფარდება 1:1.618 თვალის მოძრაობის მიმართულებას იყენებს და ფოტოს მეტ სინაზეს და ელეგანტურობას ანიჭებს.
6. ცენტრის დაცვა – მთავარი ობიექტის მოთავსება კადრის შუაში ჩემი საყვარელი წესია. აღნიშნული გადასაღებ ობიექტს მთავარ და განსაკუთრებულ როლს სძენს და უპირატესად წარმოაჩენს მას.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, შენი ხელწერის შექმნა აუცილებელია, წესები კი იმისთვის არსებობს, რომ ხანდახან დაირღვეს (რა თქმა უნდა ფოტოგრაფიაში).
გაითვალისწინე, რომ ფოტოგრაფიას ბევრი მცდელობა და ექსპერიმენტი უყვარს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.