14 მარტს Apple-მა გამოუშვა ახალი iOS 15.4/iPadOS 15.4, რაც iOS 15 / iPadOS 15 ოპერაციული სისტემების მეოთხე ძირითადი განახლებაა. iOS 15.4/iPadOS 15.4 საკმაოდ დიდი მოცულობის განახლებებია, რომლებიც საკმაოდ ბევრ საინტერესო ფუნქციას ამატებს iPhone და iPad-ზე.
Face ID ნიღბით
iOS 15.4-ის დახმარებით ახლა უკვე შესაძლებელია Face ID–ს გამოყენება ნიღბის მოხსნის გარეშე, რისთვისაც აქამდე Apple Watch იყო საჭირო.
ხრიკები: როგორ განვბლოკოთ iPhone პირბადის მოხსნის გარეშე?
რამდენიმე ახალი Emoji
საგაზაფხულო iOS განახლებებს ხშირად მოაქვს ახალი emoji სიმბოლოები და არც iOS 15.4 არის გამონაკლისი. განახლებამ დაამატა Emoji 14-ის მხარდაჭერა, 37 ახალი emoji და 75 კანის ფერი 112 ახალი სიმბოლოსთვის.
პერსონალური ავტომატიზაციის შეტყობინებების გამორთვა (Shortcuts)
პერსონალური ავტომატიზაციისთვის შესაძლებელია შეტყობინებების ჩართვა გამორთვა, რასაც ახალი Notify When Run ფუნქცია უზრუნველყოფს.
Apple Card-ის ვიჯეტი
Today View-ში ახლა Apple Card ვიჯეტიც გვხვდება, რომლის დამატებაც მთავარ ეკრანზეა შესაძლებელი. Apple Card-ის ვიჯეტი აჩვენებს მიმდინარე ბალანსს და ყოველდღიურ ხარჯებს სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით.
iCloud Keychain Notes
iCloud Keychain მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ დაუმატონ ჩანიშვნები ნებისმიერ პაროლს. ამ ფუნქციით iCloud Keychain უფრო მეტად შეესაბამება პაროლის შენახვის სხვა ალტერნატივებს, როგორიცაა 1Password (Settings > Passwords).
120Hz ანიმაციები მესამე მხარის აპებში iPhone 13 Pro-ზე
iPhone 13 Pro მოდელებს არ ჰქონდათ მესამე მხარის აპლიკაციების ანიმაციებისთვის სრული 120Hz ProMotion მხარდაჭერა, რასაც Apple–ის თქმით Core Animation-ის შეცდომა განაპირობებდა.
ელ. ფოსტის პერსონალური დომენები
iOS 15.4 აფართოებს ელექტრონული ფოსტის დომენის ფუნქციის მხარდაჭერას, რომელიც ფასიან iCloud+ გეგმისთვისაა ხელმისაწვდომი. თუ გახსნით Settings > Apple ID > iCloud, შენიშნავთ, რომ შესაძლებელია “iCloud Mail” სექციის გახსნა და პერსონალური დომენის კონფიგურაცია.
SharePlay
SharePlay-ს მხარდაჭერის მქონე აპლიკაციებიში ახლა უკვე შესაძლებელია ფუნქციის პირდაპირ გაზიარების სექციიდან გამოყენება.
TV App პერსონალიზაცია
Settings > TV > Device Preferences სექციას დაემატა Up Next Display ფუნქცია, რომელიც ორ განსხვავებულ პარამეტრს გვთავაზობს, ესენია: Still Frame და Poster Art. Still Frame აჩვენებს ჩართულ ან მომდევნო ფილმში/სერიალში არსებულ რეალურ კადრს, ხოლო Poster Art – ოფიციალურ პოსტერებს(იხილეთ ფოტო).
ვებსაიტების Passkey მხარდაჭერა
განახლება გვთავაზობს ავტორიზაციის ახალ ფუნქციას Passkey მხარდაჭერის მქონე ვებსაიტებსა და აპებზე. ასეთ საიტებზე ავტორიზაციისათვის პაროლის შეყვანის მაგივრად შესაძლებელია Face ID / Touch ID გამოყენება.
Emergency SOS
გადაუდებელი დახმარების გამოსაძახებლად Emergency SOS იყენებს Call with Hold ფუნქციას. გადაუდებელი დახმარების გამოძახსებისათვის ხანგრძლივად დააჭირეთ გვერდითა და ხმის ღილაკებს ათვლის დაწყებამდე.
Tap to Pay ფუნქცია iPhone-ზე
iOS 15.4 ამატებს Tap to Pay მხარდაჭერას, რომელიც შექმნილია NFC თავსებადი iPhone-ზე გადახდების მისაღებად ყოველგვარი დამატებითი აპარატურის საჭიროების გარეშე.
Safari თარგმანი
iOS 15.4 გამოსვლით Safari-ს თარგმანის ფუნქციას დაემატა 2 ახალი ენა: იტალიური და ჩინური (ტრადიციული).
Apple News
Apple News აპლიკაციაში გამარტივა აუდიო შინაარსის ძიება როგორც Today feed-ში, ისე Audio ჩანართში.
პოდკასტის ფილტრები
თქვენს ბიბლიოთეკაში შესაძლებელია ეპიზოდების გაფილტვრა შემდეგი კატეგორიებით: ნანახი, სანახავი, ჩამოტვირთული ან შენახული. ასევე შესაძლებელია კონკრეტული სეზონებით გაფილტვრაც.
Offline Siri განახლებები
Siri-ს ახლა შეუძლია დროისა და თარიღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება iPhone XS-ზე, iPhone XR-ზე, iPhone 11-ზე ან უფრო ახალ მოდელზე.
Siri–ს ახალი ხმა
iOS 15.4 ამატებს Siri–ს ახალ ხმას ამერიკელი მომხმარებლებისთვის, რომლის არჩევაც Settings > Siri & Search > Siri Voice-ში შეიძლება.
AirTags–ის ანტი–სათვალთვალო განახლება
iOS 15.4-ს დაემატა AirTag-ის ანტი–სათვალთვალო ცვლილებები. AirTag-ის ან Find My აქსესუარის დაყენებისას, ახლა არის გაფრთხილება, რომ მოწყობილობა მიბმულია Apple ID-ზე და რომ მისი თვალთვალის დანიშნულებით გამოყენება ვინმეს თანხმობის გარეშე დანაშაულია.
Magnifier
Magnifier–ს უკვე შეუძლია ულტრა–ფარტო კამერის გამოყენება მცირე ზომის ობიექტების უკეთ გამოსაკვეთად (iPhone 13 Pro, iPhone 13 Pro Max).
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.