2020 წლის 10 ნოემბერს Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი თაობის კომპიუტერები რევოლუციური M1 ჩიპით, რამაც საოცრად გააუმჯობესა მოწყობილობების საერთო მაჩვენებლები.
ბლოგში ვისაუბრებთ თუ რატომ არის MacBook Air M1 საუკეთესო არჩევანი სამუშაოდ და რა უპირატესობებს გვთავაზობს მისი განახლებული პროცესორი.
M1 ჩიპი და მისი უპირატესობები
M1 პროცესორს აქვს 8 ბირთვი (4 – მაღალი მწარმოებლური, 4 – ენერგოეფექტური). ცენტრალური პროცესორის სისწრაფე წინა თაობასთან შედარებით 3.5–ჯერ გაიზარდა.
M1 ჩიპსეტის GPU 8 ბირთვიანია. Apple-ის ინჟინრები ამბობენ, რომ დღესდღეობით М1 GPU ყველაზე ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორია პლანეტაზე. წინა თაობასთან შედარებით მისი გრაფიკული შესაძლებლობები 5–ჯერ არის გაზრდილი.
ამას გარდა, M1–ში გვხვდება მძლავრი 16 ბირთვიანი ნეირონული პროცესორი, რომელსაც წამში 11 ტრილიონამდე ოპერაციის დამუშავება შეუძლია და რომლის დახმარებითაც მანქანური სწავლება 9–ჯერ უფრო სწრაფია.
Apple–ში აცხადებენ, რომ M1 დაახლოებით 2-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თანამედროვე პერსონალური კომპიუტერების ჩიპსეტების უმეტესობა.
კომფორტი და ენერგოეფექტურობა
13 ინჩიანი MacBook Air–ის სისქე სულ რაღაც 1,61 სმ–ა და მხოლოდ 1,29 კგ–ს იწონის. სიმძლავრე არასდროს ყოფილა ასეთი კომპაქტური.
MacBook Air M1–ს აქვს ყველაზე მოწინავე ოპერაციული სისტემა – MacOS Big Sur, რომელიც უმცირეს დეტალებამდეა გააზრებული. სისტემა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც მისი მოხმარებაში საოცრად ნათლად ისახება.
M1 ჩიპი ავტომატურად ირჩევს რეჟიმებს და ანაწილებს ამოცანებს ბირთვებს შორის, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ლეპტოპის ენერგოეფექტურობას.
კლავიატურა
პროგრამისტები, ჟურნალისტები, ქოფირაითერები, ბლოგერები და უბრალოდ ტექსტზებზე მომუშავე ადამიანები დაგვეთანხმებით, რომ ხარისხიანი და კომფორტული კლავიატურა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ეფექტური მუშაობისათვის.
MacBook Air M1 აღჭურვილია Apple-ის სუპერ კომფორტული Magic Keyboard-ით. რბილი კლავიშები და მკაფიო რეაგირება საოცრად სასიამოვნოა მუშაობისას, რაც ამავდროულად საგრძნობლად ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას უშალოდ ტექსტის აკრეფისას.
გამოსახულება
M1–ზე დაფუძნებულ Mac გვთავაზობს 13.3 ინჩიან Retina ეკრანს. პიქსელების მაღალი სიმჭიდროვე და 2560×1600 გაფართოება თქვენს ფოტოებსა და ვიდეობს გამორჩეულ სიცოცხლეს ანიჭებს.
P3–ის ფერთა ფართო სპექტრის წყალობით მწვანე და წითელი ფერის ხარისხი და ჩვენება sRGB–სთან შედარებით 25%–ით არის გაუმჯობესებული.
განახლებული სისტემა ასევე გვთავაზობს Night Shift ტექნოლოგიის მხარდაჭერას, რაც ჭარბი განათების პირობებში თვალების ნაკლებად დაღლაზეა ორიენტირებული.
ეკრანის მაღალი ხარისხი უმთავრესი კრიტერიუმია ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებისათვის როგორიცაა: დიზაინი, ფოტოგრაფია, ხატვა, არქიტექტურა, ვიდეო მონტაჯი და გრაფიკასთან კავშირსი არსებული სხვა პროფესიებისათვის.
ძლიერი ელემენტი და გაგრილება
ახალი MacBook Air ავტონომიურობაშიც საკმაოდ დაწინაურდა. განახლებული ელემენტი 18 საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს – 5 საათით მეტი ვიდრე მისი წინამორბედი და სულ რაღაც 2–3 საათით ჩამორჩება ახალ MacBook Pro–ს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი თაობის MacBook Air საერთოდ არ გამოსცემს ხმას, რადგან მასში არ გვხვდება ტრადიციული ქულერები. განახლებული კორპუსი ალუმინის სითბოს ამრიდი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ანეიტრალებს წარმოებულ სიმხურვალეს.
MacBook M1 – იდეალური ლეპტოპი
M1 ჩიპი ნამდვილად მომავლის ტექნოლოგიაა. დაბეჭდეთ ტექსტი, იმუშავეთ კოდთან, გრაფიკასთან, ვიდეოთან და ხმასთან – ამ ლეპტოპს შეუძლია ნებისმიერი დატვირთვისა და სირთულის სამუშაოს შესრულება, რაც ადრე მხოლოდ Pro ვერსიებისაგან იყო მოსალოდნელი.
მისი გამოყენება გართობის კუთხითაც არის შესაძლებელი და ამას გარდა ის ძალიან კომფორტული და პორტატულია, რაც შესანიშნავი ბონუსია თუ ხშირად მოგზაურობთ.
შეარჩიეთ მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. Apple–მა M1–ზე დაფუძნებული MacBook Air ორი კონფიგურაციით შემოგვთავაზა: 256 GB და 512GB SSD.
შეიძინეთ MacBook Air M1 iSpace-ში Apple-ის ოფიციალური გარანტიით.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.