შეუკვეთე ახალი MacBook სასურველი კონფიგურაციით.

18 ოქტომბერს Apple–მა წარმოგვიდგინა 2 უპრეცედენტოდ მძლავრი MacBook, რომლებიც აღჭურვილია უახლესი M1 Pro და M1 Max ჩიპებით.

მოწყობილობების შეძენა სულ მალე შესაძლებელი იქნება iSpace-ში, თუმცა სანამ ეს მოხდება მოდით, განვიხილოთ მათი სპეციფიკაციები და შესაძლებლობები.

სრულიად ახალი დიზაინი

ახალი MacBook–ის ვიზუალური განსხვავება პირველივე შეხედვით ნათელია. ალუმინის კორპუსმა უფრო მომრგვალებული ფორმები მიიღო, ხოლო Magic Keyboard–ს აღარ აქვს Touch Bar, რომლის მაგივრადაც დაემატა ფიზიკური კლავიშები.

ეკრანის ჩარჩოები კიდევ უფრო შევიწროვდა, ხოლო მის ზედა ნაწილს დაემატა კამერის ჩაჭრილი ფორმა iPhone-ს სტილში, რომელიც აერთიანებს კამერას, მიკროფონს, სიახლოვისა და განათების სენსორებს.

Apple–მა ასევე გადაწყვიტა Mac Pro–ში პოპულარული კონექტორების დაბრუნება:

  • HDMI – მონიტორებთან და ტელევიზორებთან მარტივი კავშირისთვის;
  • სამი Thunderbolt 4 პორტი – მაღალსიჩქარიანი გარე მოწყობილობებისთვის;
  • სლოტი SD ბარათებისთვის;
  • ყურსასმენის კონექტორი;
  • MagSafe ახალი დიზაინით და მეტი სიმძლავრით.
https://youtube.com/watch?v=9tobL8U7dQo%3Frel%3D0%26showinfo%3D0

M1 Pro და M1 Max – საოცარი სიმძლავრე და უზარმაზარი წინსვლა.

M1 Pro ჩიპი შეგვხვდება MacBook Pro 14 მოდელში. ცენტრალური პროცესორის სტანდარტულ ვერსიას აქვს 8 ბირთვი, ხოლო გაუმჯობესებულ ვერსიას – 10 ბირთვი. M1 ჩიპთან შედარებით, პროცესორის მუშაობა 70%-ით გაიზარდა. GPU მოიცავს 16-მდე ბირთვს. ის ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე გასული წლის M1 ჩიპი.

ამასთან ერთად, ჩიპს აქვს 32 GB–მდე კომბინირებული მეხსიერებასთან მუშაობის მხარდაჭერა.

M1 Max ჩიპი ერთადერთი ვარიაციაა, რომელიც M1 Pro-ზე მძლავრია: მისი შესრულება ორჯერ უფრო მაღალია. მას აქვს იგივე ულტრა–მძლავრი 10 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც M1 Pro ჩიპში გვხვდება. თუმცა, გრაფიკული პროცესორი 16 ბირთვის მაგივრად 32 ბირთვს გვთავაზობს. შედეგად, ის 4-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე M1 გრაფიკული სისტემა.

მეხსიერების გამტარობა გაიზარდა 400 გბ/წმ -მდე. ეს არის ორჯერ M1 Pro და თითქმის 6-ჯერ M1 შესაძლებლობები. M1 Max მაქსიმალური კონფიგურაცია შეადგენს 64 GB–ს მაღალსიჩქარიანი გაერთიანებული მეხსიერებით. თუ ეს არაფერს გეუბნებათ, მაშინ წარმოიდგინეთ: დღესდღეობით არსებული მოწყობილობების უმეტესობას აქვს არა უმეტეს 16 GB მხარდაჭერა.

ეკრანი – საუკეთესო მსოფლიოში

პირველად MacBook Pro აღჭურვილია მინი-LED ტექნოლოგიის მქონე Liquid Retina XDR ეკრანით, რომელიც მხოლოდ 2021 წლის iPad Pro–ში გამოიყენებოდა. მინი-LED მატრიცა უზრუნველყოფს სტაბილურ სრულეკრანიან სიკაშკაშეს 1000 ნიტამდე. პიკი – 1600 ნიტამდე. ეკრანს აქვს ფართო P3 ფერთა გამა და მილიარდამდე ფერის მხარდაჭერა. გლუვი გრადიენტები, განსაცვიფრებელი დეტალები და ღრმა ელფერი გარანტირებულია.

ეკრანის კიდევ ერთი ინოვაციაა ProMotion. ეს ტექნოლოგია უკვე ნაცნობია iPhone 13 Pro და iPad Pro მფლობელებისთვის. ის არგებს კადრის განახლების სიხშირეს 120 Hz-მდე ეკრანზე არსებული გამოსახულების მიხედვით. თუ გამოსახულება სტატიკურია, სიხშირე ავტომატურად მცირდება რაც ელემენტის ენერგიის დაზოგვას ემსახურება. საჭიროების ან სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ფუნქიცის როგორც სრულად გამორთვა, ისე თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგება.

ეკრანებზე საუბრისას ასევე უნდა აღინიშნოს მათი ზომის ცვლილებები. ჩარჩოების შემცირებამ გამოიწვია ეკრანის აქტიური ფართობის გაზრდა. ახლა 16 ინჩიანი ეკრანი 16.2 ინჩი, ხოლო 14 ინჩიანი 14.2 ინჩი გახდა.

მოწინავე კამერა და აუდიო სისტემა

ორივე MacBook Pro გვთავაზობს 1080p გაფართოების კამერებს. უფრო დიდი დიაფრაგმის მქონე ობიექტივი უზრუნველყოფს მეტი შუქის შეგროვებას. ამიტომ, ფოტოები ორმაგად უკეთესი ხარისხისაა თუნდაც დაბალი განათების პირობებში. ვიდეოს ხარისხის გასაუმჯობესებლად კი სისტემა იყენებს გამოსახულების სიგნალის პროცესორს (ISP) და ნეირონულ ძრავს.

M1 Pro და M1 Max ჩიპების მქონე უახლესი მაკბუქები იდეალური მოწყობილობებია ხმასთან სამუშაოდ, როდესაც თითეული დეტალის მოსმენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ხმაურის ბარიერი 60%–მდე დაეცა, ხოლო 6 დინამიკიან სისტემას აქვს სივრცული აუდიოს მხარდაჭერა.

არაჩვეულებრივი ავტონომია

პროფესიონალი ლეპტოპების უმეტესობა დენის წყაროდან გამოერთების შემდეგ კარგავს სიმძლავრეს და წარმადობას. უახლესი MacBook-ების შემთხვევაში კი სიტუაცია სულ სხვანაირია: ერთი სრული მუხტით 14 ინჩიანი Mac გვთავაზობს 17 საათამდე სამუშაო დროს, ხოლო 16 ინჩიანი მოდელი 21 საათამდე სამუშაო დროს.

ოპერაციული სისტემა ოპტიმიზებულია M1 Pro და M1 Max–ზე

ახალი MacBook Pro აღჭურვილია ყველაზე მოწინავე ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიით – macOS Monterey. ის სპეციალურად არის შექმნილი M1 Pro da M1 Max ჩიპებთან სამუშაოდ.

MB Pro და M1 Max ჩიპებზე დაფუძნებული MacBook Pro სცილდება ჩვეულებრივი ლეპტოპის შესაძლებლობებს. ისინი შექმნილია დეველოპერების, დიზაინერების, ფოტოგრაფების, კინორეჟისორების, 3D მხატვრების, მუსიკოსების და ზოგადად ყველასათვის, ვინც ეძებს მსოფლიოში საუკეთესო ლეპტოპს.

MacBook Pro

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *