2023 წელს Apple-მა გამოუშვა ახალი MacBook Pro M2 (Pro, Max, Ultra), რამაც მომხმარებლებში დაბნეულობა გამოიწვია: ღირს თუ არა M3-ში დამატებით ფულის გადახდა, თუ M2–ც კარგად გაართმევს თავს ყოველდღიურ დავალებებს?
დღევანდელ ბლოგში შევადაროთ ორი ჩიპი და გავიგოთ, თუ რომელი ლეპტოპი უნდა აირჩიონ პროფესიონალებმა.
MacBook Pro M2: სიმძლავრე და ხელმისაწვდომობა
M2 არის M1 ჩიპის გაუმჯობესებული ვერსია, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ პროდუქტიული და ენერგოეფექტურია. Apple-მა გამოუშვა M2 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა M2 Pro და M2 Max 2023 წლის იანვარში. M2 Ultra ჩიპი კი 2023 წლის ივნისში დაინერგა.
რა უპირატესობა აქვს MacBook Pro M2-ს წინა მოდელებთან შედარებით? პირველ რიგში, გაუმჯობესებული პერფორმანსი, 18% (CPU) და 35% (GPU) M1-თან შედარებით. მეორეც, ნეირონული ძრავა M2–ში 40%-ით უფრო სწრაფია ვიდრე M1–ში. მისი სიმძლავრის წყალობით, MacBook M2 შესაფერისია ამოცანების ფართო სპექტრისთვის: ვიდეოს რედაქტირება, 3D რენდერი, თამაშები და სხვა ინტენსიური ამოცანები.
MacBook Pro M2-ით სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ამიტომ იგი მიიღებს პროგრამული უზრუნველყოფის/უსაფრთხოების განახლებებს და Apple-ისგან მრავალი წლის განმავლობაში ექნება მხარდაჭერა. MacBook Pro M2 შესანიშნავი არჩევანია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ ძლიერი, საიმედო, თუმცა ხელმისაწვდომი MacBook.
MacBook Pro M3 – რაში ვიხდით ზედმეტ 40%-ს
M3 არის Apple-ის უახლესი თაობის ჩიპი. მას აქვს 30%-იანი ზრდა CPU-ს მუშაობაში და 50%-ით გაზრდილი GPU-ის შესრულება M1-თან შედარებით. თუმცა, M2 ჩიპის მქონე MacBook Pro–ც არ არის ხელწამოსაკრავი, რადგან აქვს საკმარისი ძალა სტანდარტული და პროფესიონალური ამოცანების შესასრულებლად.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს არჩევანზე, არის ფასი. MacBook Pro M3 მნიშვნელოვნად ძვირია ვიდრე M2.
Gartner-ის კვლევის მიხედვით, MacBook Pro M2 პოპულარულ არჩევანად რჩება, განსაკუთრებით მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ მაქსიმალური შესრულება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ MacBook Pro M3-ის გამოშვების შემდეგ, IT სპეციალისტებმა ვერ იგრძნონ M2-დან M3-ზე გადასვლის მკვეთრი საჭიროება, რადგან M2 მაინც შესანიშნავად უმკლავდება ყველაფერს, მიუხედავად ჩიპის ახალი ვერსიის გამოშვებისა.
სხვა საკითხებთან ერთად, MacBook Pro M3-ის ბატარეის ხანგრძლივობა უფრო დაბალია, ვიდრე MacBook Pro M2-ისა და არის, შესაბამისად, 18 და 20 საათი.
MacBook Pro M2 და M3-ის გამოყენება
თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, MacBook Pro M2 ან M3 შეიძლება იყოს თქვენი იდეალური არჩევანი:
რომ შევაჯამოთ
არ არსებობს უნივერსალური პასუხი კითხვაზე, თუ რომელი MacBook Pro არის უკეთესი. MacBook Pro M2 არის კარგი არჩევანი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ფული და მიიღოთ შესანიშნავი ლეპტოპი. MacBook Pro M3 არის პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მაქსიმალური შესრულება ყველაზე რთული ამოცანების შესასრულებლად.
P.S. არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ ჩვენი MacBook Pro M2 და M3 მიმოხილვები და ტესტები სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით🌐 asbc.ge
📱+ 995 597771737
როლანდ დარბინიანი – B2B გუნდის ლიდერი
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.