სექტემბერში, Apple-მა Mac-ისთვის ახალი ოპერაციული სისტემა გამოუშვა – macOS 15 Sequoia. ახალი ფუნქციები სისტემასთან ურთიერთობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მართეთ სმარტფონი და უპასუხეთ შეტყობინებებს კომპიუტერიდან, ამოხსენით მათემატიკური განტოლებები Notes-ში, მართეთ ფანჯრები — და ეს macOS Sequoia-ს ყველაზე საინტერესო ფუნქციების უმცირესი ნაწილია. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ახალი OS-ის მთავარ შესაძლებლობებს.
მართეთ iPhone პირდაპირ Mac-დან
iPhone-ის Mirroring ფუნქციით, თქვენ შეგიძლიათ მართოთ სმარტფონი და იხილოთ მისი ქონთენთი თქვენს Mac-ზე.
ფუნქციის ჩასართავად, Mac-ზე და iPhone-ზე დალოგინდით ერთი და იმავე Apple ID-ით. ორივე მოწყობილობაზე ჩართეთ Wi-Fi, Bluetooth და მოათავსეთ ერთმანეთის სიახლოვეს.
თქვენს Mac-ზე გახსენით “iPhone Mirroring” აპლიკაცია, ჩაწერეთ მოწყობილობის პაროლი და აირჩიეთ Always Ask ან Sign In Automatically.
ამ ფუნქციით შეგიძლიათ შემდეგი მოქმედებების შესრულება:
· საბანკო ანგარიშის შემოწმება;
· ტექსტები კლავიატურის აკრეფა;
· თამაში;
· ნებისმიერი iPhone აპლიკაციის Mac-ზე გახსნა.
iPhone Mirroring აღარ საჭიროებს მესენჯერის აპების ან სხვა პროგრამების ორივე მოწყობილობაზე ინსტალაციას — საკმარისია მათი ქონა სმარტფონში. ფუნქციას აქვს კლავიატურის, მაუსის და თრექფედის მხარდაჭერა, რაც საოცრად გვეხმარება ნავიგაციაში.
საინტერესოა ფუნქციის მოქმედების მექანიზმი: აქტივაციის შემდეგ, რეალური ზომის iPhone გამოჩნდება თქვენს Mac-ზე ეკრანზე.
წლის ბოლოს დაემატება ახალი ფუნქცია: დოკუმენტების და მედია ფაილების iPhone-დან Mac-ზე გადატანა.
მიიღეთ შეტყობინებები MacBook-ზე
iPhone Mirroring-ის ერთ-ერთი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ავტომატურად მიიღოთ სმარტფონის შეტყობინებები თქვენს Mac-ზე. თუ ფუნქცია ჩართულია, პასუხის გაცემასაც შეძლებთ. რაც დაგეხმარებათ, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები მაშინაც კი, თუ ტელეფონი სხვა ოთახში გაქვთ დატოვებული.
თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელი აპები მიიღებენ შეტყობინებებს: მესენჯერები, თამაშები, საბანკო სერვისები. ამისათვის გახსენით Settings > Apps > აირჩიეთ სასურველი აპლიკაცია, დააჭირეთ Notifications და ჩართეთ Show on Mac.
მოხერხებულად მართეთ ფანჯრები
თქვენი სამუშაო სივრცის მართვა კიდევ უფრო მარტივია. ახლა უკვე შეგიძლიათ ერთდროულად გახსნათ 2, 3 ან 4 აპლიკაცია და ეკრანზე სურვილისამებრ განალაგოთ.
როგორ მართოთ ფანჯრები:
· გადაიტანეთ ფანჯარა ეკრანის მარჯვენა, მარცხენა ან ზედა კიდეზე, შემდეგ ჩართეთ — სისტემა შემოგთავაზებთ ფანჯარის იმ ნაწილის შევსებას.
· გადაიტანეთ ფანჯარა ეკრანის კუთხეში ან გვერდზე და დააჭირეთ Option ღილაკს, რის შემდეგაც ფანჯარა შეავსებს ამ ადგილს.
· მოძებნეთ მწვანე “Maximize” ღილაკი ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში, მიიტანეთ მაუსი მასზე და აირჩიეთ წინასწარ განსაზღვრული ადგილი. macOS Sequoia შეისწავლის როგორ იყენებთ აპებს და შემოგთავაზებთ ოპტიმალურ განლაგებებს.
ფანჯრების მართვა Window მენიუდანაც შეიძლება — მათი ზომის, პოზიციის შეცვლა ან ეკრანის მთლიანად შევსება.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურის მალსახმობები ფანჯრების გადასაადგილებლად. სამუშაო სივრცეზე ფანჯრის გასაფართოებლად, დააჭირეთ Fn + Control + F. მარჯვნივ ან მარცხნივ გადასაადგილებლად დააჭირეთ Fn + Control + ისრის ღილაკები. სხვა მალსახმობებს ნახავთ Apple-ის ვებგვერდზე.
ფანჯრებს შორის ზოლების მოსაშორებლად გახსენით “System Settings” > “Desktop & Dock” და გამორთეთ “Show Tiled Windows with Gaps” პარამეტრი.
შეინახეთ პაროლები ერთ სივრცეში
Keychain ფუნქცია ადრე პარამეტრებში იყო დამალული, თუმცა ახლა მისი გამოყენება უფრო მარტივად არის შესაძლებელი ახალი “Passwords” აპლიკაციით. აქ შეგიძლიათ, შეინახოთ თქვენი ავტორიზაციის მონაცემები, მათ შორის პაროლები და ვერიფიკაციის კოდები. თუ აპლიკაციას დაამატებთ სწრაფი წვდომის მენიუში, პაროლების დაკოპირება და გამოყენება კიდევ უფრო გამარტივდება. ეს ამარტივებს Wi-Fi პაროლის გაზიარებას, სხვა უპირატესობებთან ერთად.
მონაცემები სინქრონდება ყველა თქვენს მოწყობილობაზე თქვენი Apple ID-ის საშუალებით — Mac, iPhone, iPad, Apple Vision Pro და Windows მოწყობილებებზე. ასევე შეგიძლიათ მათი გაზიარება AirDrop-ის საშუალებით. ავტოშევსების ფუნქციით, პაროლები და კოდები ავტომატურად შეივსება ფორმებში.
macOS-ის განახლების შემდეგ, ეს ფუნქცია სტანდარტულად ჩართული უნდა იყოს. ამის შესამოწმებლად, შედით თქვენს iCloud ანგარიშში და მოძებნეთ “Passwords” პარამეტრი.
შექმენით ხმოვანი ჩანაწერები და დაამატეთ ფერები
განახლებულ Notes აპლიკაციაში შეგიძლიათ:
· პარაგრაფების მიხედვით სექციების გაშლა/აკეცვა “Paragraph Styles”-ის გამოყენებით. ეს აადვილებს დიდ ჩანაწერებთან მუშაობას.
· სიტყვების გაფერადება სწრაფი იდენტიფიკაციისთვის — აირჩიეთ “Font” > “Highlight.”
· ხმის ჩაწერა, ჩანაწერების ჩატვირთვა და ხმოვან ტექსტად გადაკეთება (ტრანსკრიფცია ამჟამად მხოლოდ ინგლისურად მუშაობს).
· მათემატიკური ამოცანების და განტოლებების ამოხსნა. დაწერეთ განტოლება, დაამატეთ “=” და პასუხი მაშინვე გამოჩნდება.
ცნობისთვის, კალკულატორი ხელმისაწვდომია სხვა აპლიკაციებშიც, მაგალითად, მესენჯერებში. დაწერეთ განტოლება, დაამატეთ “=” და მიიღებთ პასუხს.
დაბლოკეთ რეკლამები Safari-ში და უყურეთ ვიდეოებს ფონურად
ბრაუზერს დაემატა რამდენიმე საინტერესო ფუნქცია:
· Distraction Control: აშორებს მოსაბეზრებელ პოპ-აპებსა და რეკლამებს. გახსენით ვებგვერდი, დააჭირეთ მისამართის ზოლის მარჯვენა მხარეს არსებულ სიმბოლოებს და აირჩიეთ “Hide distracting objects…”. შემდეგ მონიშნეთ პოპ-აპი და დამალეთ.
· Video Viewer: უყურეთ ვიდეოებს “picture-in-picture” რეჟიმში ან გაუშვით ტელევიზორზე AirPlay-ის გამოყენებით. სხვა საიტზე გადასვლის ან გვერდის სქროლვის დროსაც კი, ვიდეოს განაგრძობს დაკვრას.
· Safari Highlights: ჰაილაითები მოიცავს რუკებს, დაჯავშნის ღილაკებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
Reading რეჟიმში შეგიძლიათ აირჩიოთ ფონტები და ფერები, კითხვის დაწყებამდე იხილოთ სტატიების შინაარსის ცხრილები და მოკლე მიმოხილვა (თუ სტატია ინგლისურადაა).
დაამატეთ ეფექტები Messages აპში
ახალი ემოჯები, სტიკერები და ანიმაციები — რეგულარული ტექსტები ახლა ემოციებით იტვირთება. შეგიძლიათ სწრაფად უპასუხოთ შეტყობინებას Tapback ემოჯის ფუნქციით.
macOS Sequoia-ს ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქციაა შეტყობინებების დაგვიანებული გაგზავნა. თუ თქვენი მეგობრის დაბადების დღე ხვალაა, შეგიძლიათ მილოცვა წინასწარ გააგზავნოთ და შეტყობინება თქვენ მიერ გაწერილ დროს გაიგზავნება. ამ ფუნქციით შესაძლებელია შეტყობინებების დაგეგმვა ორი კვირით ადრე, რაც ძალიან მოსახერხებელია წინასწარი დაგეგმვისთვის.
კიდევ რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი macOS Sequoia?
დეველოპერებმა დაამატეს მრავალი საინტერესო ფუნქცია სხვადასხვა აპლიკაციებში. ახალი განახლება საშუალებას მოგცემთ:
· შექმნათ, ნახოთ და დაარედაქტიროთ შეხსენებები კალენდარში.
· უპასუხოთ Siri-ს კითხვებს ჟესტების გამოყენებით.
· იხილოთ ფოტოები და ვიდეოები Photos აპლიკაციაში ადამიანების, დღეების და ცხოველების ჯგუფების მიხედვით. კოლექციები ავტომატურად დალაგდება კატეგორიების მიხედვით.
· გაწეროთ სასეირნო მარშრუტები Maps-ში. აპლიკაცია მოიცავს ბილიკებს და ღირსშესანიშნაობებს. შეგიძლიათ შეინახოთ მარშრუტები და გახსნათ ისინი ოფლაინ რეჟიმში.
· აირჩიოთ ფონი ვიდეო ზარებისა და კონფერენციებისთვის FaceTime-ში და სხვა აპლიკაციებში. ფონები შეიძლება იყოს სტატიკური ან დინამიური.
· დააკონვერტიროთ ვალუტა და საზომი ერთეულები კალკულატორში, რომელშიც ხელმისაწვდომია 4 რეჟიმი: Standard (მარტივი მოქმედებები), Scientific (ფესვები, ხარისხები და სხვა რთული მოქმედებები), Programmer (ბინარული კოდის ოპერაციები) და Math notes (გამოთვლები პირდაპირ Notes-ში).
Apple Intelligence AI შესაძლებლობები ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის M სერიის ჩიპების მქონე მოწყობილობებზე ამ წლის შემოდგომაზე, macOS 15.1 Sequoia-ის გამოშვებასთან ერთად.
როგორ დავაინსტალიროთ macOS Sequoia
განახლების დაწყებამდე რეკომენდებულია ყველა მნიშვნელოვანი მონაცემის სარეზერვო ასლის შექმნა Time Machine-ის ან სხვა მეთოდების გამოყენებით. გახსენით Apple მენიუ, დააჭირეთ System Settings > გვერდით მენიუში აირჩიეთ General > Software Update. წინა სერიების macOS-ში ნავიგაცია შესაძლოა განსხვავდებოდეს: System Settings > Software Update.
თუ ვერ პოულობთ Software Update განყოფილებას თქვენს კომპიუტერზე, ჩამოტვირთეთ macOS Sequoia App Store-დან.
macOS Sequoia მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების სრული სია:
თუ ვერ ახერხებთ განახლების დამოუკიდებლად ინსტალაციას გვეწვიეთ iSpace-ში. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ მუშაობს macOS Sequoia Mac-ზე და დაგეხმარებით სისტემის განახლებაში. ჩვენს მაღაზიაში ასევე შეძლებთ, გაეცნოთ Apple-ის უახლეს მოწყობილობებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.