იდეალური საჩუქარი მუსიკის მოყვარულთათვის, სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც გამუდმებით უსმენს მუსიკას, წიგნებს და პოდკასტებს.
დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ 5 მიზეზს, თუ რატომ არის AirPods ერთ–ერთი საუკეთესო სარვამარტო საჩუქარი.
1. ხარისხიანი და მდიდარი ხმა.
ნებისმიერი ყურსასმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბალანსებული და მკვეთრი ხმაა, რასაც AirPods საოცრად ართმევს თავს.
მოწყობილობა აღჭურვილია H1 ჩიპით, დინამიური დრაივერით და ადაპტირებადი ექვალაიზერით, რომელიც ყურსასმენების ჟღერადობის მაქსიმალურად მორგებას უწყობს ხელს.
2. საოცარი ავტონომიურობა.
AirPods–ის ელემენტის ავტონომიურობა ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს. თითოეული AirPods მოდელი საკმაოდ ხანგრძლივ მუშაობის დროს გვთავაზობს და ამავდროულად, საოცრად სწრაფად იმუხტება.
უწყვეტი მოსმენის რეჟიმში მოშაობის ხანგრძლივობა:
- AirPods 2 – 5 საათამდე.
- AirPods 3 – 6 საათამდე.
- AirPods Pro – 4,5 საათამდე.
- AirPods Max – 20 საათამდე.
დამეთანხმებით, რომ ეს საკმარისზე მეტია ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა ონლაინ შეხვედრა, ვარჯიში, ფილმის ყურება და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ყურსასმენის ქეისში 5 წუთით მოთავსება საოცრად ახანგრძლივებს მოსმენის დროს.
პერიოდული დამუხტვით მუშაობის ხანგრძლივობა:
- AirPods 2 / AirPods Pro – 24 საათზე მეტი მოსმენის დრო და 20 საათამდე საუბრის დრო.
- AirPods 3 – 30 საათამდე მოსმენის დრო და 20 საათამდე საუბრის დრო.
3. Apple ეკოსისტემა – სწრაფი გადართვა მოწყობილობებს შორის.
AirPods ავტომატურად გადაერთვება Mac-დან iPhone-ზე ზარის შემოსვლის შემთხვევაში, რაც დამეთანხმებით საოცრად პრაქტიკული ფუნქციაა.
ამ ფუნქციაზე პასუხისმგებელია H1 ჩიპი. ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია როგორც ხელით, ისე ავტომატურად. ერთადერთი წინაპირობა კი მოწყობილობების ერთი და იგივე Apple ID–ით ავტორიზებაა.
4. მოწინავე ტექნოლოგია.
AirPods Pro და AirPods Max შესანიშნავია ქალაქის ხმაურში გამოსაყენებლად. ყურსასმენები აღჭურვილია აქტიური ხმაურის გაუქმების სისტემით, რომელიც მოსმენის რეჟიმში ახშობს გარე ხმებს.
ადაპტირებადი ექვალაიზერის(AirPods 3, AirPods Pro, AirPods Max) საშუალებით, მოირგებთ ყურსასმენის ჟღერადობას.
სივრცული აუდიო ლაივ მოსმენის განცდას ქმნის. ტექნოლოგია ცვლის ხმის ინტენსივობას და მოცულობას ადამიანის პოზიციის მიხედვით.
5. მარტივი მართვა და დაცვა ტენიანობა–ოფლისგან.
AirPods არ საჭიროებს კონფიგურაციას. მუსიკის შესაცვლელად ან/და ზარზე საპასუხოდ არ არის საჭირო სმარტფონის ამოღება–გახსნა.
ნებისმიერი AirPods-ის მართვა შეიძლება Siri ხმოვანი ასისტენტის ან მარტივი შეხების გამოყენებით. AirPods 2, AirPods 3 და AirPods Pro აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც რეაგირებენ შეხებაზე. ამის დახმარებით შესაძლებელია:
- მუსიკის გადართვა;
- ზარზე პასუხი;
- მუსიკის ჩართვა/დაპაუზება;
- Siri–ს გამოყენება;
- ხმაურის გაუქმებასა და გამჭვირვალე რეჟიმს შორის გადართვა.
! ასევე უნდა აღინიშნოს, რომ AirPods ყურსასმენებს არ ეშინიათ ოფლის, ტენიანობის, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია წვიმაშიც კი.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.