რა ვაჩუქოთ 8 მარტს? იდეალური საჩუქრის არჩევა ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა და ხშირ შემთხვევაში ადამიანის გემოვნების ცოდნას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი საჩუქრები, რომლებიც ყველას ძალიან გაახარებს. დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ 5 მიზეზს iPad-ის სასარგებლოდ.
1. მსუბუქი და კომპაქტური.
iPad-ის ერთ–ერთი უმთავრესი უპირატესობა მისი სიმსუბუქე და კომპაქტურობაა. სწორედ ამიტომ არის მისი ტარება ასეთი მოსახერხებელი და მარტივი. ამასთან ერთად, მოწყობილობა საკმაოდ მძლავრია და ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია – იქნება ეს სასწრაფო სამუშაო, ფილმების ყურება თუ თამაში.
ამ ყველაფერს სმარტფონზეც შეასრულებთ თუმცა iPad-ის ეკრანი ზომა აშკარად მეტად კომფორტულია. უფრო მეტიც, iPad გვთავაზობს ჟესტების მხარდაჭერასაც, რაც ზოგავს დროს მულტი–თასქინგის დროს.
2. გვეხმარება დროის დაზოგვაში.
iPad-ის ყველა უახლესი მოდელი აღჭურვილია ულტრა–მძლავრი ჩიპით და მუშაობს წარმოუდგენლად სწრაფად. იქნება ეს ცალკეული თუ რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად მუშაობა. თანაც ეს ყველაფერი გაჭირვების და ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ iPad-ით შესაძლებელია მობილური ინტერნეტის გამოყენებაც, რაც Wi-Fi–სთან მიჯაჭვულობას გვარიდებს თავიდან.
3. აქვს უამრავი გამოყენება და ანაცვლებს ბევრ ნივთს.
iPad მარტივან ანაცვლებს ყოველდღიური გამოყენების ნივთებს, იქნება ეს ბლოკნოტი და კალამი, წიგნები, ტელევიზორი, ფლეიერი, ლეპტოპი, სმარტფონი და ა.შ.
Apple iPad იდეალურია მათთვის, ვინც ხატავს, მუშაობს გრაფიკასთან ან შეჩვეულია ინფორმაციის ჩანიშვნას. Apple Pencil-ით კი ამ ყველაფრის გაკეთება კიდევუ უფრო მარტივი და სასიამოვნოა. სპეციალური სენსორების დახმარებით სტილუსი აღიქვამს დაწოლის 2000 განსხვავებულ სიმძლავრეს და დახრის კუთხეს.
რაც უნდა კარგი იყოს ეკრანის კლავიატურა, დიდი ტექსტების აკრეფა ფიზიკური კლავიატურით ბევრად უფრო მოსახერხებელია. ასეთი კლავიატურებია – Magic Keyboard ან Smart Keyboard, რომელიც დახურულ მდგომარეობაში ქეისის ფუნქციას ასრულებს და იცავს პლანშეტს დაზიანებისგან. გახსნილ მდგომარეობაში კი ის კლავიატურასთან ერთად სადგამის ფუნქციასაც ითავსებს.
4. მაქსიმალურად ერგება საკუთარ მფლობელს.
iPad-ით შეგვიძლია მოვუსმინოთ ლექციებს, ვიმუშაოთ ერთობლივ პროექტებზე და უბრალოდ ვესაუბროთ კოლეგებს გაჩერების და დაჯდომის გარეშე.
პლანშეტი ფაქტიურად ერგება მფლობელის განრიგს და ცხოვრების ტემპს. ამასთან ერთად, მისი ელემენტი ზუსტად იმდენ ხანს მუშაობს რამდენიც გვჭირდება. ყველაზე დიდი და მძლავრი iPad 12.9 Pro ერთი სრული მუხტით 10 საათზე მეტ სამუშაო დროს უზრუნველყოფს.
5. ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
iPad-ს აქვს Retina ეკრანი True Tone ტექნოლოგიით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა კითხვისა და ვებ სერფინგისას. ის არეგულირებს ეკრანის ტემპერატურას გარემოს განათების მიხედვით. სწორედ ამიტომ გამოსახულება საოცარ ბუნებრივობას იძენს, არ ღლის თვალებს და არ გვძაბავს.
თუ უჩივით უძილობას? დიდი შანსია, რომ ეს გამოწვეულია გაჯეტების – სმარტფონის, ლეპტოპის, ტელევიზორის ან სხვათა მიერ გამოსხივებული ლურჯი ნათებით. ეს გამოსხივება უხილავია ადამიანის თვალისთვის, თუმცა ჩვენი ტვინი მას დღის სინათლედ აღიქვამს. ეს კი ანელებს მელატონინის, ძილის ჰორმონის გამომუშავებას და ხელს გვიშლის მოდუნებასა და დაძინებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად, iPad-ს აქვს Night Shift რეჟიმი. ფუნქცია აქტიურდება საღამოს საათებში და ეკრანის ფერები გადააქვს თბილ დიაპაზონში. დღის საათებში კი ავტომატურად აღადგენს სტანდარტულ პარამეტრებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.