1. ესთეტური ვიზუალი და კომფორტული დიზაინი.
iPhone 11, 12 ან 13 მართლაც საოცრად ეფექტურად გამოიყურება. თხელი კორპუსი ბრტყელი კიდეებით, ლითონის ჩარჩოები და სრულიად მინისგან დამზადებული უკანა პანელი. ნათელი და მკვეთრი ეკრანი, რომელიც საოცარი გამოსახულებით გვანებივრებს და ეს ყველაფერი საოცრად კომპაქტურ და პრაქტიკულ კორპუსში.
2. ულტრა–მაღალი ხარისხის ფოტო–ვიდეო.
მაღალი ხარისხის ფოტო–ვიდეო არა მხოლოდ კამერის სისტემის, არამედ სუპერ მძლავრი პროცესორის, ოპტიკური სტაბილიზაციისა და გამოთვლითი ფოტოგრაფიის ალგორითმების დამსახურებაა.
iPhone–ის სხვადასხვა სერიის ტექნიკურ სპეციფიკაციებზე საუბარი საათობის შეიძლება, რითაც თავს არ მოგაწყენთ. მთავარია, რომ ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
3. უმარტივესად უმკლავდება ნებისმიერ დატვირთვას.
დაამუშავეთ ფოტოები Instagram-ისთვის ან დაარედაქტირეთ ვიდეო TikTok-ისთვის. ითამაშეთ ონლაინ ან დაათვალიერეთ საყვარელი Youtube არხი, გახსენით სოციალური ქსელები, მოუსმინეთ მუსიკას და ეს ყველაფერი აკეთეთ ერთდროულად. სმარტფონი მარტივად უმკლავდება ნებისმიერ დავალებას.
4. საოცარი ავტონომიურობა.
iPhone-ის ელემენტის ხანგრძლივობა სმარტფონების ბაზრის საშუალო მაჩვენებლებზე მაღალია. ახალი iPhone 13–ის ელემენტი Apple-ის ნებისმიერ სმარტფონზე მეტ სამუშაო დროს გვთავაზობს. შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ისინი მთელი დღის განმავლობაში და არ იფიქროთ დენის წყაროს ძებნაზე.
iPhone 13–ის ელემენტი 2.5 საათით მეტ სამუშაო დროს გვთავაზობს ვიდრე iPhone 12. ხოლო iPhone 13 Mini – 1.5 საათით მეტს ვიდრე iPhone 12 Mini.
5. დიდხანს ინარჩუნებს აქტუალობას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც ბევრი უგულებელყოფს არის სმარტფონის აქტუალობის ხანგრძლივი შენარჩუნება.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ iPhone ბევრად უფრო ნელა ძველდება, ვიდრე სხვა მწარმოებლების სმარტფონები. ეს ნიშნავს, რომ ის გამართულად იმუშავებს შეძენიდან მრავალი წლის განმავლობაში და სტაბილურად გაუმკლავდება მძიმე დატვირთვას.
მათი გაყიდვაც არ წარმოადგენს პრობლემას, თუ 2–3 წელიწადში გადაწყვეთ განახლებას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.