ნებისმიერი ტატუ იწყება ესკიზით. პროცესი ყოველთვის შრომატევადი და ხანგრძლივია თუ, ტრადიციისამებრ, ქაღალდზე იქმნება. Apple პლანშეტების გამოსვლასთან ერთად კი, უამრავი ტატუ–მასტერი გადაერთო საღებავებიდან ეკრანებზე, რამაც საგრძნობლად გაამარტივა და გაახალისა ესკიზის შექმნის პროცესი.

Good Sign ტატუს სტუდიაში, რომელიც მდებარეობს ბელორუსიაში, კერძოდ ქალაქ მინსკში ქმნიან უნიკალურ და რაც მთავარია კლიენტისათვის სიმბოლური დატვირთვის მქონე ესკიზებს. გზა პროექტის იდეიდან უშუალოდ ტატუს სხეულზე დატანამდე კი თითქმის წარმოუდგენელია iPad და Apple Pencil–ის გარეშე.

Good Sign Tattoo Studio | iSpace.ge – iPad |iSpace.ge – Apple Pencil

ვალერი პოდოროვსკი

«ვინც Apple პლანშეტზე გადავიდა აუცილებლად სვამს კითხვას: თუ რატომ არ გააკეთა ეს აქამდე?»

iPad–ის გამოყენებით კლიენტს ნათლად ვაჩვენებ თუ როგორ გამოიყურება ტატუ. თუ მას ეჭვი ეპარება სხეულის რომელ ნაწილზე უნდა დაიხატოს – მე გადავუღებ ფოტოებს და დავიტან ესკიზს Procreate–ში.

კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქციაა ეკრანის ჩაწერა. iPad ავტომატურად იწერს ესკიზის შექმნის პროცესს. ერთი დაწკაპუნებით კი შეგიძლიათ ჩანაწერის დაჩქარება/შენელება. ჩანაწერის ნახვა ყოველთვის საინტერესოა და უფრო მეტიც, კლიენტიც არ შეიტანს ეჭვს გამოსახულების უნიკალურობაში.

ინსტაგრამი: @podorovsky_tattoo

იანა მა

«მსოფლიოს ყველა ფერი ერთ მოწყობილობაში.»

იანა ბავშობიდან ხატავს. პირველი ტატუ კი თავისივე სხეულზე დაახლოებით 5 წლის წინ დახატა. მისი ტექნიკა საკმაოდ იშვიათია, სახელად – handpoke. ეს არის ტატუირება ტატუ–მანქანის გარეშე, მხოლოდ ნემსითა და საღებავებით.

«ქაღალდზე ხატვას თავისი ხიბლი აქვს, თუმცა iPad-ის შეძენამ ჩემი მუშაობის დონე საოცრად გაზარდა. ესკიზის ქაღალდზე შექმნას როგორც წესი მოყვება მისი სკანირება და შემდგომში Photoshop-ში რედაქტირება, შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი ყველალფერი თავიდან იწყება. პლანშეტი კი საშუალებას მაძლევს, დავხატო შეცდომების გარეშე, რაც ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.»

«ტატუს გარდა, ვხატავ სურათებსა და ილუსტრაციებს. ხარისხიანი ხელოვნების ნიმუშები სულაც არ არის იაფასიანი სიამოვნება. ამ თვალსაზრისით კი, iPad-ის ყიდვა კიდევ უფრო მომგებიანი ინვესტიციაა.»

ინსტაგრამი: @yamtts

ალექსანდრე აბრამოვიჩი

«არ მინდოდა ანალოგური თაობის წარმომადგენელი ვყოფილიყავი და შემდეგ iPad გავიცანი.»

ალექსანდრე პროფესიონალურ ტატუებს 2013 წლიდან ქმნის. მისი სტილია ტრადიციულ ამერიკული ტატუ: დიახ, სწორედ ის ვარდები, თავის ქალები, შუქურები, გემები, ქალთევზები და სხვა ავანტიურისტული კომპოზიციები.

«ნაცნობი ტატუ–მასტერისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იგი ჩემს მეზობლად ცხოვრობს და ხატავს. ისიც ძველი სკოლის სტილში მუშაობს, რამაც ასევე მოახდინა გავლენა ჩემს გემოვნებაზე.»

«მიუხედავად ამისა, დიდი ინტერესი მქონდა თანამედროვე შესაძლებლობების გამოცდის. სწორედ ამიტომ მეგობრისგან საცდელად ვითხოვე პლანშეტი. ამის შემდეგ კი გამოვიტანე მთელი დანაზოგი და შევიძინე iPad

«ადაპტაციას საკმაოდ მცირე დრო დასჭირდა. iPad ინტერფეისი საკმაოდ კომფორტული და ინტუიტიურია. ერთადერთი რამაც დამაბნია ეკრანის ზედაპირია, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება ქაღალდისაგან. თუმცა მცირე ხანში ამასაც მარტივად შევეჩვიე.» 

ინსტაგრამი: @chelsea_tattoo

ანასტასია როშუპკინა

«ჩემი iPad–ის დანახვაზე იფიქრებთ რომ მანქანამ გადაუარა, თუმცა მაინც იდეალურად მუშაობს.»

ანასტასია 6 ტატუს მფლობელია და დაახლოებით 5 წელია რაც ადამიანებზე ხატავს. მისი სამუშაო სტილი ოსტატურად აერთიანებს აკვარელსა და გრაფიკას. თითოეული პროექტი კონტრასტული და ნათელია. მიუხედავად ასეთი გამორჩეული მიმართულებისა, ის კვლავ ეძებს საკუთარ ინდივიდუალურ სტილს.

«მე შევქმენი პროექტი ბრმა ტკივილი, რომლის ფარგლებშიც ადამიანები იხატავენ ტატუს ბრმად. ისინი საუბრობენ თავიანთ ინტერესებსა თუ სურვილებზე, რის შესაბამისადაც მე ვქმნი ესკიზს iPad-ზე. მთელი სეანსის დროს კლიენტი არ იხსნის ნიღაბს. ეს არის სრული იმპროვიზაცია ჩემი და კოლოსალური ნდობა კლიენტის მხრიდან!»

«რატომ ავირჩიე Apple პლანშეტი? ამას უამრავი ფაქტორი აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა. ტაბლეტი საშუალებას მაძლევს ვიყო მობილური: მე მუდმივ კონტაქტზე ვარ კლიენტებთან და შემიძლია, შევქმნა ესკიზის ნებისმიერ დროსა და ადგილზე. ასევე უნდა აღვნიშნო ელემენტი, რომელიც რამდენიმე დღე მყოფნის.»

ინსტაგრამი: @nr_tattoo

პაველ დუბროვსკი

«iPad-ით შედეგი პროგნოზირებადია, რომელშიც ყოველთვის დარწმუნებული ვარ.»

პაშა შემოქმედებით გარემოში გაიზარდა და ბავშვობიდან უნდოდა ტატუების შექმნა. 2012 წელს კი პირველად აიღო ტატუ–მანქანა. რამდენიმე წელში მან სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯა, თუმცა ბოლოს ტრადიციულ და ნეო-ტრადიციულ ტატუ სტილზე შეჩერდა.

«iPad–ის სახით ხატვის სიჩქარე და მობილურობა მივიღე. ადრე მცირე და განმეორებადი დეტალების ხატვა ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი იყო. iPad–ით კი ყველაფერი რამდენიმე წამში სრულდება და რაც მთავარია, შედეგი პროგნოზირებადია და მასში ყოველთვის დარწმუნებული ვარ.»

«ამას გარდა, iPad–ის გამოყენება მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება. ეს არის მრავალფუნქციური მოწყობილობა, რომელიც ადგილს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მარტივად პოულობს.»

ინსტაგრამი: @rofostattoo

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *