უამრავ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც AirDrop წყვეტს მონაცემების გადაგზავნა-მიღებას. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ პრობლემას განვიხილავთ და გასწავლით ხრიკებს, რომ iPhone ან MacBook-ზე შეფერხების გარეშე შეძლოთ მონაცემების გაზიარება.
რა არის AirDrop?
AirDrop არის მარტივი საშუალება ფაილების Apple მოწყობილობებს შორის გადასაცემად. ეს არის უსადენო ტექნოლოგია, რომელიც იყენებს Wi-Fi და Bluetooth-ის კომბინაციას. AirDrop-ით მონაცემების გასაზიარებლად მოწყობილობები უნდა განბლოკოთ და მოათავსოთ ერთმანეთის სიახლოვეს.
როგორ გავგზავნოთ ფაილი AirDrop-ით?
· ჩართეთ Wi-Fi და Bluetooth ორივე მოწყობილობაზე.
· გახსენით ფოტო ან დოკუმენტი, რომლის გაგზავნა გსურთ, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Share.
· აირჩიეთ AirDrop.
· აირჩიეთ AirDrop მომხმარებელი.
რატომ არ ხედავს iPhone AirDrop-ს?
AirDrop ფაილებს Wi-Fi-ისა და Bluetooth-ის გამოყენებით გადასცემს. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ iPhone-ზე ორივე ფუნქცია ჩართულია: როგორც ფაილების გამგზავნ, ისე მიმღებ მოწყობილობაზე. თუ ეს ფუნქციები აქტიურია და AirDrop მაინც არ მუშაობს, გამორთეთ Wi-Fi და Bluetooth და ხელახლა ჩართეთ.
AirDrop კვლავ ვერ პოულობს iPhone-ს? მიმღებ მოწყობილობაზე AirDrop-ის მიღების რეჟიმი უნდა იყოს Everyone-ზე. ამისათვის:
· გახსენით Settings > General > AirDrop > Everyone for 10 Minutes.
თუ ჩართავთ Contacts Only რეჟიმს, ფაილების გადაცემას მხოლოდ iCloud კონტაქტებთან შეძლებთ.
შეამოწმეთ Screen Time შეზღუდვები
დარწმუნდით, რომ AirDrop არ არის შეზღუდული Screen Time განყოფილებაში. ამისთვის გახსენით Settings > Screen Time > Content & Privacy Restrictions > Allowed Apps.
AirDrop უნდა იყოს აქტიურ მდგომარეობაში.
გამორთეთ Personal Hotspot
ფაილების გასაზიარებლად, ორივე მოწყობილობაზე გამორთული უნდა იყოს Personal Hotspot – ეს არის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი მიზეზი, რატომაც AirDrop არ მუშაობს iPhone-ზე. ამან შესაძლოა პრობლემა გამოიწვიოს მაშინ, როცა უსადენო მოდულები გადატვირთულია და ფაილების გადაცემაზე არ რეაგირებენ.
გამორთეთ VPN
AirDrop-ის ფუნქციონირებისთვის, მოწყობილობები უნდა იყოს ერთსა და იმავე ქსელში. აქტიურმა VPN-მა (თუნდაც ერთ-ერთ მოწყობილობაზე) შეიძლება ხელი შეუშალოს კავშირის დამყარებას. VPN-ის გასათიშად:
· გახსენით Settings;
· აირჩიეთ VPN და გამორთეთ.
AirDrop Mac-ზე
AirDrop-ის გამოყენებით, Mac-დანაც შეგიძლიათ ფაილების გადაგზავნა ახლომდებარე Apple მოწყობილობებზე. ამისათვის:
· გახსენით სასურველი ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Share.
· აირჩიეთ AirDrop.
· აირჩიეთ მიმღები.
თუ AirDrop Mac-ზე ვერ ხედავს სხვა მოწყობილობებს
დარწმუნდით, რომ ორივე მოწყობილობაზე (გამგზავნი და მიმღები) ჩართულია Wi-Fi და Bluetooth. ასევე, მოწყობილობები უნდა იყვნენ ერთმანეთის სიახლოვეს(მაქსიმუმ 9 მეტრი). ამ ხარვეზის გამოსასწორებლად:
· გახსენით AirDrop მენიუ Finder-ში.
· Allow me to be discovered by სექციაში აირჩიეთ Everyone.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ორივე მოწყობილობა უნდა მუშაობდეს განახლებულ სისტემაზე.
შეამოწმეთ Firewall პარამეტრები
შეამოწმეთ შემომავალი კავშირები: ისინი შეიძლება დაბლოკილი იყოს Firewall პარამეტრებში. macOS Ventura-სთვის, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
· გახსენით Apple მენიუ, შემდეგ System Settings.
· აირჩიეთ Network > Firewall.
· გახსენით Options და დარწმუნდით, რომ Block all incoming connections გამორთულია.
მათთვის, ვინც macOS-ის წინა ვერსიებს იყენებს:
· გახსენით Apple მენიუ, შემდეგ System Settings.
· გახსენით Security & Privacy > Firewall.
· დააჭირეთ Lock-ს და ჩაწერეთ ადმინისტრატორის პაროლი თუ მოითხოვს.
· აირჩიეთ Firewall Options და დარწმუნდით, რომ Block all incoming connections გამორთულია.
თუ ყველა ნაბიჯი შეასრულეთ და AirDrop მაინც არ მუშაობს, გადატვირთეთ მოწყობილობა და ეტაპობრივად გაიმეორეთ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები. თუ პრობლემა არ გამოსწორდა, შეამოწმეთ, რამდენად გამართულია Wi-Fi და Bluetooth მოდულები. გათიშეთ მობილური ინტერნეტი და დარწმუნდით, რომ Wi-Fi იჭერს სიგნალს. სცადეთ სხვა მოწყობილობის, მაგალითად ყურსასმენის ან დინამიკის Bluetooth-ით დაკავშირება. თუ პრობლემა Wi-Fi ან Bluetooth მოდულებშია, მოგიწევთ სერვის ცენტრის ვიზიტი.
შეხვდით სირთულეებს და ვერ ხვდებით, რატომ არ მუშაობს AirDrop ან უბრალოდ არ გინდათ დროის დახარჯვა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებაზე? iSpace-ში ყოველთვის დაგეხმარებით! ჩვენი სერვის ცენტრის სპეციალისტები აღმოაჩენენ პრობლემის მიზეზს, შეამოწმებენ მოდულების გამართულობას და გამოსწორებენ AirDrop-ის ხარვეზებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.